ავტორი: Lasha_Manchester   3-09-2010, 03:54   ნანახია: 364 [ 22 ]
  
ფლეტჩერის პირობა


"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ახალი სეზონი დაიწყო და გუნდის ფეხბურთელებიც ამ სეზონს სრულად მომზადებულნი ხვდებიან, მათ შორის გახლავთ შოტლანდიელი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი, რომელმაც სეზონი მისი თანაგუნდელების არ იყოს, საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა როგორც ასევე მისი თანაგუნდელების სრული უმრავლესობა ლონდონის "ფულჰემთან" მანაც არცთუ მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა, ამის მიუხედავად დარენი არავის გაუკრიტიკებია, რადგან წინა სეზონში მის მიერ ჩატარებული არაერთი ბრწყინვალე მატჩი ახსოვთ, ამ სეზონშიც, ფლეტჩერი გარდა "ფულჰემისა" მოწოდების სიმაღლეზეა, თუმცა არის ერთი რაღაც რის გამოც ფლეტჩერს ხშირად აკრიტიკებენ და მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებიც, კერძოდ იმას რომ დარენი სულ სხვანაირად თამაშობს ნაკრებში და სულ სხვანაირად კლუბში, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ იმას რომ თითქოს ის კლუბში არ ინდომებს, უბრალოდ შოტლანდიის ნაკრებში ფლეტჩერს გაცილებით მეტი გოლი გააქვს და წინაც უფრო წარმატებით თამაშობს ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედში", სწორედ ეს უკვირთ ამ გუნდის ქომაგებს, წინა სეზონში ფლეტჩერმა "იუნაიტედის" შემადგენლობაში რამდენიმე გოლი შეაგდო, მათ შორის კი მისი სეზონის მატჩი "მანჩესტერ სიტისთან" 4:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა, როდესაც დუბლი შეასრულა და კიდევ უნდა გავიხსენოთ მისი გოლი "ევერტონის" წინააღმდეგ.

შესაძლოა "იუნაიტედის" ზოგიერთ ქომაგს გაუკვირდა მაშინ შოტლანდიელის გოლები, თუმცა ვისაც ამ ფეხბურთელის თამაში შოტლანდიის ეროვნულ გუნდში უნახავს იტყვის რომ იქ ფლეტჩერი ძალიან ხშირად უტევს, გოლებიც გააქვს და ხშირად ლიდერობასაც იღებს საკუთარ თავზე, უფრო სწორედ არის კიდევაც შოტლანდიის ნაკრების ლიდერი, კრიტიკოსები მას "მანჩესტერ იუნაიტედშიც" ასე თამაშს თხოვენ, თუმცა ერთია კლუბი და მაორე ნაკრები, უფრო სწორედ ნათლად ჩანს ის რომ ფერგიუსონს ფლეტჩერი სულ სხვა ამოცანების გადასწაყვეტად ჭირდება, არა გოლების გასატანად, არამედ მოედნის ცენტრში მეტოქეების შეტევების ჩასაშლელად, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფლეტჩერმა ფლანგურ ნახევარმცველად ითამაშა, მაგრამ ეს იმაზე გათლით რომ მოედნის ცენტრში კიდევ ერთჳ ფეხბურთელი დამატებულიყო და საჭიროების შემთხვევაში დარენს ფლანგიდან ცენტრში გადაენაცვლა, სერ ალექს ფერგიუსონს თავისი ტაქტიკა და მონახაზი აქვს, ხშირად კი ცდილობს რომ ფეხბურთელები მოარგოს ამ განლაგებას და ტაქტიკას, რაღა ფლეტჩერის მიმართ ექსპერიმენტებია გასაკვირია, მაშინ როდესაც ზუსტად ამ ექსპერიმენტების და ტაქტიკური მონახაზების მსხვერპლი შეიქნა ბრაზილიელი ოლივეირა ანდერსონი, მოთამაშე რომელიც "პორტოში" ბომბარდირი იყო, ახლა კი მხოლოდ ერთჳ გოლი აქვს გატანილი.

