ავტორი: Lasha_Manchester   6-09-2010, 02:38   ნანახია: 453 [ 23 ]
  
რუნი კვლავაც მოდაშია!


"როგორც იცით, ამ უქმეებზე დაიწყო და გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების პირველი ტური, მათ შორის ძალიან ბევრი საინტერესო მატჩი ვიხილეთ, თუმცა მათ შორის გამორჩეული ინგლისის ნაკრების გამარჯვება გახლდათ ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან - 4:0, ამ შეხვედრაში ინგლისელთა მხრიდან სამი გოლი ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდმა ჯერმეინ დეფომ გაიტანა, თუმცა მატჩის შემდეგ დაწყებული მწვრთნელებიდან, დამთავრებული ფეხბურთელებით აბსოლუტურად სხვა მოთამაშის შექებით იყვნენ დაკავებულნი, საერთოდ თუ ინგლისურ პრესას გადავხედავთ, მაშინვე შევნიშნავთ რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ფორვარდის - უეინ რუნის გარშემო ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, თუმცა სასიამოვნო აჟიოტაჟი, როგორც ზემოთ გითხარით როგორც მწვრთნელები, ისე თანაგუნდელები რუნის შექებით არიან დაკავებულნი, თავად დეფომაც განაცხადა რომ მისი ეს გოლები რუნის დამსახურებაა, არადა უეინისთვის სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო და მას მხოლოდ ერთჳ გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში, ისიც კლუბის შემადგენლობაში პენალტით, თუმცა როგორც ჩანს ცუდი დროება წარსულს ჩაბარდა და რუნი როგორც ყოველთვის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, ყოველ შემთხვევაში მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატისა რუნი კვლავაც ინგლისის მთავარ იმედად რჩება.

პირველად არ ხდება ის რომ რუნის მიმართ განსაკუთრებულ თანადგომას ამჟღავნებენ, როგორც ჩანს ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ბოლოს და ბოლოს მისი კოლეგის - "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვები შეისმინა, რომელიც გამუდმებით იმას იმეორებდა რომ რუნის მიმართ ზეწოლა ძალიან დიდი იყო, სწორედ ამიტომ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში სერ ალექსი გამუდმებით თავისი უსაყვარლესი შეგირდის დაცვით იყო დაკავებული, სერ ალექსი მას მაშინაც იცავდა, როდესაც რუნის მთელი 13 თამაში არ ჰქონდა გოლი შეგდებული, კლუბის შემადგენლობაში რა თქმა უნდა, თუმცა იქ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩებიც ითლებოდა, ბოლოს რუნიმ ეს მშრალია სერია ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში დაარღვია როდესაც "ვესტ ჰემს" გაუტანა, მართალი ეს თამაშიდან არ გაუკეთებია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რუნი შესანიშნავი ფორვარდია, თუმცა მას როგორც ვარსკვლავების უმეტესობას გარკვეულ სირთულეებთან უწევდა ბრძოლა, ეს ჯერ კიდევ მისი ახალგაზრდული ასაკიდან დაიწყო, რუნის შესაძელბლობები თუნდაც "ევერტონში" ძალიან კარგად ჩანდა, თუმცა მას იქ სხვა პრობლემები ჰქონდა კერძოდ ის რომ ხშირად ნერვების მოთოკვას ვერ ახერხებდა, წლების მომატებასთან ერთად ეს ვითარება შეიცვალა.

ამაში კი დიდი წვრილი სწორედ სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვის, დღეს რუნი გაცილებით დაბრძენებული ფეხბურთელია და ეს თუნდაც ძალიან კარგად გამოჩნდა ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც რუნიმ არაერთ სიტუაციაში პასის გადაწოდება არჩია, ვიდრე თავად დაერტყა უფრო ცუდი პოზიციიდან, ადრინდელი რუნი ამას არაფრის დიდებით არ იზამდა, ალბათ სწორედ ამიტომაა რომ ინგლისის ნაკრებში მისი თანაგუნდელები და თვით ფაბიო კაპელოც კი აგერ უკვე ორი დღეა მისი ქებით არიან დაკავებულნი, სხვათაშორის რუნის გაუმჯობესებული თამაში კლუბშიც შეიმჩნევა, ის უფრო მეტად ზრუნავს თავის თანაგუნდელებზე და ხშირად საგოლე გადაცემის მიწოდებაზეც არ ამბობს უარს, საერთოდ რჩება შთაბეჭდილება რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დონ ფაბიომ სწორი დასკვნები გააკეთა, სერ ალექს ფერგიუსონს კი ეს დასკვნები გაცილებით ადრე ჰქონდა გაკეთებული - რუნის სწორად გამოყენებას ვგულისხმობთ, გასაგებია რომ უეინი სუპერვარსკვლავია, რომელსაც შეუძლია მარტომ მოიგოს მთელი რიგი მატჩებისა, მაგრამ ის რომ ყველაფერი რუნიზე იყოს დამოკიდებული და მისი თანაგუნდელები არაფერს აკეთებდნენ, ძალიან ცუდათ სრულდებოდა პირველ რიგში ინგლისის ნაკრებისთვის, ძალიან დიდი ხანია რაც ყოველი ჩემპიონატის წინ ინგლისელებს მხოლოდ რუნის იმედი აქვთ, სწორედ ამან დაღუპა ინგლისელები მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან იქ მთელი გუნდი უეინის იმედად იყო, ბულგარეთთან დარჩა შთაბეჭდილება რომ რუნის გვერდით მისი თანაგუნდელები იყვნენ.

