
"ინგლისის პრემიერლიგაში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდა, როგორც მოგეხსენებათ ამ უქმეებზე სანაკრებო ბატალიები იწყება, უფრო სწორედ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები, სადაც თავის შეხვედრას ინგლისის ეროვნული გუნდიც ჩაატარებს, ასე რომ საკლუბო გუნდებს ამ უქმეებზე დასვენება უწევთ, სამაგიეროდ იქითა შაბათ-კვირას უკვე კლუბები ითამაშებენ, მითუმეტეს რომ როგორც მოგეხსენებათ უკვე ოფიციალურად დაიხურა სატრანსფერო ბაზარი და კლუბებს უკვე იმ შემადგენლობაზე დაყრდნობა მოუწევთ, რომელიც ახლა მათ გააჩნიათ, მათ შორის გახლავთ "მანჩესტერ იუნაიტედიც", გუნდი რომელმაც სხვა კლუბების მსგავსად უკვე გამოაქვეყნა 25 ფეხბურთელის სია, რომლებიც პრემიერლიგაში ითამაშებენ, თუმცა გარდა ამ 25 ფეხბურთელისა, არის კიდევ ექვსი მოთამაშე, რომელთა ასაკიც 21 წლის ქვემოთაა, შესაბამისად მათი თამაში ფერგიუსონს განაცხადში შეყვანის გარეშედაც შეუძლია, ასე რომ "იუნაიტედმა" შემადგენლობა დაასახელა და ახლა სრული მზადყოფნით გამოვა თითოეულ შეხვედრაში, პირველი მატჩი კი შესვენების შემდეგ "ალისფერ ეშმაკებს" სტუმრად უწევთ "ევერტონის" წინააღმდეგ, გუნდის, რომელმაც წინა სეზონში ამ სტადიონზე 3:1 დაამარცხა "იუნაიტედი", ასე რომ "ეშმაკებს" რევანშის აღება მართებთ, თუმცა შეძლებენ თუ არა ამას გამოჩნდება.თავის დროზე ასეთი რევანშის აღება მართებდათ მანჩესტერელებს ლონდონში "ფულჰემის" წინააღმდეგ, თუმცა როგორც დასრულდა ყველაფერი ეს ყველამ კარგად ვიხილეთ, 2:2 და "იუნაიტედმა" პირველი ქულები დაკარგა, თანაც სტუმრად ამ გუნდს ამ სეზონში ჯერჯერობით არ მოუგია, "ფულჰემთან" ერთი ფრე აქვს ნათამაშები, ახლა კი მეორე შეხვედრას "ევერტონთან" ატარებს, საკმაოდ რთული შეხვედრები აქვთ როგორც ხედავთ "ეშმაკებს" სტუმრად საწყის ტურებში, ეს ის ორი გუნდია, რომელთანაც წინა სეზონში ქულები დაკარგეს მათსავე სტადიონზე, ამჯერად "ფულჰემთან" ეს განმეორდა, რა იქნება "ევერტონთან" ამას ვნახავთ, თუმცა ის რომ მანჩესტერელებს სიურპრიზები აღარ ჭირდებათ, ეს ფაქტია, რადგან თუნდაც "ევერტონთან" ერთი ფეხის დაცდენა და "ჩელსი" მზადაა მას ოთხი ან ხუთი ქულით გადაასწროს, მაშინ კი როდესაც "ჩელსის" ასე უშვებ წინ მისი დაწევა ყოველთის ურთულესი საქმე ხდება, შესაბამისად მანჩესტერელებს აუცილებლად მოსაგები მატჩი აქვთ, თუმცა...პრობლემა ისაა რომ ლივერპულელებიც ამავეს აცხადებენ და ამ მატჩისთის უკვე ორი კვირით ადრე ემზადებიან, როგორც ჩანს 'ევერტონი" კიდევ ერთხელ ემზადება "იუნაიტედის" დასამარცხებლად, თუმცა ახლა გაცილებით ძლიერი "იუნაიტედი" გამოვა მათ წინააღმდეგ, საქმე იმაშია რომ მანჩესტერელებს ტრამვირებული ფეხბურთელები თითქმის სრული უმრავლესობით დაუბრუნდნენ.
