ავტორი: Lasha_Manchester   2-09-2010, 04:17   ნანახია: 370 [ 15 ]
  
განსხვავებული მიზნები


მაშასადამე, გუშინ ოფიციალურად დაიხურა მორიგი სატრანსფერო ბაზარი, ამის შემდეგ გუნდებს უკვე აღარ შეეძლებათ საკუთარი შემადგენლობების გაძლიერება და იმ რესურსით მოუწევთ ფონს გასვლა, რომელიც ახლა გააჩნიათ, თავისთავად ზამთრამდე, როდესაც ახალი სატრანსფერო მიდი-მოდი დაიწყება, ახლა კი როდესაც ტრანსფერები დასრულდა და გუნდებს შემადგენლობები ჩამოუყალიბდათ, ამათთან ერთად ალბათ მათი მიზნებიც უფრო რეალური გახდა, ანუ ვის რა შეუძლია ინგლისის პრემიერლიგაში ამ შემადგენლობებითი მოკლედ რომ ვთქვათ სატრანსფერო ბაზრის შემდეგ გუნდის მიზნები - სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ამ სტატიაში, სულ კი ოთხ ძირითად კატეგორიას გამოვყოფთ, მართლაც თუნდაც ისეთი თანაბარი დონის ლიგაში როგორიც პრემიერლიგაა ყველა გუნდი ჩემპიონობისთვის მაინც ვერ იბრძოლებს, სამაგიეროდ სხვა მიზნებისთვის ბრძოლა ეწიფებათ ხელთ და ისეთებიც იქნებიან მხოლოდ გადარჩენისთვის რომ იბრძოლებენ, მოკლედ ოთხი ძირითადი კატაგორია და ის გუნდები რომლებიც სხვადასხვა კატეგორიებში იქნებიან, ამბობენ რომ მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ იწყება ნამდვილი სეზონი, პრინციპში ეს ასეცაა, მაშასადამე, ნამდვილი სეზონი სწორედ ახლა იწყება! სრული შემადგენლობებით, სრული სვლით, როგორც აღნიშნავენ ახლა მთავარი პერიპეტიები საფეხბურთო მინდვრებზე გადაინაცვლებს, თუმცა მანამდე ორკვირიანი პაუზაა, ახლა კი "The Gurdian"-ის გამოქვეყნებული სტატია.



პირველი დონე - ოქროს მაძიებელნი


რა თქმა უნდა დავიწყოთ ყველაზე ძლიერი გუნდებით, ანუ იმით რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ და მოდით უშუალოდ მხოლოდ ეს კლუბები ავღნიშნოთ, მართალია "ტოტენჰემი", "ევერტონი", "ასტონ ვილა" კარგი გუნდები არიან, თუმცა ვაღიაროთ - მათ ოქროსთვის ბრძოლაში მინიმალურზე მინიმალური შანსებიც არ აქვთ! სულ კი ასეთი ხუთი გუნდია: მოქმედი ჩემპიონი ლონდონის "ჩელსი", ვიცე-ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი", ახალგაზრდა და ენერგიით, მოტივაციით აღსავსე ლონდონის "არსენალი", ტრადიციული და რაც მთავარია საკუთარი ისტორიის დაცვისთვის მებრძოლი "ლივერპული" და უზომოდ გაძლიერებული "მანჩესტერ სიტი". დიახ სწორედ ეს ხუთი კლუბი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, არავინ თქვას რომ თუნდაც "ლივერპული" დასუსტდა, რადგან შეუძლებელია ასეთი ტრადიციების მქონე გუნდმა არ იბრძოლოს, ეს უბრალოდ მის ბუნებაში არ დევს, თანაც ტყუილად არ გვითქვამს ისტორიისთვის მებრძოლი გუნდიო, სწორედ "ლივერპულის" მიღწევას ემუქრება კიდევ ერთი "ოქროს მაძიებელი" "მანჩესტერ იუნაიტედი", თუ წელს "ეშმაკები" პირველი "მივიდნენ ოქროსთან" მაშინ ისინი ინგლისში ყველაზე ტიტულოვანნი და მარტივად რომ ვთქვათ უბრალოდ ნომერ პირველნი გახდებიან. "არსენალი" "გაიზარდა" და უმაღლესი მიზნების მისაღწევად მზადაა, "მანჩესტერ სიტიზე" კი რაღა ვთქვათი ამ გუნდს რამის მთელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძვირადღირებული გუნდი ჰყავს, "იუნაიტედსა" და "ჩელსიზე" კი ბევრი არ გვისაუბრია, ეს არცაა საჭირო, არავის ეპარება ეჭვი რომ ისინი ფავორიტები იქნებიან, "ჩელსი" - ინგლისში ყველაზე სტაბილური გუნდი, დღეს ინგლისში ყველაზე მოტივირებული გუნდის - "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ, მანჩესტერელებს ხომ ინგლისის ისტორიის შეცვლა უნდათ...