რუნის მანერა თამაშისა, ის რომ ის ყველა პოზიციიდან ურტყამს შესაძლოა იმის ბრალიც იყო რომ მის უნარს - გაეკეთებინა მოედანზე ყველაფერი ხშირად უცდათ იყენებდნენ და მისგან მართლაც ყველაფრის შესრულებას ითხოვდნენ, ის რომ ეს არასწორია და შეუძლებელია ისეთი დონის გუნდები როგორიც თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედი" და ინგლისის ნაკრები არიან ერთ კაცზე იყვნენ დამოკიდებულნი პირველად სერ ალექს ფერგიუსონმა შენიშნა, ამიტომ მთელი წინა სეზონი იმას ცდილობდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე თამაშს შეეჩვია, ან უბრალოდ რუნის სხვანაირად გამოყენებას ცდილობდა, ისე რომ ის ხშირად მეპასის როლში ყოფილიყო და მისი გუნდის მეტოქეებისთვის ნაკლებად გასაშიფრი ყოფილიყო, რადგან დღეს ნებისმიერი მეტოქისთვის როდესაც მოედანზე რუნი გამოდის ხვდება რომ სწორედ უეინი უნდა შეაჩეროს და ამით თითქმის სრული საქმე გაკეთებული იქნება, სწორედ ამან დაღუპა როგორც გითხარით ინგლისის ნაკრები მუნდიალზე, სხვათაშორის წინა სეზონში ფერგის თავისი გეგმა არ გამოუვიდა, რადგან საკმარისი იყო რუნის ტრამვა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" აბსოლუტურად ვერაფერი ქნა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის თუ როგორ აუწყობენ თავად თანაგუნდელები მხარს უეინს, თუ ეს მოხდა მაშინ რუნის თამაშიც თავად გაცილებით ეფექტური და რაც მთავარია საკუთარი გუნდეისთვის უფრო ნაყოფიერი გახდება.

რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ რუნის ავტორიტეტი როგორც კლუბში, ისე ნაკრებში სულ ოდნავ მაინც შემცირდება, ეს არც იმას ნიშნავს რომ რუნის ბევრი გოლის გატანა არ დაევალება - მისი მისია უცვლელია რუნი როგორც კლუბში, ისე ნაკრებში ბომბარდირი უნდა იყოს, თუმცა მარტო რუნის იმედად ყოფნა რომ არ შეიძლება ამას ბოლოს ფაბიო კაპელოც მიხვდა, ზემოთ რუნის თანაგუნდელები ვახსენეთ, კლუბსა და ნაკრებში რუნის მეწყვილეები ჰყავს, პირნციპში ბევრი ფორვარდია როგორც ერთ ისე მეორე გუნდში, მაგრამ როგორც კლუბი, ისე ნაკრები 4-4-2 ტაქტიკით თამაშობს და რუნის ერთი ძირითადი მეწყვილე ჰყავს ხოლმე, ეს ორი მოთამაშე თავის დროზე ლონდონის "ტოტენჰემში" ერთმანეთის მეწყვილეებიც იყვნენ შეტევის ხაზში, ჯრემეინ დეფოსა და დიმიტარ ბერბატოვს ვგულისხმობთ, ფეხბურთელები რომელთაც ყველაზე ხშირად უწევთ რუნის მხარდამხარ თამაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია ის რომ სწორედ ამ ფეხბურთელებმა ითამაშოს კარგად, რათა მეტოქის მცველების სრული ყურადღება რუნისკენ არ იყოს და მასაც მიეცეს სულ ოდნავი თავისუფლება მაინც მოედანზე, ეს ვერ მოახერხა ფერგიუსონმა წინა სეზონში, რადგან ბერბატოვმა ვერ გაამართლა და გუნდმა ყველაფერი დაკარგა, ეს ვერც კაპელომ მოახერხა, რადგან დეფოს საერთოდ არ ენდობოდა თავიდან და ინგლისმაც ყველაფერი დაკარგა, აი ამ სეზონში კი როგოროც კლუბში, ისე ნაკრებში რუნის დიდად ეხმარებიან, ბერბატოვი გოლებით თავის გუნდში ლიდერობს, ხოლო დეფომ ერთ თამაშში სულაც ჰეთ-რიკი გააკეთა, ასე რომ შესაძლოა ეს რუნისთვის მართლაც საუკეთესო სეზონი გამოდგეს და ამისთის გოლების რეკორდული მაჩვენებელი სულაც არაა საჭირო, უბრალოდ რუნი საკუთარი გუნდებისთვის უფრო და უფრო ნაყოფიერი ფეხბურთელი გახდეს, რაც თანაგუნდელების მხარდაჭერითაა შესაძლებელი".


