
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარლცველი ტომ კლევერლი რომელიც 2010/11 წლის სეზონს "უიგან ატლეტიკში" გაატარებს აცხადებს რომ 2011/12 წლის სეზონში ტომი "იუნაიტედის" სტარტული შემადგენლობაში ადგილისათვის იბრძოლებს.
თუ "DW სტადიონზე" კარგად იასპარეზებს მაშინ კლევერლი იანვარში "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება სადაც თავისი კარიერის ბოლო წლამდე ყოფნას აპირებს.
2009 წელს მან "ლესტერში" გაატარა ხოლო შემდეგ წელს უკვე "უოტფორდში" გამოდიოდა არენდის სახით.
"იუნაიტედის" ბოსი მზად იყო დაეტოვებინა კლევერლი გუნდში და მან თან წაიყვანა სახმრეთ ამერიკაში კლევერლი მაგრამ იმ ინიციატივით რომ მის პოზიციაზე ასევე კერიკი,გიბსონი,ანდერსონი და ჰარგრივზი თამაშობენ სერმა კლევერლის განათხოვრება გადაწყვიტა.
კლევერლი:"ეს სწორი გადაწყვეტილება იყო,სერ ალექსმა მე მითხრა რომ მას უნდოდა რომ გუნდში დავრჩენილიყავი უბრალოდ მან გამაფრთხილა რომ გუნდში ძალიან ბევრი ფეხბურთელია ჩემს პოზიციაზე და სჯობდა მე იჯარით რომელიმე კლუბში წავსულიყავი ეს კლუბი კი "უიგანი" აღმოჩნდა".
"ორი წელი მე სხვა კლუბებში იჯარით გამოვდიოდი და ამან მე ძალიან დამეხმარა.მე არ მინდა ჩემი პროგრესირება შევწყვიტო.მე არ მინდოდა ჩემთვის უკვე დაბალ რეზერვში მეთამაშა ამიტომ ვარჩიე კიდევ ერთი წელი იჯარით წავსულიყავი".
"მე მჯერა რომ კარგად ვიასპარეზებ "უიგანში" და შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგისათვის" ვიბრძოლებ ".
"მე სულ რამოდენიმე კვირა მჭირდება ბარქლაისში სათამაშოდ იმისათვის რომ ახალ საფეხურზე ავიდე.ვიმედოვნებ "უიგანს" ყველანაირად დავეხმარები."
"თუ მე კარგად ვიასპარეზებ "უიგანში" ამ 12 თვის განმავლობაში მაშინ შემეძლება ვიბრძოლო "იუნაიტედის" პირველ გუნდში მოხვედრისათვის!"