მეორე დონე - "თავისი" ოქროს მაძიებელნი


ტყუილად არ გვიხსენებია სიტყვა "თავისი", პრემიერლიგაში ყველა თავის "ოქროს" ეძებს, ზოგისთვის ეს თასია, ზოგისთვის კი ადგილის შენარჩუნება, თუმცა ამ შემთხვევაში აუტსაიდერებზე არ ვისაუბრებთ, ახლა ჩვენ მეორე ეშელონის გუნდებს შევეხებით, პირველ ეშელონში ჩვენ რამდენიმე გუნდი ვახსენეთ - "ევერტონი", "ასტონ ვილა"...დიახ სწორედ ეს ორი კლუბი კიდევ "ტოტენჰემი" იბრძოლებენ ევროტურნირებში მოსახვედრად, ეს მათთვის ნამდვილი მიღწევა იქნება, შესაძლოა ბევრმა თქვას რომ "სიტის", "ლივერპულს" ოთხეულისთვის კონკურენციას გაუწევენ, თუმცა ეს ასე არ იქნება, სავარაუდოთ წელს ოთხეული კი არა პირველი ხუთეულიც დაჯავშნული იქნება, ამ სამ კლუბს კი რომელსაც "მეორე ეშელონს" ვუწოდებთ, თუ გნებავთ "მეორე დონეს" მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მოუწევთ ბრძოლა რომ როგორმე მოხვდნენ ევროტურნირების ზონაში, თუმცა ფაქტია რომ ეს სამი კლუბი ბევრ გრანდს გაამწარებს საკუთარ არენებზე, სამივე მათანი უტეხი ხასიატით და შემართებით გამოირჩევა, ნუ ჩამოვწერთ "ასტონ ვილას" მხოლოდ მთავარი მწვრთნელისა და ჯეიმს მილნერის წასვლის გამო, აქ ხომ სტივენ აირლანდი მოვიდა, მწვრთნელი კი საკმაოდ კარგი, ნურც "ევერტონის" ცუდ სტარტს დავუკვირდებით, მომატებით ეს გუნდიც მოუმატებს, "ტოტენჰემზე" კი რა ვთქვათი არც არაფერი, ამ გუნდს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კონკურენტიანი შემადგენლობა ჰყავს.



მესამე დონე - ოქროს შუალედი


პრემიერლიგაში ყველაზე ხშირად სწორედ ამ ადგილებისთვის მიდის ბრძოლა, უფრო სწორედ ის კლუბებიც რომლებიც აუტსაიდერებად ითვლებიან ცდილობენ როგორმე შუალედში შეაღწიონ და ამ გზით დააღწიონ თავი დაქვეითებას, რეალურად კი მხოლოდ რამდენიმე გუნდის დასახელება თუ შეიძლება რომლებიც ამ ოქროს შუალედში მოხვდებიან, პირველ რიგში ლონდონის "ფულჰემი" უნდა ვახსენოთ, რომელმაც სეზონიც ასე დაიწყო - ფრეებით, ამ შუალედში სწორედ ასეთი გუნდები ხვდებიან, რომლებიც არც ბევრ მატჩებს იგებენ, თუმცა იშვიათადაც აგებენ, საერთოდ ისინი თამაშებს ძირითადად შინ იგებენ, მოკლედ "ფულჰემი" ამ გუნდების კატეგორიას იდეალურად მიესადაგება, სამაგიეროდ ისინი სტუმრად უსუსტესნი არიან და ფრესაც თუ მიაღწევენ კარგდ შედეგად ჩაითლება, "ფულჰემის" გარდა უნდა მოვიხსენიოთ "ნიუკასლი", დიახ შესაძლოა გაგიკვირდეთ, თუმცა ესეც საკმაოდ ტრადიცული კლუბია, ინგლისში კი ტრადიციაებს დიდ ყურადღებას ქცევენ, სწორედ ამიტომ ამ შუალედისთვის "ნიუკასლიც" იბრძოლებს და კიდევ ვისი შეყვანა შეიძლებაი "ბირმინგემი" და "სანდერლენდი", "ბლექბერნი ამ გუნდებს შესანიშნავი შემადგენლობები ყავთ და ვერანაირად ვერ მივაკუთნებთ აუტსაიდერებს, ჯერჯერობით სეზონი კარგად დაიწყო "ბოლტონმა", თუ ასე გააგრძელა ეს გუნდიც ამ შუალედის წევრი იქნება, თუ არადა მაშინ შესაძლოა ისიც აუტსაიდერების სიას შეუერთდეს.



მეოთხე დონე - ბრძოლა გადარჩენისთვის


აი ადგილი სადაც ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მეტი გუნდის სახელი ტრიალებს, ამბობენ რომ ცხოვრება - ესაა ბრძოლა გადარჩენისთვის, ყოველ შემთხვევაში ბუნებაში ასეა, ეს წესი ინგლისის პრემიერლიგის "სამყაროშიც" ვრცელდება, ამ შემთხვევაში გადარჩენისთვის ალბათ შემდეგი გუნდები იბრძოლებენ: "ვულვერჰემპტონი", "ბლექპული", "ვესტ ბრომვიჩი", "ვიგანი", "სტოკი" და "ვესტ ჰემი". მართლაც რომ შთამბეჭდავი სიაა, სულ როგორც მოგეხსენებათ სამი გუნდი ვარდება, აქ კი ექვსი კლუბია, შესაბამისად სამი მათანი ზედმეტია, დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია იმის თქმა თუ ვინ იქნებიან ზედმეტნი, მაგრამ ის რომ გადარჩენისთვის ეს გუნდები იბრძოლებენ ეს ფაქტია, წესით აქ არ უნდა ყოფილიყო "ვესტ ჰემი", შემადგენლობის გამო, თუმცა ამ გუნდს ისეთჳ მწვრთნელი ჰყავს ავრაამ გრანტის ხელმძღვანელობით რომ უარესიც მოსალოდნელია, ამ სიაში შეიძლება ჩავწეროთ "ბოლტონიც", თუმცა ჯერჯერობით თამაშის ხარისხით ეს გუნდი ამას არ იმსახურებს, ჯერჯერობით ცხრილის სათავეშია "ვულვზიც", თუმცა ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი გავარდნის სწორედ ისაა, უმცირესი შანსი ექნება გადარჩენის "სტოკის", რჩება შთაბეჭდილება რომ ამ გუნდმა ამოწურა რესურსი ამ წლების განმავლობაში და ახლა დაქვეითებისთვის ემზადება, სამაგიეროდ "ვიგანსა" და "ბლექპულში" ჩანს პერსპექტივები, მოკლედ ესაა მეოთხე - ბოლო დონე, აუტსაიდერები, თუმცა გუნდები, რომლებიც ხშირად ჩემპიონობის ბედსაც წყვეტენ".



წყარო: The Gurdian

ავტორი: giorgi____rooney   (2 სექტემბერი 2010 04:25)
#1

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 38

კომენტარები: 4737

რეგ.დრო: 7.03.2010

sg sg magaria rofgorc yovedltvis :)









ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 04:26)
#2

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

წელს ყველაზე სანახაობრივი პრემიერლიგა გველოდება აი დასაწყისი რად ღირს ტური არ გადის ისე რომ ექვსი ბურთი არ გავიდეს ერთ თამაშში მაინც მგონი გერმანიის ბუნდესლიგასაც გაუწევს სანახაობით წელს პრემიერლიგა ძალიან მაღალი შედეგიანობა იქნება და იუნაიტედი ყველაზე ღირსეულად ჩემპიონობას იზეიმებს სხვანაირად არ შეიძლება, გუნდი ხომ ისტორიის შეცვლას აპირებს!