ამას გარდა გავიხსენოთ დიმიტარ ბერბატოვის უკანდაწეული თამაში, არადა ეს ბულგარელის საქმე არაა, თუმცა რადგან სერ ალექსს უყვარს უკანდაწეული ფორვარდები ბულგარელიც იძულებულია ასე ითამაშოს, ყოველ შემთხვევაში ამ სეზონამდე ასე იყო, ფლეტჩერს კი სერ ალექს ფერგიუსონის მხრიდან წინ წასვლა და შეტევაში თამაში არ ევალება, არადა ის რომ დარენს ამის რესურსი გააჩია ეს აშკარად ჩანს, თუნდაც იმ გოლებით რაც მას გააქვს, "სიტისთან", "ევერტონთან", თუნდაც რამდენიმე სეზონის წინ მისი დაუვიწყარი გოლი "ჩელსისთნ" ამით იმის თქმა გვსურს რომ ხშირად დარენს გადამწყვეტ და ყველაზე რთულ მატჩებში შეუძლია გატანა, ამას ხომ იგი ყოველთვის აკეთებს შოტლანდიის ეროვნულ გუნდში, იქ რომ ვთქვათ რომ უმაღლესი დონის ფორვარდები არიან არ ვიქნებით მართალი, "იუნაიტედს" კი ისეთი ფორვარდი ჰყავს როგორიც თუნდაც უეინ რუნია, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, შესაბამისად ფლეტჩერის წინ წასვლა და გოლებზე ზრუნვა მისი საქმე არაა, ფერგიუსონი ამას არ ავალებს, თუმცა კი კრიტიკოსები ხშირად ამტყუნებენ ამის გამო თავად ფეხბურთელს, როგორც ჩანს ფლეტჩერმა მოინდომა რომ მათთვის პასუხი გაეცა და როგორც მან გუშინ ინგლისურ პრესას განუცხადა, იგი ამ სეზონში თავისი თამაშით ყველა კრიტიკოსს სამუდამოდ დაადუმებს.

"ვიცი რომ მე ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო რომ კლუბში ნაკრების მსგავსი შედეგიანობით ვერ ვთამაშობ, თუმცა მინდა კრიტიკოსებს ვუთხრა რომ კლუბი და ნაკრები - ეს ორი სხვა განზომილებაა და ორივე მათგანი სხვადასხვა რამეს მოითხოვს, ამ სეზონში თქვენ გაცილებით უკეთესს დარენ ფლეტჩერს იხილავთ ვიდრე ადრე ნახულობდით, მჯერა რომ ეს ჩემი სეზონი იქნება, თუმცა პირველ რიგში მინდა რომ გუნდური წარმატება მივაღწიოთ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედში", ისე შოტლანდიის ეროვნულ გუნდში, მე შემიძლია ორივეგან უმაღლეს დონეზე თამაში და ეს არაერთხელ დამიმტკიცებია, ასე იქნება ამ სეზონშიც, რაც მთავარია მე იდეალურ თანაგუნდელებთან ვარ, როგორც ნაკრებში ისე კლუბში და მათთან ერთად თამაში ადვილია, რა თქმა უნდა ტიტულების მოგების შანსი კლუბთან ერთად უფრო მაქვს, თუმცა ყველანაირად ვეცდები რომ შოტლანდიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანო, რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", იქ ისე ვითამაშებ როგორც ამას მწვრთნელი მომთხოვს და ამიხსნის თუ რა ჭირდება ჩემგან, თუმცა როგორც გითხარით მინდა რომ კრიტიკოსები ჩემი თამაშით დავადუმო, მჯერა რომ ამის მიღწევა შემიძლია, ყოველთვის ბევრ ვშრომობდი რომ წარმატებისთვის მიმეღწია, ყველაფერი რაც გამაჩნია დაუღალავი შრომით და ასეც გავაგრძელებ, ამ სეზონში მე როგორც პირადი, ისე გუნდური საუკეთესო შედეგებიც ჩვენება მინდა".

