ავტორი: Lasha_Manchester   2-09-2010, 02:50   ნანახია: 582 [ 35 ]
  
"ნოსტალგიის მატჩი"


"ინგლისის პრემიერლიგაში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდა, როგორც მოგეხსენებათ ამ უქმეებზე სანაკრებო ბატალიები იწყება, უფრო სწორედ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები, სადაც თავის შეხვედრას ინგლისის ეროვნული გუნდიც ჩაატარებს, ასე რომ საკლუბო გუნდებს ამ უქმეებზე დასვენება უწევთ, სამაგიეროდ იქითა შაბათ-კვირას უკვე კლუბები ითამაშებენ, მითუმეტეს რომ როგორც მოგეხსენებათ უკვე ოფიციალურად დაიხურა სატრანსფერო ბაზარი და კლუბებს უკვე იმ შემადგენლობაზე დაყრდნობა მოუწევთ, რომელიც ახლა მათ გააჩნიათ, მათ შორის გახლავთ "მანჩესტერ იუნაიტედიც", გუნდი რომელმაც სხვა კლუბების მსგავსად უკვე გამოაქვეყნა 25 ფეხბურთელის სია, რომლებიც პრემიერლიგაში ითამაშებენ, თუმცა გარდა ამ 25 ფეხბურთელისა, არის კიდევ ექვსი მოთამაშე, რომელთა ასაკიც 21 წლის ქვემოთაა, შესაბამისად მათი თამაში ფერგიუსონს განაცხადში შეყვანის გარეშედაც შეუძლია, ასე რომ "იუნაიტედმა" შემადგენლობა დაასახელა და ახლა სრული მზადყოფნით გამოვა თითოეულ შეხვედრაში, პირველი მატჩი კი შესვენების შემდეგ "ალისფერ ეშმაკებს" სტუმრად უწევთ "ევერტონის" წინააღმდეგ, გუნდის, რომელმაც წინა სეზონში ამ სტადიონზე 3:1 დაამარცხა "იუნაიტედი", ასე რომ "ეშმაკებს" რევანშის აღება მართებთ, თუმცა შეძლებენ თუ არა ამას გამოჩნდება.

თავის დროზე ასეთი რევანშის აღება მართებდათ მანჩესტერელებს ლონდონში "ფულჰემის" წინააღმდეგ, თუმცა როგორც დასრულდა ყველაფერი ეს ყველამ კარგად ვიხილეთ, 2:2 და "იუნაიტედმა" პირველი ქულები დაკარგა, თანაც სტუმრად ამ გუნდს ამ სეზონში ჯერჯერობით არ მოუგია, "ფულჰემთან" ერთი ფრე აქვს ნათამაშები, ახლა კი მეორე შეხვედრას "ევერტონთან" ატარებს, საკმაოდ რთული შეხვედრები აქვთ როგორც ხედავთ "ეშმაკებს" სტუმრად საწყის ტურებში, ეს ის ორი გუნდია, რომელთანაც წინა სეზონში ქულები დაკარგეს მათსავე სტადიონზე, ამჯერად "ფულჰემთან" ეს განმეორდა, რა იქნება "ევერტონთან" ამას ვნახავთ, თუმცა ის რომ მანჩესტერელებს სიურპრიზები აღარ ჭირდებათ, ეს ფაქტია, რადგან თუნდაც "ევერტონთან" ერთი ფეხის დაცდენა და "ჩელსი" მზადაა მას ოთხი ან ხუთი ქულით გადაასწროს, მაშინ კი როდესაც "ჩელსის" ასე უშვებ წინ მისი დაწევა ყოველთის ურთულესი საქმე ხდება, შესაბამისად მანჩესტერელებს აუცილებლად მოსაგები მატჩი აქვთ, თუმცა...პრობლემა ისაა რომ ლივერპულელებიც ამავეს აცხადებენ და ამ მატჩისთის უკვე ორი კვირით ადრე ემზადებიან, როგორც ჩანს 'ევერტონი" კიდევ ერთხელ ემზადება "იუნაიტედის" დასამარცხებლად, თუმცა ახლა გაცილებით ძლიერი "იუნაიტედი" გამოვა მათ წინააღმდეგ, საქმე იმაშია რომ მანჩესტერელებს ტრამვირებული ფეხბურთელები თითქმის სრული უმრავლესობით დაუბრუნდნენ.