ამ შემთხვევაში ოლივეირა ანდერსონსა და რიო ფერდინანდს ვგულისხმობთ, რომლებიც ახლა სარეზერვო გუნდში ატარებენ მატჩებს და "ევერტონის" წინააღმდეგ 100 პროცენტით მზად იქნებიან, ასე რომ "იუნაიტედის" ტრამვირებულთა სიაში ერთადერთი ფეხბურთელი რჩება: ოუენ ჰარგრივსი, რომელიც სერ ალექსმა უკვე შეიყვანა განაცხადში, თუმცა ოუენი მოედანს ზამთრამდე, ანუ მეორე წრემდე ვერ დაუბრუნდება, ამას ქომაგები უკვე შეეგუვნენ, ასე რომ "ევერტონის" წინააღმდეგ, თუ ჰარგრივსს არ ჩავთვლით გუნდი უძლიერესი შემადგენლობით გამოვა, ყველაზე აღსანიშნავი კი დაცვის ცენტრში რიო ფერდინანდის დაბრუნება იქნება, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევა ჯერჯერობით მოწოდების სიმაღლეზეა ამ სეზონში, აი რაც შეეხება დაცვას მათ ჩატარებულ ოთხ მატჩში სამი გოლის გაშვება მოასწრეს და კარი მშრალად მხოლოდ ორ შეხვედრაში შეინახეს, რაც არცთუ კარგი მონაცემებია, რიო ფერდინანდის დაბრუნება ამადაცაა მნიშვნელოვანი, სხვათაშორის "ევერტონთან" კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდება - გუნდს მოედანზე ახალი კაპიტანი გაიყვანს - ნემანია ვიდიჩი, რომელმაც ეს პატივი გარი ნევილისგან გადაიბარა, ასე რომ "ევერტონთან" დაცვის დუეტი რიო-ვიდა ბრუნდება, თანაც უფრო ტავდაჯერებული: ვიდიჩი ხომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი კაპიტანია, ამით ის ამ გუნდის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.სამაგიეროდ ეს ყველაზე ნაკლებად ლივერპულელ ფეხბურთელებს აინტერესებთ და როგორც თავად აცხადებენ ეს მათი "ცხოვრების მატჩია", მატჩი სადაც უნდა გაიმარჯვონ, პრინციპში ასეთი საუბრები გასაკვირი უკვე აღარცაა, რადგან ყველა გუნდი ცდილობს გრანდების და მათ შორის განსაკუთრებულად "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას, "ევერტონიც" გამონაკლისი არაა, მითუმეტეს რომ ამ გუნდმა სეზონი აშკარად არადამაჯერებლად დაიწყო, ისინი გასავარდ ზონაში არიან და ჯერჯერობით მოგება არ გააჩნიათ, მხოლოდ ერთი გოლი აქვთ გატანილი და სამი მიღებული, ეს სამი ტურის შემდეგ, როგორც ხედავთ გუნდის შეტევა არადამაჯერებელია, ფერდინანდის დაბრუნების შემდეგ კი ნაკლები შანსია ლივერპულელებმა "იუნაიტედის" დაცვას რაიმე პრობლემები შექუმნან, სამაგიეროდ "იუნაიტედს" გოლის გატანა ძალიან უნდა გაუჭირდეს, საქმე იმაშია რომ მართალია "ევერტონი" ერთი გატანილი გოლით, რამდენიმე სხვა გუნდთან ერთად ბოლო ადგილზე იმყოფება შედეგიანობის მიხედვით, თუმცა სულ რაღაც სამი გოლი აქვს გაშვებული და ამ მხრივ ერთ-ერთ მოაწინავე პოზიციაზეა, სხვათაშორის "ეშმაკებს" სამ მატჩში ორი გოლი აქვთ გაშვებული, როგორც ამჩნევთ დიდი განსხვავება ნამდვილად არაა, ასე რომ "ევერტონთან" "იუნაიტედის" მთავარი საზრუნავი გოლის გატანა და არა კარის უსაფრთხოება უნდა იყოს. ასე თუ ისე "ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსად განსაკუთრებით ემზადება, ცალკე საუბრის თემაა ფრანგი ფორვარდის ლუის საჰას დაპირისპირება თავის ყოფილ კლუბთან, მის გარდა "იუნაიტედის" მაისური მეკარე ტომ ჰოვარდს და ამ გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს და კაპიტანს - ფილ ნევილს ცმიათ, ასე რომ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გამოდის და მათ "იუნაიტედის" სისუსტეები იციან, სამაგიეროდ თავის დროზე "იუნაიტედის" მთავარი ვარსკვლავი უეინ რუნი სწორედ აქედან გადავიდა მანჩესტერში, ასე რომ ეს ერთგვარად "ნოსტალგიის მატჩია" ფეხბურთელები თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, სხვათაშორის "ევერტონის" მწვრთნელი დევიდ მოიესი სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "იუნაიტედის" მთავარი მწვფრთნელი პოსტზე განიხილება, მოკლედ ამ ორ გუნდს შორის ბევრი კავშირია, არ დაგვავიწყდეს რომ ამ ზაფხულში "იუნაიტედს" "ევერტონის" ნახევარმცველი - მიკაელ არტეტას შეძენა სურდა, თუმცა ეს უკანასკნელი "ევერტონში" დარჩა და ამ შეხვედრის შესახებ საკუთარი აზრიც გამოთქვა, სტატიას სწორედ მისი განცხადებით დავასრულებთ: "ეს უმნიშვნელოვანესი მატჩია, გუნდმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და თუ "იუნაიტედი" შინ დავამარცხეთ, ეს გარდამტეხი მომენტი იქნება, ამდენი ქულების დაკარგვა არ შეიძლება, ჩვენი მიზანი მინიმუმ ევროტურნირების ზონაში მოხვედრაა, მაქსიმუმი კი ალბათ საუკეთესო ოთხეულში შესვლა, ამისთვის კი თითოეულ თამაშში ბრძოლაა საჭირო, "იუნაიტედთან" კი განსაკუთრებით, რადგან მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს აუცილებლად მოსაგები მატჩია ჩვენთვის და უნდა მოვიგოთ".
წყარო: The Football.co.uk