
"სულ ცოტა ხანიც და სტარტს უკვე მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული საკლუბო ტურნირი აიღებს, საუბარი უეფას ჩემპიონთა ლიგაზეა, სადაც საუკეთესო გუნდები გამოვლენ და გულშემატკივრებიც უდიდეს სანახაობას იხილავენ, ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ რამდენიმე ძალიან საინტერესო წყვილი დააჯგუფა, მათ შორის ერთმანეთს ვერ ასცდნენ ერთადერთი შოტლანდიური გუნდი "რეინჯერსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც ინგლისს წარმოადგენს, თუ თქვენ დიდი ბრიტანეთის ისტორიას ოდნავ მაინც იცნობთ, მაშინ შოტლანდია-ინგლისის "ურთიერთობებზეც" გეცოდინებათ, შესაბამისად "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეინჯერსის" თამაში მშვიდ ატმოსფეროში რომ მთლად ვერ ჩაივლის ამას ყველა ხვდება, მიუხედავად იმისა რომ ამ ჯგუფში კიდევ ესპანური "ვალენსია" და თურქული "ბურსასპორი" არიან, მთავარ ფავორიტებად ამ ჯგუფის სწორედ ინგლისურ-შოტლანდიური გუნდები ითვლებიან, უფრო სწორედ "იუნაიტედი" გამოკვეთილი ფავორიტია ამ ჯგუფის და ერთი შეხედვით ამ გუნდებთან სტუმრადაც და შინაც ექვსი ქულების არება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო შოტლანდიელები ასე არ ფიქრობენ და ვერც იფიქრებენ, ბევრი საუბრობდა რომ მანჩესტერელებს ორი ყველაზე რთული მატჩი სწორედ შოტლანდიელების წინააღმდეგ ელოდათ და აი ამ ვარაუდებს თავად შოტლანდიელი ფეხბურთელების განწყობაც ამყარებს.ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფში შოტლანდიურ ბარიერს გადაეყარა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ძალიან ხშირი სტუმარი იყო ხოლმე "სელტიკი", რომლის წინააღმდეგაც "ალისფერ ეშმაკუნებს", განსაკუთრებით სტუმრად ძალიან უჭირდათ და გამარჯვების მოპოვებას ვერც ახერხებდნენ, თუმცა კი როდესაც ეს ორი გუნდი ბოლოს ერთად მოხვდა მანჩესტერელებმა ბერბატოვისა და რუნის გოლებით ადვილად დაამარცხეს გლაზგოელები. შოტლანდიაში ეხლაც ისმის მთავარი კითხვა - 'სელტიკი" თუ "რეინჯერსი"? ამ კიტხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია და ამაზე მიმომხილველებმა შესაძლოა მთელი ცხოვრება იდავონ და პასუხს მაინც ვერ მიაგნონ, რადგან ამ ორი გლაზგოური გუნდიდან ხან ერთი გებს ხან მეორე და მათ შორის უძლიერესის გამოვლენა ყოვლად შეუძლებელია ხოლმე, ამჯერად წინა სეზონში 'რეინჯერსმა" დასცა მეტოქე და ახლა სწორედ ისაა "მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტი ამ ჯგუფში, თუმცა ილუზიები არავის უნდა ჰქონდეს რომ "სელტიკზე" ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევს მანჩესტერელებს, უფრო პირიქით, "სელტიკისგან" განსხვავებით, რომელიც მართალია რა თქმა უნდა შოტლანდიური გუნდია და იქაც თავისი ასე ვთქვათ შოტლანდიური ბუნება არ აკლიათ, "რეინჯერსი" გაცილებით მებრძოლი გუნდია, შესაძლოა "სელტიკზე" კლასით ოდნავ დაბალი, თუმცა ამის გაუნებელყოფას სწორედაც რომ მეტი ბრძოლისუნარიანობით ახერხებს და როგორც ფეხბურთელები აცხადებენ, მაშინ როდესაც ვინმე "რეინჯერსში" ირიცხება იგი უმალ "შოტლანდიელი" ხდება, ბუნებითა და ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
თუმცა უნდა ავღნიშნოთ რომ შოტლანდიელი თავის გუნდში სერ ალექს ფერგიუსონსაც ჰყავს - დარენ ფლეტჩერი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უნდა წარდგეს, სწორედ ამიტომაა გამორჩეული ფლეტჩერისთის ალბათ ეს ორი მატჩი, განსაკუთრებულად მობილიზებით სწორედ ის იბრძოლებს, თუმცა მას თანაგუნდელებიც გევრდში ეყოლება, სამაგიეროდ "რეინჯერსში" 11 მოედანზე მყოფი ფეხბურთელი "შოტლანდიური" შემართებით იქნება განმსჭვალული. ბევრი საუბრობს რომ "იუნაიტედი" მეტოქეების დამარცხებას უკვე მოედანზე გასვლამდე ახერხებს, ანუ ფსიქოლოგიურ ომს უგებს, თუმცა როგორც ჩანს გლაზგოელები ამისთვისაც მზად არიან, ყოველ შემთხვევაში იმ მატჩამდე ძალიან ბევრი დროა დარჩენილი, ანუ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურამდე, შეგახსენებთ რომ პირველ ტურში სწორედ ეს ორი გუნდი ხვდება "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა "რეინჯერსი" უკვე აქედანვე ემზადება, ყოველ შემთხვევაში გუნდის ფეხბურთელები საუბრობენ და აცხადებენ რომ თუ მანჩესტერლებს მათჳ დაშინების ილუზია აქვთ ძალიან ცდებიან, ეს არც იყო გასაკვირი რადგან გლაზგოელების დაშინება ხშირად შეუძლებელია ხოლმე, მითუმეტეს მათი მოტივაცია ახლა ორმაგია - ინგლისური კლუბის წინააღმდეგ "რეინჯერსს" მთელი შოტლანდია იმედის თვალით შესცქერის და შეიძლება ითქვას რომ თუ გლაზგოელებმა "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებას მიაღწიეს ისინი უმალ გმირებად იქცევიან სამშობლოში.მოტივაციის ნაკლებობას არც "ეშმაკები" უჩივიან, ესეც ყველასთვის ნათელია, შესაბამისად უკვე პირველსავე ტურში "ოლდ ტრაფორდზე" პირველ რიგში დაუნდობელ ბრძოლას ვიხილავთ, შესაძლოა ეს არ იყოს ძალიან ტექნიკური და ლაღი ფეხბურთი, თუმცა ძალიან ბევრი ორთაბრძოლით აღსავსე მატჩი რომ იქნება ეს აქედანვე უნდა ვიცოდეთ, ბრძოლა მოედანზეც იქნება და ტრიბუნებზეც, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებულად მობილიზირებული გუნდის უსაფრთხოება, "რეინჯერსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველ დღე არ ხვდებიან ერთმანეთს და ქომაგებს 180 წუთიანი დაძაბული ორი მატჩი ელის, პირველი რაუნდი კი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, სადაც "ეშმაკები" ყველანაირად ეცდებიან მეტოქე დაამარცხონ, რადგან შოტლანდიაში მათ უმძიმესი 90 წუთი ელით, სწორედ ამიტომ საუბრობენ მანჩესტერის ფეხბურთელები რომ მათი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა და ბევრი მიიჩნევს რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რათა შოტლანდიელ ფეხბურთელებზე ინგლისელებმა ზეწოლა მოახდინონ, გამოუვათ თუ არა ეს მალე გამოჩნდება, მანამდე კი პრესის წინაშე ქტიურად "რეინჯერსის" ერთი ფეხბურთელი მეჯიდ ბუგერა წარსდგა და სწორედ "ოლდ ტრაფორდის" შეხვედრის შესახებ ისაუბრა, მისი კომენტარიდანაც ჩანდა რომ გლაზგოელები არაფრის დათმობას თუნდაც 76 000 მანჩესტერელის თვალწინ არ აპირებენ და თავიანთ ქომაგებს ბრძოლას პირდებიან, სტატიას სწორედ ბუგერას დღევანდელი განცხადებით დავასრულებთ:"ის ფაქტი რომ მე ან უეინ რუნის, ან მაიკლ ოუენის, ან დიმიტარ ბერბატოვის წინააღმდეგ ვითამაშებ, ჩემთის არაფერს ნიშნავს, ეს უბრალოდ დამატებითი მოტივაციაა, თუმცა მე მეტოქის სახელებს არასდროს ვუყურებ, სულ არ მაინტერესებს რომ ისინი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, ეს გუნდური თამაშია და მე ჩემი თანაგუნდელების იმედი მაქვს, ჩვენ ყველას გვაქვს ერთმანეთის იმედი მოედანზე და მის გარეთაც, თუმცა ვერ ვუარყოფ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა "ოლდ ტრაფორდზე" თუნდაც სულ ერთხელ გამოჩნდეს და აი უფალმა გადმოგვხედა, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს მისსავე მოედანზე ვხვდებით, შესაბამისად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ყველანაირად ვეცდებით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ და შოტლანდიაში თავაწეულები და ამაყნი ჩავიდეთ. ჩვენ ჯგუფის ფავოპრიტები არ ვართ და ეს ყველაზე კარგია, ისინი კი არიან და ეს მათი მთავარი პრობლემაა, "იუნაიტედიგან" ყველა მოგებას ელის, ჩვენ კი ამას უბრალოდ არ დავუშვებთ, ჩვენ კი დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ გავალთ და ვიბრძოლებთ, თავს დავიცავთ უკანასკნელ წუთამდე, უკანასკნელ წამამდე, ამას ჩვენს გულშემატკივრებს შოტლანდიაში ვპირდებით. ჩვენი ჯგუფი იდეალურია - ერთი ინგლისური კლუბი, ერთი ესპანური და ერთიც თურქული - ამაზე დიდი მოტივაცია რა გინდა, ეს უბრალოდ შესანიშნავია, რაც მთავარია მინდა მანჩესტერელებმა იცოდნენ რომ ჩვენ არ გვეშინია მათი, არანაირი შიში, ხოლოდ ბრძოლა - სწორედ ამ განწყობით აგავ გლკაზგოს "რეინჯერსი" "ოლდ ტრაფორდზე" მათი გუნდის და მათი 76 000 ქომაგის წინაშე".
წყარო: The Trialfootball