როცა აგვისტოს დასაწყისში სერ ალექს ფერგიუსონმა ხელი ჩამოართვა ყოფილ უსახლკარო ბებეს, ყველას გაუკვირდა, რატომ ღირდა ბებე ამდენიი პასუხად კი გაკვირვებულმა ხალხმა ის მიიღო, რომ ბებემ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა... გამოდის, რომ სერ ალექსს წესიერად არც კი უნახავს ბებეს თამაში. ამის შემდეგ რამოდენიმე ხანში "ეშტრელის" მწვრთნელმა, ჟორჟე პაიშაუმ ბრიტანულ გაზეთებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ წელს ცდილობდა გაეყიდა ბებე 150 ათასად! თუმცა ის არავინ იყიდა... შემდეგ კი ბებე გადავიდა "ვიტორია გიმარაელში". "წინა სეზონში ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა ფული, თანაც სასწრაფოდ, და ყველას ვეუბნებოდით, რომ გადაეხადათ 150 ათასი და ბებე იმ კლუბში აღმოჩნდებოდა მაგრამ ის არავინ იყიდა, რადგან არ იცოდნენ, თუ ვინ იყო"- განაცხადა პაიშაუმ. ბებემ "ეშტრელი" იმიტომ დატოვა, რომ მათ ვერ შეძლეს მისთვეი ფულის გადახდა, ხოლო როცა ის "ვიტორია გიმარაელში", კონტრაქტში იყო ერთერთი პუნქტი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ბებეს გაყიდვის მინიმალური თანხა 9 მილიონი იყო. ცნობისთვის - "ეშტრელში" ბებემ მთელი წლის განმავლობაში 12 ათასი მიიღო. სწორედ ამდენს უხდიან მას მანჩესტერში ოღონდ კვირაში... გონსალო რელსმა, ბებეს აგენტმა განაცხადა, რომ "იუნაიტედს" მართლაც შეეძლო ბებეს 150 ათასად შეძენა თუმცა მათ დააგვიანეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტებს რომ ბებე ადრე აღმოეჩინათ, მას ძალიან იაფად იყიდიდნენ, მაგრამ მათ დააგვიანეს და "მანჩესტერმა", რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 5 900 პროცენტით ზედმეტი გადაიხადა" დასძინა აგენტმა და ისიც თქვა, რომ "ვიტორიისგან" ბევრის სწავლა შეიძლება...