
თანამედროვე ფეხბურთში, ნებისმიერ გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვთ გუნდისთვის, მათ შორის არიან გუნდის ლიდერი და...გუნდის კაპიტანი! დიახ, კაპიტანს ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ის მოედანზე გუნდის წინამძღოლია, თუ მოედნის გარეთ გუნდს ერთი მწვრთნელი ჰყავს, ხშირად მოედანზე მწვრთნელის საქმეს გუნდის კაპიტანი ასრულებს, თუმცა კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაცაა, კაპიტნის თვისებები კი ყველა ფეხბურთელს ნამდვილად არ აქვს, ისე როგორც ლიდერს ვერ დანიშნავს მწვრთნელი, ეს ეხება კაპიტანსაც, მართალია საბოლოო ჯამში კაპიტანს ოფიციალურად სწორედ მწვრთნელი ნიშნავს, თუმცა მწვრთნელი მაინც იმ თისებებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამათუიმ ფეხბურთელს გააჩნია და სწორედ ამის მიხედვით ირჩევს კაპიტანს, ნებისმიერ გუნდში გუნდის კაპიტნობა მართლაც დიდი პატივია და რა გასაკვირია რომ კაპიტნის მნიშვნელობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ - "მანჩესტერ იუნაიტედშიც" მშვენივრად იციან, ამ კლუბს უდიდესი ისტორია აქვს კაპიტნების განხრივ, არაერთი ცნობილი და დიდებული ფეხბურთელი იყო ამ გუნდის წინამძღოლი მოედანზე, ამჯერად მათ სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა, ეს სერბი ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩია.როგორც მოგეხსენებათ ამ სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდად არ იყო იყო აქტიური, მათ მხოლოდ სამი, ახალგაზრდა იმედისმომცემი ფეხბურთელი შეიძინეს, ჯამში კი 30 მილიონი დახარჯეს, მასზე მეტი თანხა გაცილებით დაბალი დონის გუნდებმა გაიღეს, თუმცა "იუნაიტედმა" ამ სატრანსფერო ბაზარზე თავის მთავარ საწადელს მაინც მიაღწია, ვგულისხმობთ გუნდში სერბი ცენტრალური მცველის - ნემანია ვიდიჩის დატოვებას, ეს გუნდისთვის მართლაც რომ დიდი მიღწევა იყო, რადგან ვიდიჩისა და ფერდინანდის ცენტრალური დაცვის წყვილი უკვე მთელს მსოფლიოში განთქმულია, ვიდიჩი კი ამ წყვილში თუნდაც, მეორეხარისხოვან ფეხბურთელად ნამდვილად არ მიიჩნევა, ანუ "იუნაიტედმა" პირველ რიგში იმ შემადგენლობის შენარჩჲნებაზე იზრუნა რაც ახლა მას გააჩნია, ვიდიჩი კი შესანარჩუნებელ ფეხბურთელთა სიაში პირველი ეწერა, აი სერბი დარჩა და კიდევ გაახანგრძლივა კონტრაქტი თავის გუნდთან, თუმცა როგორც ჩანს იგი ამით გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. საერთოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" უკანასკნელი ხანები ხშირად იყო საუბრები თუ რომელი ფეხბურთელი გამოიყვანდა გუნდს კაპიტნის სამკლავურით მოედანზე, საქმე იმაშია რომ გუნდის უკვე ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, მარჯვენა მცველის ადგილზე დაბრუნდა ჯონ ო'ში, რამაც ნევილს თამაშის შანსები მოუსპო.
