რიო ფერდინანდი კლუბში სავარაუდოდ მომდევნო ოთხშაბათს დაბრუნდება.რაიან გიგსი კი აცხადებს,რომ რიოს,გარის და ოლივეირას დაბრუნება კლუბს უფრო ძლიერს გახდის.
"იუნაიტედს"სეზონი ცუდად ნამდვილად არ დაუწყია. მათ უკვე ჩაატარეს "პრემიერ ლიგის"სამი შეხვედრა და დააგროვეს 7 ქულა,რაც საკმაოდ კარგი შედეგია.
ფერდინანდის დაბრუნება კი იმას ნიშნავს,რომ კლუბს უბრუნდება "დაცვის ბურჯი" ეს კი ნიშნავს იმას,რომ ევანსის ადგილი ნაკლებად იქნება ძირითად შემადგენლობაში.
გიგსი აცხადებს:
"კლუბს დაუბრუნდნენ ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელები,ფერდინანდის და არდენსონის სახით."
მოგეხსენებათ უკვე განაცხადი გაკეთდა "პრემიერ ლიგის"ახალი წესის თანახმად და ამ განაცხადში ჩვეულებრივ ის ფეხბურთელები მოხვდნენ,რომლებიც სერ ალექსმა საჭირო ფიგურად მიიჩნია.
გიგსი:
"ამდენი ფეხბურთელიდან მხოლოდ 25 კაცის გამორჩევა ძალიან დიდი "თავისტკივილია",მაგრამ ჩვენ დამღლელი და ხანგრძლივი სეზონი გველის წინ და ყველაზე კარგი ის არის,რომ ამისთის კლუბის თითოეული ფეხბურთელი მზადაა."