წყარო: The WorldGame

ავტორი: koka999   (6 სექტემბერი 2010 02:42)
#1

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 4521

რეგ.დრო: 27.12.2009

[D][B][9]
magaria dzaan!!!
etapobrivad vkitxulob!!!
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D




ავტორი: Lasha_Manchester   (6 სექტემბერი 2010 02:42)
#2

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

ძალიან საინტერესოდ უწერია ამ ჟურნალისტს ყველაფერი და პრინციპში ყველაფერში ვეთანმხები კიდეც, თუ რუნის თანაგუნდელები დაეხმრებიან ის უფრო გამოსადეგი იქნება პირველ რიგში იმ გუნდებისთვის სადაც ის თამაშობს, თორემ რა წინა სეზონში ბევრი გოლი შეყარა მაგრამ გუნდმა ვერაფერს მიღწია, ასევე დაემართა ინგლისის ნაკრებს, არ არის აუცილებელი ყოველ წელს რუნიმ გოლების მაჩვენებელი გაზარდოს, უბრალოდ ის ნაკრებისთვისაც და კლუბისთვისაც უფრო გამოსადეგი მოთამაშე უნდა გახდეს...

koka999,

წაიკითხე ინგლისურად რომ ვკითხულობდი მეც დამაინტერესა :)









ავტორი: man[ch]eteri1   (6 სექტემბერი 2010 02:45)
#3

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 42

კომენტარები: 390

რეგ.დრო: 21.07.2010

საგოლ




ავტორი: "ManUnited Fan"   (6 სექტემბერი 2010 03:04)
#4

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 632

რეგ.დრო: 4.08.2010

mec dzaaan miyvars




ავტორი: ARTist   (6 სექტემბერი 2010 03:04)
#5

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 400

კომენტარები: 6346

რეგ.დრო: 8.04.2010

ძალიან საინტერესო სტატია როგორც ყოველთვის









ავტორი: captain   (6 სექტემბერი 2010 03:05)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 2136

რეგ.დრო: 17.04.2010

[D][B][9]
მადლობა, კარგი სტატიაა. ბარემ ჟურნალისტის გვარიც დაგეწერა, ჭკვიანი კაცი ჩანს(თუ ქალიი). fellow




ავტორი: Lasha_Manchester   (6 სექტემბერი 2010 03:25)
#7

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

captain

ქალიი wink როდის ერთია ქალი ჟურნალისტები ფეხბურთზე წერენ კაცი იყო ზემოთ სტატიისა ეწერა პატარაზე გვარი დაიცა იმ საიტზე შევალ და თუ მივაგენი ისევ იმ სიახლეს მოგწერს გვარს...ქალები კი მგონი ყველაფერზე წერენ გარდა ფეხბურთისა lol









ავტორი: marikuna_m.u.   (6 სექტემბერი 2010 03:26)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 2

კომენტარები: 1420

რეგ.დრო: 24.02.2010

`PaRnAoZa,
mec fellow









ავტორი: sLipa ;X   (6 სექტემბერი 2010 03:33)
#9

ჯგუფი: Guest

სიახლეები: 0

კომენტარები: 0

რეგ.დრო: --

ბოდიში თემას რო ვუხვევ მარა უნდა დავწერო.. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პლეიოფის გარეშე მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე რომელიც 2011 წელს გაიამრთება ლიტვაში .. ეს ფაქტი ალბატ საქართველოს სპორტის განვითარებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და დავიტოვოთ იმედი რომ საფეხბურთო ნაკრებიც შეძლებს მცირედი წარმატების მიღწევას მაინც ..




ავტორი: captain   (6 სექტემბერი 2010 03:36)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 2136

რეგ.დრო: 17.04.2010

[D][B][9]
სოფოს სტატიები ისე მომწონს ხოლმე, რო უცხოეთშიც დავიწყე სპორტული ჟურნალისტი მანდილოსნების მოძიება-დაფასება wink




ავტორი: Lasha_Manchester   (6 სექტემბერი 2010 03:39)
#11

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

sLipa ;X

ეგ მეც ეს წამია გავიგე და შეიძლება ითქვას რომ უსაშველოდ გახარებული ვარ!!!

captain

ხო სოფო გამონაკლისია მისი სტატიებით მეც კი აღფრთოვანებული ვარ ხოლმე!