როგორც ხედავთ დარენმა საკმაოდ სერიოზულად ისაუბრა როგორც კლუბის, ისე ნაკრების გეგმებზე, პრინციპში არცთუ უსაფუძვლოდ, შეგახსენებთ რომ ახლა ორკვირიანი პაუზაა გამოცხადებული, ამ უქმეებზე სანაკრებო მატჩები გაიმართება, მათ შორის სანაკრებო სეზონს ხსნის შოტლანდიის ეროვნული გუნდიც, ამის შემდეგ კი შოტლანდიელს ინგლისში დაბრუნება მოუწევს და "ევერტონის" წინააღმდეგ მომზადება, შეგახსენებთ რომ შემდეგი თამაში "ალისფერ ეშმაკებს" ძალიან რთული ელით - სტუმრად "ევერტონთან", ეს რომ უმძიმესი შეხვედრა იქნება, ამაში წინა სეზონშიც დარწმუნდნენ "ეშმაკები" - 1:3 წააგეს და თანაც მას შემდეგ რაც 1:0 იგებდნენ ბერბატოვის გოლით, თანაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სეზონში სტუმრად თამაში მოგებული არ აქვს, ერთადერთი მატჩი მათ სტუმრად "ფულჰემთან" გამართეს და 2:2 ითამაშეს, "ჩელსისთან" სუპერთასზე კი ნეიტრალურ არენაზე ჩატარდა, სადაც 3:1 იმარჯვეს, დანარჩენი ორი მატჩი კი მათ "ოლდ ტრაფორდზე" შესაბამისად "ნიუკასლთან" და "ვესტ ჰემთან" ერთნაირი ანგარიშით - 3:0 გაიმარჯვეს, ასე რომ ფლეტჩერის წარმატებული თამაში გუნდს "ევერტონთან" ნამდვილად დაჭირდება, რა თქმა უნდა ფერგიუსონის გადასაწყვეტია თუ როგორ ათამაშებს ფლეტჩერს, თუმცა მიუხედავად კრიტიკოსების მოთხოვნისა ძალიან მცირე ალბათობა არსებობს იმის რომ ფლეტჩერმა ისეთივე შემტევი ფეხბურთი ითამაშოს კლუბში, როგორც ამას ნაკრებში აკეთებს, ამის მიუხედავად ფლეტჩერი კლუბში თავის საქმეს იდეალურად აკეთებს და როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და მისი მთავარი მწვრთნბელი სერ ალექს ფერგიუსონისთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი".


წყარო: The DailyExpress

ავტორი: Lasha_Manchester   (3 სექტემბერი 2010 04:02)
#1

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

არასდროს მიფიქრია ნეტავ ფლეტჩერი რატო ბევრ გოლს არ იტანსო... belay ამან თავისი საქმე აკეთოს და გოლების მანქანა სხვა არის გუნდში - უეინ რუნი!!!









ავტორი: love_mancunia   (3 სექტემბერი 2010 04:10)
#2

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 315

კომენტარები: 2800

რეგ.დრო: 6.01.2010

manchesteri awyobili saatia aq yvela tavis saqmes aketebs fergis moundabe da fletchers karshi chaayenebs da veravin gaakritikebs. fergi mefea da chven misi monebi









ავტორი: Lasha_Manchester   (3 სექტემბერი 2010 04:17)
#3

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

love_mancunia,

wink am აი ეს მესმის! საღოოოლ!