giorgi____rooney

Fix.Ge-s ნაცნობო რავა ხარ :D სპასიბა გაიხარე თუ ახლა საფეხბურთო საიტებზე რაიმე საინტერესო დევს მაქეთაც გადმოვინაცვლებ :D









ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 04:42)
#3

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

მართლა ძაან მაგარი სტატიაა...
მაგრამ რამდენიმე რაღაცას არ ვეთანხმები: ტოტენჰემი მგონი იბრძოლებს ლივერთან, სიტისტან და შეიძლება არსენალთან ერთადაც, და სტოკიც საკმაოდ კარგი კლუბია, რომელმაც მაგარი თავდამსხმელი იყიდა - კენვაინ ჯოუნსი.
და საერთოდ პრემიერლიგას რაც შეეხება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის სულ უფრო და უფრო ემსგავსება ესპანეთის პრიმერას... ჯერჯერობით კი მოისაზრება 5 გუნდი ჩემპიონობისთვის მაგრამ მაინც რამდენიმე სეზონია 2 ძირითადი საჩემპიონო გუნდია მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი, მე კი მირჩევნია რომ ლივერპულმაც მაგრად ითამაშოს, ტოტენჰემმაც, ევერტონმაც და არსენალმაც იმიტომ რომ პრემიერლიგა სწორეთ იმითაა ძლიერი, რომ ყველა ძლიერ კონკურენტად მოისაზრება თითქმის ნებისმიერ მატჩში









ავტორი: MaGla   (2 სექტემბერი 2010 04:46)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 8

კომენტარები: 341

რეგ.დრო: 24.01.2010

სრული ჭეშმარიტებაა.. მარა გრანტი რატო გააფარჩაკეს ასე არ ვიცი :D




ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 04:55)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

ნისტელროი რო ნაკრებში დაბრუნდა გაიგეთი









ავტორი: Homer   (2 სექტემბერი 2010 04:59)
#6

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 533

კომენტარები: 1650

რეგ.დრო: 21.12.2009

[D][B][9]
საგოლ ძმაო იმენა თ..ესლ სტატიებს დებ ბოშყო









ავტორი: MaGla   (2 სექტემბერი 2010 05:11)
#7

ჯგუფი: User

სიახლეები: 8

კომენტარები: 341

რეგ.დრო: 24.01.2010

iLoBeridze,
დაბრუნდებოდა ტო თამაშს არ ტოვებს უგოლოდ :)




ავტორი: GRANAD SMALL DEVIL   (2 სექტემბერი 2010 05:13)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 161

რეგ.დრო: 20.05.2010

[D][B][9]
სგ კაი კაცი ხარ მომეწონა ასე გააგრძელე fellow




ავტორი: iLoBeridze   (2 სექტემბერი 2010 05:15)
#9

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

MaGla,
ეხლა რაულიც და რონალდოც რომ წაიყვანონ ვაფშე გავაფრენ ისე გამიხარდება love









ავტორი: mekantsa_9   (2 სექტემბერი 2010 05:21)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 41

რეგ.დრო: 20.02.2010

_________________van der sar_______________________

maicon_________ferdinand______vidic___________evra____

______________Fletcher________scholes_______________

nani_________________snejider_______________giggs(c)_
____________________rooney_______________________




ავტორი: ARTist   (2 სექტემბერი 2010 05:29)
#11

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 400

კომენტარები: 6346

რეგ.დრო: 8.04.2010


ავტორი: Lasha_Manchester   (2 სექტემბერი 2010 05:30)
#12

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

nani_gol

gaixare feel









ავტორი: tornike.iva   (2 სექტემბერი 2010 07:17)
#13

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 37

კომენტარები: 2057

რეგ.დრო: 14.01.2010

ჩემი აზრით ფულჰემს და სანდერლენდს შეუძლიათ ასტონ ვილას აჯობონ და ევრობის ლიგაზე მოხვდნენ...









ავტორი: koka999   (2 სექტემბერი 2010 12:28)
#14

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 4521

რეგ.დრო: 27.12.2009

avtor shen ra gitxari raa!!!
:D:D:D:D:D:D:D:D:D
gitxari vegar vkitxulob did statiebstqo da moayare da moayare raa!!!
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D





ავტორი: markeza   (3 სექტემბერი 2010 00:01)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 2839

რეგ.დრო: 28.12.2009

sagol





ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.