ავტორი: sLipa ;X   (6 სექტემბერი 2010 03:43)
#12

ჯგუფი: Guest

სიახლეები: 0

კომენტარები: 0

რეგ.დრო: --

[D][B][9],
ძალაინ წარმატებაა ეს უკვე.. მომავალი წელი იქნება ჩვენი სპორტისთვის მგონი ყველაზე წარმატებული.. საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე და საკალათბურთო ნაკრები კიდე ეუროპის ჩემპიონატზე .. უბრალოდ არავინ თქვას რო სპორტს აღმავლობა არ ეტყობაო თორე ვიფიქრებ რო ყრუ-მუნჯ-ბრმაა მეთქი ..




ავტორი: tornike.iva   (6 სექტემბერი 2010 03:52)
#13

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 37

კომენტარები: 2057

რეგ.დრო: 14.01.2010

sLipa;X,
ძალიან მაგარია, ყველას გილოცავთ. ნეტა იქაც მივაღწიოთ წარმატებებს...









ავტორი: captain   (6 სექტემბერი 2010 04:02)
#14

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 2136

რეგ.დრო: 17.04.2010

კალათბურთი-რაგბი კარგია, მარა ფეხბურთი მაინც სულ სხვაა. ამ ქვეჯგუფში თუ შანსი გვაქვს ხვალ ისრაელთან გამოჩნდება. ისე იქნებ ფეხბურთშიც გაზარდონ მონაწილეთა რაოდენობა და საუკეთესო ბოლოადგილოსანიც გაუშვან lol მაშინ მაგარი შანსი გაგვიჩნდება wink




ავტორი: Lasha_Manchester   (6 სექტემბერი 2010 04:39)
#15

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

sLipa ;X

მინდა მჯეროდეს რომ ფეხბურთელების უდიდეს წარმატებას მიაღწევენ!









ავტორი: RED DEVILS   (6 სექტემბერი 2010 04:49)
#16

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 94

კომენტარები: 6278

რეგ.დრო: 23.12.2009

sLipa;X,

გაიხარე ძმა მაგარი გამიხარდაააააააააა! კარგია მიყვარს კალათბურთი მაგრად და ძაან მაგარი საყურებელიცაა. ვიკტორ სანიკიძე 2 ქულააა wink


საღოლ ლაშუკ როგორც ყოველთვის მკვლელი ხარ. კილერი ხარ რა სტატიების









ავტორი: Lasha_Manchester   (6 სექტემბერი 2010 05:41)
#17

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 790

კომენტარები: 6459

რეგ.დრო: 19.12.2009

RED DEVILS,

და ამის გამო ნახევარი მანუნიტედ.გე თვალის ექიმთან დადის lol









ავტორი: RED DEVILS   (6 სექტემბერი 2010 05:52)
#18

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 94

კომენტარები: 6278

რეგ.დრო: 23.12.2009

[D][B][9],

მე არ დავდივარ და :D სკოლაში არ კითხულობენ არ კითხულობენ აქ მაინც წაიკითხონ :D









ავტორი: THE BRITISH   (6 სექტემბერი 2010 06:32)
#19

ჯგუფი: User

სიახლეები: 82

კომენტარები: 4402

რეგ.დრო: 31.12.2009

ძალიან ვრცლად აღწერილი მაგრამ სწორი აზრია am

მერე არ თქვათ რო რუნი საუკეთესო ფორვარდია, ის გუნდური მოთამაშე უფროა და რაოდენ ტეხავს რო იუნაიტედშო მის გვერდით არა ტევესი და რონალდო, არამედ ბერბატოვი და ნანი თამაშობენ angry









ავტორი: Wayne Rooney10   (6 სექტემბერი 2010 07:04)
#20

ჯგუფი: User

სიახლეები: 2

კომენტარები: 1187

რეგ.დრო: 6.01.2010

sLipa;X,
აუ მაგარიაა გამიხარდააა მაგარიააა შანსები გვაქვს და მინდა ფეხბურთშიც იგივეს მივაღწიოთ am









ავტორი: ReD_DeViL   (6 სექტემბერი 2010 11:58)
#21

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 56

რეგ.დრო: 9.08.2010

Sagol avtor.magaria winked




ავტორი: koka999   (6 სექტემბერი 2010 15:42)
#22

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 4521

რეგ.დრო: 27.12.2009

[D][B][9]
და ამის გამო ნახევარი მანუნიტედ.გე თვალის ექიმთან დადის
me tavs vushvele da shens statiebs abzac-abzac vkitxulob!!!
lol fellow




ავტორი: manutd1   (6 სექტემბერი 2010 23:16)
#23

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 11

რეგ.დრო: 7.09.2010

miyvars dzalian es pexburteli raaa love love am am





ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.