ავტორი: ARTist   (3 სექტემბერი 2010 04:21)
#4

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 400

კომენტარები: 6346

რეგ.დრო: 8.04.2010

love_mancunia შენი გრანდიოზული სიხლე სადააი wink









ავტორი: Homer   (3 სექტემბერი 2010 04:22)
#5

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 533

კომენტარები: 1650

რეგ.დრო: 21.12.2009

love_mancunia
+7965 am









ავტორი: love_mancunia   (3 სექტემბერი 2010 04:37)
#6

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 315

კომენტარები: 2800

რეგ.დრო: 6.01.2010

nani_gol,
ici ramdeni vwere? kidev kompiutershi maqvs shevagde saitze da 10 %ic ki ar daetia da nawilebad dayofistvis menaneba 10 dge vwvalobdi









ავტორი: Lasha_Manchester   (3 სექტემბერი 2010 04:59)
#7

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

love_mancunia

wink დადე ადამიანო სხვადასხვა ნაწილებად ეგრე ვერავინ ნახავს შენს ნამუშევარს :)









ავტორი: Acho   (3 სექტემბერი 2010 05:05)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 9

კომენტარები: 988

რეგ.დრო: 23.05.2010

love_mancunia,
ეხა დასვენებები მაქ და რო დადებ მითხარი 3 თვე მეცლება და იქითა წლისთვის შევინახავ დანარჩენს









ავტორი: ARTist   (3 სექტემბერი 2010 05:11)
#9

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 400

კომენტარები: 6346

რეგ.დრო: 8.04.2010

love_mancunia აბა ამდენი ნაწვალები წყალში უნდა გადაყარო ? რაღაცა გზა უნდა არსებობდეს იქნება რამენაერათ ჩაეტიოს

love_mancunia ან კიდე დადე 10 სიახლე ყველა ერთ დღეს დადე და 10ივეს აგიპინავთ და ერთი დღეს საიტის მთლიანი გვერდი შენ დაგეთმობა ან რაღაც მასეთი რააა









ავტორი: love_mancunia   (3 სექტემბერი 2010 05:32)
#10

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 315

კომენტარები: 2800

რეგ.დრო: 6.01.2010

nani_gol,
oo mshvenieria :)) kai mashin dges gamit davdeb ra :))









ავტორი: zaali87   (3 სექტემბერი 2010 05:56)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 5

კომენტარები: 227

რეგ.დრო: 10.05.2010

ჩემი აზრით მანჩესტერშI დღესდღეობით სუფთა ჩამშლელი ფეხბურტელი არ თამაშობს ! შეიძLება ფლეთჩერი ართმევაშI კარგია მარა ჩამშლელი არაა ... მას შემდეგ რაც კლუბიდან როი კინი წავიდა გუნდს ჩამშლელი არ ყოლია, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ბრვრსუთამაშია მას შემდეგ თუმცა 100% კარგად ითამაშოაო ვეცერთზე ვერ ვიტყვით! დღედღეობით მანჩეში ჩამშლელად თამაშს ცდილობენ სქოულზი (რომელიც გუნდის თამაშის წარმართვას უფრო აზერზებს ვიდრე ჩამშლელად თამაშს !) ფლეთჩერი (მოთამაშე რომელიც ხშირად თავდამსხმელებზე წინაა არ შეიძLება ჩამშLელად ჩაითვალოს !) კერიკი (მოთამაშე რომელსაც უმეტესობა ჩამშლელად თვლის თუმცა მისი თამაშის სტილი საერთოდ არ შეეფერება მაგ პოზიციას და ფერგიც არც თუ ხშირად ცდილობს მის საყრდენ ნახევარმცველად დაყენებას !) ანდერსონი (სტატიაში ნათქვამისა არ იყოს პორტოში ბობმარდირი იყო და როგორ შეიძLება მსგავს კაცს ჩამშლელი უწოდო ?) ჰარგრივზი (ფეხბურთელი რომლის თამაშიც მანჩესტერში ჯერ არავის უნახია ... recourse ) გიბსონი (ამ ფეღბურთელის პოზიცია ჯერ ვერ გავარკვიე, ხან ისე თამაშობს რომ საუკეესო ჩამშLელი მგონია ხან კიდე მოედანზე მეცოდება ხოლმე ! თუმცა იმედია 23 წელიწადში მის ძალას ვხილავთ ...)









