"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ედვინ ვან დერ სარი ფიქრობს რომ "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლამ მას ახალი ცხოვრება მისცა და ჯერ ჯერობით ედვინი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს.
ედვინი:"მე არც მიფიქრია წასვლის შესახებ და არც მინდა ვიცოდე როდის დადგება ეს დღე.მე უკვე ჩემს მოლოდინს გადავაჭარბე ამიტომაც ეს მე არ მადარდებს."
"როდესაც მე ახალგაზრდა ვიყავი,ვფიქრობდი რომ კარიერას 35 წლისას დავასრულებდი მაგრა როგორც ხედავთ მე ჯერ კიდევ ფეხბურთში ვარ.შესაძლებელია მე უკვე დასრულებული მექნებოდა კარიერა სხვა კლუბში მაგრამ მე ხომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოვდივარ.ალბად "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლამ მე ახალი ცხოვრება მომცა"-ციტირებას უკეთებს ვან დერ სარს Sky Sport - ?