ამ შემთხვევაში ოლივეირა ანდერსონსა და რიო ფერდინანდს ვგულისხმობთ, რომლებიც ახლა სარეზერვო გუნდში ატარებენ მატჩებს და "ევერტონის" წინააღმდეგ 100 პროცენტით მზად იქნებიან, ასე რომ "იუნაიტედის" ტრამვირებულთა სიაში ერთადერთი ფეხბურთელი რჩება: ოუენ ჰარგრივსი, რომელიც სერ ალექსმა უკვე შეიყვანა განაცხადში, თუმცა ოუენი მოედანს ზამთრამდე, ანუ მეორე წრემდე ვერ დაუბრუნდება, ამას ქომაგები უკვე შეეგუვნენ, ასე რომ "ევერტონის" წინააღმდეგ, თუ ჰარგრივსს არ ჩავთვლით გუნდი უძლიერესი შემადგენლობით გამოვა, ყველაზე აღსანიშნავი კი დაცვის ცენტრში რიო ფერდინანდის დაბრუნება იქნება, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევა ჯერჯერობით მოწოდების სიმაღლეზეა ამ სეზონში, აი რაც შეეხება დაცვას მათ ჩატარებულ ოთხ მატჩში სამი გოლის გაშვება მოასწრეს და კარი მშრალად მხოლოდ ორ შეხვედრაში შეინახეს, რაც არცთუ კარგი მონაცემებია, რიო ფერდინანდის დაბრუნება ამადაცაა მნიშვნელოვანი, სხვათაშორის "ევერტონთან" კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდება - გუნდს მოედანზე ახალი კაპიტანი გაიყვანს - ნემანია ვიდიჩი, რომელმაც ეს პატივი გარი ნევილისგან გადაიბარა, ასე რომ "ევერტონთან" დაცვის დუეტი რიო-ვიდა ბრუნდება, თანაც უფრო ტავდაჯერებული: ვიდიჩი ხომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი კაპიტანია, ამით ის ამ გუნდის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.

სამაგიეროდ ეს ყველაზე ნაკლებად ლივერპულელ ფეხბურთელებს აინტერესებთ და როგორც თავად აცხადებენ ეს მათი "ცხოვრების მატჩია", მატჩი სადაც უნდა გაიმარჯვონ, პრინციპში ასეთი საუბრები გასაკვირი უკვე აღარცაა, რადგან ყველა გუნდი ცდილობს გრანდების და მათ შორის განსაკუთრებულად "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას, "ევერტონიც" გამონაკლისი არაა, მითუმეტეს რომ ამ გუნდმა სეზონი აშკარად არადამაჯერებლად დაიწყო, ისინი გასავარდ ზონაში არიან და ჯერჯერობით მოგება არ გააჩნიათ, მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გატანილი და სამი მიღებული, ეს სამი ტურის შემდეგ, როგორც ხედავთ გუნდის შეტევა არადამაჯერებელია, ფერდინანდის დაბრუნების შემდეგ კი ნაკლები შანსია ლივერპულელებმა "იუნაიტედის" დაცვას რაიმე პრობლემები შექუმნან, სამაგიეროდ "იუნაიტედს" გოლის გატანა ძალიან უნდა გაუჭირდეს, საქმე იმაშია რომ მართალია "ევერტონი" ერთი გატანილი გოლით, რამდენიმე სხვა გუნდთან ერთად ბოლო ადგილზე იმყოფება შედეგიანობის მიხედვით, თუმცა სულ რაღაც სამი გოლი აქვს გაშვებული და ამ მხრივ ერთ-ერთ მოაწინავე პოზიციაზეა, სხვათაშორის "ეშმაკებს" სამ მატჩში ორი გოლი აქვთ გაშვებული, როგორც ამჩნევთ დიდი განსხვავება ნამდვილად არაა, ასე რომ "ევერტონთან" "იუნაიტედის" მთავარი საზრუნავი გოლის გატანა და არა კარის უსაფრთხოება უნდა იყოს.