შესაბამისად დაისვა კითხვა - ვინ უნდა იყოს კაპიტანი ნევილის არყოფნაში მოედანზეი ამისთვის არაერთი ვარიანტი განიხილა, საერთოდ როდესაც ნევილი არ იყო მაშინ მას ხან რიო ფერდინანდი და ხან რაიან გიგზი ცვლიდნენ, კაპიტნის კუთხით ვგულისხმობთ, ანუ გუნდის ვიცე-კაპიტნებად სწორედ ისინი ითვლებოდნენ, მაგრამ შემდეგ რიომ ტრამვა მიიღო, გიგზი კი ნევილის არ იყოს ასაკშია და ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ჩნდება, ყოველ შემთხვევაში ყოველ მატჩში მას გარანტირებულად ძირითადში თამაში არ აქვს, ანუ ფერგის ისეთი ფეხბურთელი ჭირდებოდა კაპიტნად რომელსაც ძირითადში თამაში გარანტირებული ჰქონდა, არც იმდენად ასაკში იყო და ისეთი რომელსაც ტრამვები ხშირად არ აწუხებდა, ასეთად გუნდს ორი ვარიანტი დარჩა - ფრანგი მცველი პატრის ევრა და მეორე სერბი ნემანია ვიდიჩი, თუმცა ევრამ რაც მოიმოქმედა საფრანგეთის ნაკრებში კაპიტნობის დროს ეს ყველამ დაინახა, შესაბამისად ფერგიმ კაპიტნობა სერბ ცენტრალურ მცველ - ნემანია ვიდიჩს უბოძა, ასე რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში შეიძლება ითქვას ცვლილება მოხდა და ახალი კაპიტნის ერრა დაიწყო, სხვა მანჩესტერელ კაპიტნებს სერბიც შეუერთდება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე რომ ვიდიჩი "იუნაიტედის" ისტორიაში პირველი სერბი კაპიტანია. ბევრი დავობს იმაზე თუ რამდენად შეეფერება ვიდიჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნობა, უნდა ითქვას რომ შეეფერება.თუნდაც იმიტომ შეეფერება რომ იგი მებრძოლი ფეხბურთელია, ეს ის ერთ-ერთჳ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა რომლითაც კაპიტანი სხვა თანაგუნდელებისგან უნდა გამოირჩეოდეს, ფაქტობრივად გუნდს მოედანზე ორი ლიდერი ჰყავს, ერთი რუნი და მეორე ვიდიჩი, რადგან კაპიტნობა თავისთავად ნიშნავს ლიდერობას, სწორედ იმიტომ რომ ნევილი ძირითადში ვეღარ ხვდებოდა და ხშირად ამ მეორე ლიდერის გარეშე იყო გუნდი, სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი კაპიტანი დაუნიშნა, სერბი დიდი ხანია აქ არის, შესანიშნავად იცნობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიასა და წარსულს, რაც მთავარია გუნდში დარჩენითა და კონტრაქტის გახანგრძლივებით მან გუნდს ერთგულება დაუმტკიცა რაც შესაძლოა ფერგისთვის გადამწყვეტი მომენტიც გამოდგა, ასე თუ ისე შემდეგ მატჩში "ევერტონის" წინააღმდეგ გუნდს სერბი გაიყვანს, თუმცა ეს მისთვის პირველი კაპიტნობა არ იქნება, აქამდე მას ხშირად გაუყვანია გუნდი, უბრალოდ ახლა პირველად მოხდება, როდესაც იგი ოფიციალურად გაიყვანს გუნდს როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი კაპიტანი, თავად სერბისთვისაც რომ ბევრს ნიშნავს ეს ნათელია, ამის შესახებ მან გუშინ ინგლისურ პრესასთან ისაუბრა, სტატიას სწორედ სერბის განცხადებით დავასრულებთ, სადაც იგი ძალიან ამაყად საუბრობს თავის მიღწევაზე: "ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევაა, იყო მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო კლუბის კაპიტანი ეს მართლაც რომ მიღწევაა, თუმცა მესმის რომ გარდა მიღწევისა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, თუმცა მე ამის არ მეშინია, არასდროს ვყოფილვარ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც პასუხისმგებლობას გაუბროდეს და რაღაცისგან დამალვას ცდილობდეს, ეს არაფერს ცვლის, უბრალოდ მე კიდევ უფრო დიდი ენერგიითა და მონდომებით ვითამაშებ, ვიცი რომ კაპიტნობა სხვა თისებებს მოითხოვს, ყველაზე მძიმე სიტუაციაში მე თანაგუნდელები უნდა გავამხნევო, თუ მწვრთნელი თვლის რომ მე ეს შემიძლია, ესე იგი ასეცაა, თუმცა ეს ისეთი გუნდია სადაც ნებისმიერ ფეხბურთელს სხვისი დახმარების იმედი აქვს და მეც ჩემი თანაგუნდელების მხარდაჭერის უდიდესი იმედი მაქვს. ყველამ შესანიშნავად იცის რომ გუნდის კაპიტნები: გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, პოლ სქოულზი და რაიან გიგზი არიან, ისინი ნამდვილი ლიდერები არიან მოედანზე და მის გარეთაც, რას აკეთებენ ისინიი შესაძლოა განსაკუთრებულს არაფერს, თუმცა ვიცით რომ ჩვენ შეგვიძლია გადამწყვეტ მომენტში მათი მხრიდან უდიდესი იმედი გვქონდეს, სწორედ მათ ევალებათ კაპიტნობა, უბრალოდ როდესაც ისინი არ იქნებიან მოედანზე მე შევეცდები გუნდი გავიყვანო და ღირსეული კაპიტნობა გავწიო, მე ამისთვის მზად ვარ". საინტერესოა რომ სარეზერვო გუნდში ითამაშა რიო ფერდინანდმა, ასე რომ სავარაუდოთ "ევერტონთან" ის თამაშს შეძლებს, ასე რომ მიუხედავად გუნდის ახალი კაპიტნისა, ვინ გაიყვანს "მანჩესტერ იუნაიტედს" მოედანზე ეს ჯერ ცნობილი არაა".
წყარო: The Mmail.Com