რამდენიმე წუთის წინ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. დღევანდელი დღის განმავლობაში ბაზარზე კლუბების უჩვეულოდ დიდი აქტივობა შეინიშნება.
08:50 - გლები "ბირმინგემს" უახლოვდება მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბი ბოლო დღეს ტრანსფერების განხორციელებაზე უარს აცხადებს, "ნოუ კამპზე" ვრცელდება ხმები, რომ ბირმინგემელები ბელორუსით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. გლები ინგლისთან ძალიან ახლოსაა...
10:00 - "შალკე" ვერ კმაყოფილდება ორშაბათს გერმანულმა კლუბმა მადრიდის "ატლეტიკოდან" ხურადო გადმოიყვანა, მანამდე კი ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, რაულ გონსალესი ჩაიგდო ხელში, მაგრამ, როგორც ჩანს, ფელიქს მაგათი ვერ კმაყოფილდება და იტალიური "მილანიდან" ჰოლანდიელი თავდამსხმელი, კლას იან ჰუნტელაარი გადმოჰყავს 13 მილიონ ევროდ.
11:00 - კოპენჰაგენი ბარსას კასტილიელით ძლიერდება დანიის ჩემპიონი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა და ცდილობს როგორმე კონკურენტუნარიანი გუნდის სახელი მოიხვეჭოს, რასაც "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდიდან კოსტარიკელი კრისტიან ბოლანოსის შეძენით ცდილობს.
12:00 - პრემიერ ლიგის სიახლეები
პრემიერ ლიგის სატრასნფერო ფანჯარა 18:00 საათზე იხურება, ამიტომ კლუბები ბოლო ნაბიჯების გადადგმას ჩქარობენ. ასამოა გიანი "სანდერლენდთან" კონტრაქტს აფორმებს, ხოლო "ფულჰემი" გუდიონსენის და სანტა კრუზის შეძენას ცდილობს. გრაფიტეზე უფლების მოსაპოვებლად კი "ევერტონი" იბრძვის.
12:30 - რობინიო სამედიცინო შემოწმებას ელოდება "მილანში" რობინიოს ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და ბრაზილიელს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლაღა დარჩენია. ამ ტრანსფერში ლომის წილი "ჩვენიან" მინო რაიოლას მიუძღვის, რომელმაც "სიტისთან" მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ბრაზილიელის მოსვლას იტალიელი მარკო ბორიელოს "იუვენტუსში" გადასვლა მოსდევს.
12:50 - კამორანეზი გერმანიაში არგენტინაში დაბადებული იტალიის მოქალაქე, მაურო კამორანეზი გერმანულ "შტუტგარტთან" 2011 წლამდე კონტრაქტს აწერს ხელს. გერმანელებს ფეხბურთელი ორი მილიონი ევრო დაუჯდათ. ამ ტრანსფერამდე რამდენიმე საათით ადრე "ბებერი ქალბატონი" კიდევ ერთმა "ჩამქრალმა ვარსკვლავმა" დატოვა: დავიდ ტრეზეგე "ჰერკულესში" ითამაშებს.
13:00 - ტრაორე ტურინელია "იუვენტუსი" "არსენალთან" მოლაპარაკებებს წარმატებით ასრულებს და მომავალ სეზონში არმანდ ტრაორე შავთეთრ მაისურს მოირგებს.
13:30 - მარტინ კასერასი ანდალუსიელია ყოფილი "ბლაუგრანელი", მარტინ კასერასი "სევილიას" ახალი ფეხბურთელი ხდება. ანდალუსიელებს ურუგვაელის გამოსყიდვის უფლება აქვთ. მარტინის წარდგენის პარალელურად, დელ ნიდო აცხადებს, რომ რომარიკი შესაძლოა "სარაგოსაში" აღმოჩნდეს.
14:00 - "ტოტენჰემმა" პლეტიკოსა იყიდა ჩემპიონთა ლიგაზე ახალბედმა "ტოტენჰემმა" მოსკოვის "სპარტაკიდან" მეკარე პლეტიკოსა გადმოიყვანა. ამასობაში, რობინიოს თვითმფრინავი იტალიის აეროპორტში ჯდება და ბრაზილიელს ფანების გუნდი თბილ დახვედრას უწყობს.
14:30 - ეჩაიდე და დელ ოლმო კლუბებს იცვლიან "ოსასუნა" ადასტურებს, რომ მცველი ნავარე ეჩაიდე 2010-2011 წლების სეზონს სეგუნდა დივიზიონში გაატარებს. ეს ფეხბურთელი წინა სეზონშიც ძირითადად გასხვისებული იყო. პარალელურად, "ჰერკულესის" ნახევარმცველი, ხოსება დელ ოლმო "პონფერადინას" ღირსებას დაიცავს.
15:39 - კონჩესკი მერსისაიდელი ხდება "ლივერპული" კონტრაქტს აფორმებს "ფულჰემის" მცველთან, პოლ კონჩესკისთან.
16:21 - კეკო "კართაგენაში" გადადის სერხიო გონტენი, იგივე კეკო, მადრიდულ კარიერას ასრულებს და "კართაგენაში" გადადის. კლუბები შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდში მხოლოდ ერთ სეზონს გაატარებს.
17:00 - გლები "ბირმინგემში" გადაწყდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან ერთი საათით ადრე "ბირმინგემი" ასწრებს და ბელორუს ფეხბურთელს ქირაობს კატალონიური კლუბიდან. ინგლისელებმა ასევე იჯარით აიყვანეს მოსკოვის "სპარტაკის" კაპიტანი, მარტინ ირანეკი.
17:02 - გუდიონსენი "სტოკში" გადაწყვეტილია "სტოკ სიტი" ოფიციალურად ადასტურებს, რომ ყოფილი "ბლაუგრანელი" ეიდარ გუდიონსენი მათ ხელშია.
18:05 - რობინიო ოთხწლიან კონტრაქტს აწერს ხელს ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი, რობინიო "მილანთან" ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებს. ამავდროულად, იტალიელები სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ: ბორიელო "რომას" ფეხბურთელია.