ასე თუ ისე "ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსად განსაკუთრებით ემზადება, ცალკე საუბრის თემაა ფრანგი ფორვარდის ლუის საჰას დაპირისპირება თავის ყოფილ კლუბთან, მის გარდა "იუნაიტედის" მაისური მეკარე ტომ ჰოვარდს და ამ გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს და კაპიტანს - ფილ ნევილს ცმიათ, ასე რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გამოდის და მათ "იუნაიტედის" სისუსტეები იციან, სამაგიეროდ თავის დროზე "იუნაიტედის" მთავარი ვარსკვლავი უეინ რუნი სწორედ აქედან გადავიდა მანჩესტერში, ასე რომ ეს ერთგვარად "ნოსტალგიის მატჩია" ფეხბურთელები თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, სხვათაშორის "ევერტონის" მწვრთნელი დევიდ მოიესი სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "იუნაიტედის" მთავარი მწვფრთნელი პოსტზე განიხილება, მოკლედ ამ ორ გუნდს შორის ბევრი კავშირია, არ დაგვავიწყდეს რომ ამ ზაფხულში "იუნაიტედს" "ევერტონის" ნახევარმცველი - მიკაელ არტეტას შეძენა სურდა, თუმცა ეს უკანასკნელი "ევერტონში" დარჩა და ამ შეხვედრის შესახებ საკუთარი აზრიც გამოთქვა, სტატიას სწორედ მისი განცხადებით დავასრულებთ: "ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია, გუნდმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და თუ "იუნაიტედი" შინ დავამარცხეთ, ეს გარდამტეხი მომენტი იქნება, ამდენი ქულების დაკარგვა არ შეიძლება, ჩვენი მიზანი მინიმუმ ევროტურნირების ზონაში მოხვედრაა, მაქსიმუმი კი ალბათ საუკეთესო ოთხეულში შესვლა, ამისთვის კი თითოეულ თამაშში ბრძოლაა საჭირო, "იუნაიტედთან" კი განსაკუთრებით, რადგან მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს აუცილებლად მოსაგები მატჩია ჩვენთვის და უნდა მოვიგოთ".


წყარო: The Football.co.uk

ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 03:00)
#1

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

როგორ ვთქვა ადვილი მატჩი იქნება და 5:0 მოვიგებთო როცა ასე არ იქნება რთული მატჩი იქნება სადაც მაინც უნდა მოვიგოთ! ფულჰემი გადაგვირჩა იმედია ეს იმ 3:1-ისთვის მიიღებს მისაღებს! რაც მთავარია რუნი ჯანმრთელადაა და მაგით ყველაფერი მორჩა მარტოს მოუგებს მთელს ევერტონს!!!









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 03:03)
#2

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

ინგლისს ურჩევნია (პრემიერლიგაზე ვიძახი) ზამთრის არდადეგები შემოიღოს თორემ ცოდვაა ინგლისის ნაკრები...
ვიდიჩი რატოა კაპიტანიი ფუუუუუუუუუუ
და გარი ნევილი აღარ თამაშობს ძირითადში თუ რა მოხდაი
მატჩს რაც შეეხება არ ვიცი რა მოხდება, ევერტონმა მისი გუნდიდან სუკეთესო 25 - ეული შეარჩია და ანდერსონის და პარკის ნაირი ბოთეები და ჰარგრივზის ნაირი ტრავმირებულები არ შეუყვანია განაცხადში (ჰარგო კიდე რომ გამოჯანმრთელდება ხოლმე ითამაშებს2-3 თამაშს და ისევ ტრავმას ღებულობს)
და საერთოდაც არ მომწონს იუნაიტედის "პოლიტიკა", ვინც უნდოდა ყველა მისმა მტრებმა იყიდეს, კიდევ კარგი ნეიმარი მაინც დარჩა სანტოსსში... კაროჩე ძალიან იმედგაცრუებული ვარ recourse

[D][B][9],
SysOp<<< ადრე იყავი თუ ეხლახან გახდიი თუ ეხლახან გახდი გილოცავ :)









