ავტორი: Joto   29-08-2010, 13:09   ნანახია: 517 [ ]
  
ბუფონისადმი ინტერესი გრძელდება



goal.com-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის მხრიდან ინგლისური "მანჩესტერ სიტის" შეთავაზების უარყოფის შემდეგ მისი სამსახურით მეორე მანჩესტერული კლუბი, "იუნაიტედი" დაინტერესდა.
ცნობილია, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ეძებს ედვინ ვან დერ საარის შემცვლელს,ახლა კი მის შემცვლელად მოიაზრება ჯანლუიჯი ბუფონი.მისი გადაბირება წინა სეზონებშიც სურდა თუმცა ამაოდ, როგორც ჩანს, ახლა ეს ტრანსფერი შედარებით მნიშვნელოვან სახეს მიიღებს და კონკრეტულ წინადადებად ჩამოყალიბდება, რომელიც ასე ჟღერს: "18 მლნ ევრო "იუვენტუსს"მომავალი სეზონიდან ბუფონის "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის სანაცვლოდ".