ავტორი: Lasha_Manchester   (3 სექტემბერი 2010 05:58)
#12

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

nani_gol
love_mancunia

მისმინეთ დღეში საიტზე 10 სიახლეზე მეტი მგონი მაინც არ იდება ხოდა ამ კაცს ასე უწვალია ეს უდავოდ დასაფასებელია ხოდა დადოს 10 სიახლე და ყველა ავპინოთ და იმ დღეს იქნებ სიახლეების დადება ავკრძალოთ მაინც მთელ პირველ გვერდს ეს 10 სიახლე დაიკავებს და ხალხმა წაიკითხოს თანაც დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება ასე რომ ეგ გზა დაგვრჩა ერთი დღე მარტო მაგ გრანდიოზულ სიახლეს დავუთმოთ ბოლოს და ბოლოს მაგხელა სიახლე ინგლისურ საიტებზე არ იდება და ყველამ უნდა მოვახერხოთ როგორმე რომ ამ კაცს ნამუშევარი წყალში არ ჩაეყაროს...









ავტორი: ARTist   (3 სექტემბერი 2010 06:08)
#13

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 400

კომენტარები: 6346

რეგ.დრო: 8.04.2010

[D][B][9] აბა მე რა ვთქი ? wink მოკლედ დავიფასოთ რა ამ კაცს შრომა დადოს 10 სიხლეთ და ათივე ავპიონოთ და ვისამოვნოთ love_mancunia სიახლეებით









ავტორი: tornike.iva   (3 სექტემბერი 2010 06:20)
#14

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 37

კომენტარები: 2057

რეგ.დრო: 14.01.2010

ფლეთჩერს რაც ევალება მანიუში იმას მშვენივრად აკეთებს...









ავტორი: love_mancunia   (3 სექტემბერი 2010 06:21)
#15

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 315

კომენტარები: 2800

რეგ.დრო: 6.01.2010

gaixaret :)) dges gamit gavaketeb aucileblad









ავტორი: RED DEVILS   (3 სექტემბერი 2010 07:19)
#16

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 94

კომენტარები: 6278

რეგ.დრო: 23.12.2009

love_mancunia,

10 დღე ამზადებდი სიახლესი ვეფხისტყაოსანს გადავწერ 1 კვირაში lol ძაან დამაინტერესდა რაზეა და ვიზეა wink ამაღამ არ ვიძინებ შენ სტატიას ვუსატკავებ lol









ავტორი: qobuletski fan   (3 სექტემბერი 2010 07:20)
#17

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 98

კომენტარები: 753

რეგ.დრო: 24.07.2010

[D][B][9],
getanxmebi dzma taan dzalian mainterebs!









ავტორი: Qaja   (3 სექტემბერი 2010 10:07)
#18

ჯგუფი: Footballer

სიახლეები: 0

კომენტარები: 872

რეგ.დრო: 26.01.2010

ფლეჩი მიყვარს love მანჩესტერის გულია !









ავტორი: iLoBeridze   (3 სექტემბერი 2010 11:30)
#19

ჯგუფი: User

სიახლეები: 13

კომენტარები: 723

რეგ.დრო: 30.01.2010

love_mancunia,
აბა შენ იცი! smile









ავტორი: ...RooNeY...FaN...   (3 სექტემბერი 2010 12:09)
#20

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 255

კომენტარები: 4374

რეგ.დრო: 20.12.2009

საღოლ კაი სტატიებს წერ :)









ავტორი: koka999   (3 სექტემბერი 2010 12:25)
#21

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 4521

რეგ.დრო: 27.12.2009

sg avtor, rogorc yoveltvis dzaan magari statiaa!!!
am kacs liderebtan golebi gaaq xshirad da magitom mevaseba dzaan!!!




ავტორი: "ManUnited Fan"   (3 სექტემბერი 2010 23:15)
#22

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 632

რეგ.დრო: 4.08.2010

me am kacis tamashit sruliad kmayofili var





ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.