ავტორი: koka999   (2 სექტემბერი 2010 03:05)
#3

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 4521

რეგ.დრო: 27.12.2009

: [D][B][9]
tvinis sheryeva maq da dzlivs wavikitxe!!! :D
shen ra gitxari raa!!!
:D:D:D:D:D:D:D;):):):):):):




ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 03:06)
#4

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

iLoBeridze

მე კი გეტყვი რომ სულ არ მაინტერესებს სხვებმა ვინ იყიდეს რეალის და სიტის თამაშებს შეხედე რას გვანან და მერე თქვი ფულები რატომ არ ვყარეთო წელს ყველაფერს მოვიგებთ და ამას ერთად ვნახავთ :)

iLoBeridze

lol ნუ მგონი ორი ან მინიმუმ ერთი წელია SysOp ვარ და აბა როგორ გითხრა ახლა გავხდიო მარა მაინც სპასიბა მოლოცისთვის wink

koka999

ეხლა უკეთესს სტატიას ვამზადებ :D









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 03:10)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

[D][B][9],
იმედი მაქვს რომ ყველაფერს მოვიგებთ მაგრამ როცა ერთი შემადგენლობა "ფიასკოს" განიცდის სეზონში იმის გამო, რომ რუნიმ ტრავმა მიიღო, არა მგონია ეგ შემადგენობა ბებემ და მისნაირებმა გამოასწორონ, უკაცრავად და ამ ახალგაზრდებს რომ შეაკვდა ბალოტელი ჩიჩას ხელაა მიახლოებით და ნეიმარი კიდე 18 წლისაა, რატომ არ იყიდა არც ერთიიი??? ეხლა არ მითხრა რომ ფული არ ქონდათო, რონალდოს და ტევესის გაყიდვით მიღებლი ფული სად წავიდა ღმერთმა იცის...









ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 03:12)
#6

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

iLoBeridze

თუ ახალგაზრდებს ვაწვებით ერნანდესი იყიდეს და ზუსტად იმისთVის იყიდეს რომ რუნის ტრამვამ ფიასკო არ გამოიწვიოს ფერგი სულელი კი არ არის თქვენი არ ვიცი მარა მე ჩიჩას დიდი იმედი მაქვს და თუ ვაიდა რუნიმ ტრამვა მიიღო ეგ და სხვა ფორვარდები როგორმე შეცვლიან...









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 03:15)
#7

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

[D][B][9],
კარგი ჩიჩასი მართლა მეიმედება და მაგარი როჟა ჩანს და ბალოტელიში მაგდენი ფული მაგიტომ არ გადაიხადეს, მაგრამ ნეიმარზე რას იტყვიი რამდენიმე პოზიციაზე თამაშობს, 18 წლისაა...მოკლედ იდეალური შენაძენი იქნებოდა, მაგრამ მაგას ბებე და სმოლინგი ჯობია ამათი აზრით, ეგ მიტყდება რომ ამ ნეიმარს ადრე თუ გვიან ჩელსი დაითრევს და მერე ისევე იქნება ჩელსის წინააღმდეგ რონალდო რომ გვყავდა... მერე ნეიმარს დავიჯერო სმალინგი, ფაბიო ან რაფაელი გააჩერებენი მეეჭვება...









ავტორი: man[ch]eteri1   (2 სექტემბერი 2010 03:20)
#8

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 42

კომენტარები: 390

რეგ.დრო: 21.07.2010

[D][B][9],
მაგარი სტატიააააა




ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 03:21)
#9

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

iLoBeridze

ახლა ასე გადაწყვიტა ფერგიმ შეიძლება გავიდეს დრო და ეგ ნეიმარი იყიდოს ახლა არ ჩათვალა საჭიროდ და მორჩა :) ნეიმარს კი გასაჩერებელი არაფერი ექნება ევრა დაუდგება და ცხოვრების ბოლომდე ფეხბურთს შეაზიზღებს :) თუ ევრა ბებერი გგონია მაშინ რაფაელი არამგონია ნეიმარს მაგის წინააღმდეგ შანსი ქონდეს რაფაელი ფანტასტიკური მცველია!









