ინგლისში 28 მაისს უნდა ჩატარდეს ასოციაციის თასის ფინალი, მაგრამ პრობლემა სტადიონს შეეხება. რადგან ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალია ჩასატარებელი. უეფას კანონმდებლობის თანახმად კი ფინალამდე 14 დღით ადრე სტადიონზე თამაში არ უნდა გაიმართოს. გამოდის რომ 28*ში ფინალი უემბლიზე ვერ ჩატარდება. ერთადერთი შანსია ფინალი ბოლოსწინა ტურში 14 მაისს გაიმართოს, მაგრამ ამ დროს 15 საათზე ინგლისის ჩემპიონატია ჩასატარებელი და მაყურებელი დიდი არჩევანის წინაშე დადგება თუ სად დაესწროს თამაშს, პრემიერ კიგას უყუროს თუ ასოციაციის თასის ფინალს.
არსებობს სხვა შანსიც, რომ მატჩი 17 საათსა და 30 წუთზე გადაიტანონ, მაგრამ ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან ტრადიციის მოყვარული ფეხბურთის მამები. თუმცა სხვა შანსი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას არ დარჩენია.
ახლახან გადაწყდა რომ პრემიერ ლიგა შაბათს ჩატარდება და ორ ჯგუფად დაიყოფა, პირველი მატჩები 12 საათსა და 45 წუთზე გაიმართება, მეორე კი 15 საათსა და15 წუთზე ჩატარდება.