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 03:26)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

[D][B][9],
ნეიმარი მარცხნივაც თამაშობს და იქ ევრა ვერ იქნება, ევრა რომც შეხვდეს რაა იცი საშიში ევრას წესიერი შემცვლელი არაა, ამიტომ ევრა მთელი სეზონი თამაშობს და მაგრად იღლება, რაფაელი კიდე რავი აბა, მე მგონი მაინც ვერ გააჩერებს ნეიმარს, შეიძლება იფიქრო რომ მეტისმეტად მაღალი შეხედულება მაქ ნეიმარზე მაგრამ პროსტა არ მინდა რომ ეგეთი მაგარი ფეხბურთელი მანჩეში არ იყოს... თან ჩელსიმ, რეალმა ან სიტიმ თუ იყიდეს მერე ეგ იმ დონის ვეღარ იქნება









ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 03:32)
#11

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

iLoBeridze

ჯერ არავის არ უყიდია ასე რომ დავიცადოთ :) ფერგის არ გამოეპარება თუ ასეთია მართლა ნეიმარზე არ გაქვს ზედმეტად მაღალი შეხედულება რაფაელზე გაქვს ზედმეტად დაბალი :)









ავტორი: tornike.iva   (2 სექტემბერი 2010 03:32)
#12

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 37

კომენტარები: 2057

რეგ.დრო: 14.01.2010

ეგ თამაში მეც კარგად მახსოვს.მაგ დროს ვჭამდი და ლუკმა პირში გამიჩერდა როდველმა, რომ გაიტანა. ყბებს ვეღარ ვამოძრავებდი...









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 03:34)
#13

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

ნეიმარზე არ გაქვს ზედმეტად მაღალი შეხედულება რაფაელზე გაქვს ზედმეტად დაბალი :)

lol ეტყობა მართლა ეგრეა :D









ავტორი: E[]i v UniteD   (2 სექტემბერი 2010 03:39)
#14

ჯგუფი: User

სიახლეები: 6

კომენტარები: 2352

რეგ.დრო: 20.12.2009

[D][B][9],
iLoBeridze,
თქვენ სერიოზულად გჯერათ იმისი რო ფერგი ნეიმარს ოდესმე იყიდიისიი?? იცით თქვენ ჩელსიმ გუშინწინ ბოლო შეთავაზება გაუკეთა სანტოსს და 45 მილიონი დაუდო წინ და სანტოსმა არაო.
ეხლა იქით წელს იასნად ფასი კიდე აიწევს და რა გგონიათ 18-19 წლის ბიჭებში ფერგი 60 მილიონს გადაიხდიისიი?









ავტორი: NiKa_   (2 სექტემბერი 2010 04:05)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 6

კომენტარები: 281

რეგ.დრო: 21.03.2010

[D] [B] [9] ეს შენი სტატიენიდან ყველაზე პატარაა :D









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 04:13)
#16

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

E[]ivUniteD,
არ გადაიხდის და არ მკიდიაი სადაც იქნება ნეიმარი რაც არ უნდა ანტიმანჩესფანურად ჟღედეს მანჩეს სულ გააწვალებს და მაგიტომ არ მევასება ფერგი რომ ძლიერ ფეხბურთელებს არ ყიდულობს









ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 04:20)
#17

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

NiKa_

შენ რა ხაზებს ითვლიი wink lol









ავტორი: E[]i v UniteD   (2 სექტემბერი 2010 05:15)
#18

ჯგუფი: User

სიახლეები: 6

კომენტარები: 2352

რეგ.დრო: 20.12.2009

iLoBeridze,
ყველას მანჩე ვერ იყიდის ეგრე ნეიმარზე 100 თავით მაგრები არიან მარა ვერ აწვალაბენ მანჩეს და რაღა ეგ გააწვალებს









ავტორი: Chaobski   (2 სექტემბერი 2010 05:17)
#19

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1037

რეგ.დრო: 23.05.2010

es tamashi aucileblad undamovigot da chelsma unda waibordzikos ra wink









ავტორი: Homer   (2 სექტემბერი 2010 05:30)
#20

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 533

კომენტარები: 1650

რეგ.დრო: 21.12.2009

გეშინოდეს "ლივერპულ" ჩვენ მოვდივართ ..ამ თამაშს 3-0 ვიგებთ და ბერბა დუბლს ასრულებ უეჭ..









ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 05:32)
#21

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

Roon__Ey 10

ევერტონთანაა მატჩი პროსტა ეგენიც ლივერპულიდან არიან მაგ ქალაქიდან ერთი ბითლზები გამოვიდნენ უმაგრესი ხალხი საფეხბურთო გუნდები ერთი-მეორეზე უარესი აქვთ wink ყოველ შემთხვევაში ქალაქ ლივერპულს უნდა ეშინოდეს! am









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 05:41)
#22

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

E[]ivUniteD,
დამისახელე ნეიმარზე 100-ჯერ უკეთესი და გავჩერდები









ავტორი: Homer   (2 სექტემბერი 2010 05:43)
#23

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 533

კომენტარები: 1650

რეგ.დრო: 21.12.2009

iLoBeridze
Neymar? haha მაგას ვალენსია მირჩევნია









ავტორი: E[]i v UniteD   (2 სექტემბერი 2010 05:43)
#24

ჯგუფი: User

სიახლეები: 6

კომენტარები: 2352

რეგ.დრო: 20.12.2009

iLoBeridze,
რონალდო, მესი ? ტაკ დალე ? ტაკ დალე









ავტორი: giorgi____rooney   (2 სექტემბერი 2010 05:44)
#25

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 38

კომენტარები: 4737

რეგ.დრო: 7.03.2010

[D][B][9]
1.rogorc yoveltvis umagresi statiaa.
2.am tamashs manche igebs.
3.neimari martla gvesachiroeba imito ro udzlieresia da teknikuria ronaldoze naklebi ar gaizdeba.
4.getanxmebi rafaeli unikalurii mcvelia .
5.marcxniv gvezdeba umagresi mccveli fabio es iloberidzes exeba
6.smolingi ferdize naklebi ar dadgeba.
7.chicharito izdeba ragac unaklo forvardi.
8.manches ffani to xar ar unda usworebde fergis rames fergim icis tavisi sakme >>>(iloberidzes)
9.manchesteri aris unikaluri gundi.
10.manche aris is gundi romelic yidulobs iset axalgazdeb romelsac ar akeben visac akeben boloshi ikargeba asetia manches politika da tu ar viyidet neimari anu ar iyo sachiro :)









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 05:52)
#26

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

Roon__Ey10,
ვალენსია გირჩევნია ხოი ხო კაი მაგის მერე როგორღა შემოგედავო...
E[]ivUniteD,
ერთი მითხარი რონალდო და მესი 18 წლის რომ იყვნენ როგორები იყვნენი მთელი მსოფლიო იცნობდაი და ესე თამაშობდნენი და ბოლო ბოლო ამდენს იხდიდა ვინმე მაგათშიი
კარგი რა...









ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 06:29)
#27

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

iLoBeridze

მანჩეს ფანები ვართ აქ და არა ნეიმარის სხვათაშორის ასე რომ ვალენსია რომ ნეიმარს მირჩევნია მაგას ლაპარაკი რად უნდა :D









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 06:40)
#28

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

[D][B][9],
რომ გირჩევნია ერთია და ვინმეს რომ გონია რომ ვალენსია ნეიმარს ჯობია ეგ სულ სხვაა









ავტორი: RED DEVILS   (2 სექტემბერი 2010 07:12)
#29

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 94

კომენტარები: 6278

რეგ.დრო: 23.12.2009

როდის მოვა 11 სექტემბერი რა. მაგარი თამაში იქნება.


საღოლ ლაშუკა wink სტატია კარგია თუ ცუდი სათაურით ვხვდები lol









ავტორი: E[]i v UniteD   (2 სექტემბერი 2010 07:34)
#30

ჯგუფი: User

სიახლეები: 6

კომენტარები: 2352

რეგ.დრო: 20.12.2009

iLoBeridze,
რონალდო 7 ნომერი მანჩეტსერში. მესი 18 წლის ასაკში რეალს გაუტანა 3 გოლი ელ კლასიკოზე 13 წლიდან ბარსაში თამაშობს










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.