
"ინგლისის მიერ ბულგარეთის განადგურება - 4:0, ბერბატოვის გარეშე დაჩაგრული ბულგარეთის ნაკრები, "რუნი კამპანია", რომელიც მთელი ინგლისის მოიცვა და სერ ალექს ფერგიუსონი - რუნის მხსნელი... - აი ეს ყველაფერი რაზეც ერთ-ერთი პრესტიჟული ინგლისური გაზეთი "Daily Star"-? თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში საუბრობს, დღევანდელი დღის მიმოხილვა უმეტესად სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედის" ორ ფეხბურთელს ეთმობა, ერთს ერი მისტირის, ხოლო მეორის შემთხვევაში როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ თუ სერ ალექს ფერგიუსონმა რაიმე არ მოიფიქრა, შესაძლოა ერმაც მისტიროს და კლუბმაც, მოდით ბულგარელი ფეხბურთელის ისტორიის დავიწყოთ, როგორც იცით სულ ცოტა ხნის წინ ბულგარეთის ნაკრების ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა, რომელიც ამ ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აგერ უკვე წლებია სახელდებოდა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, შესაბამისად ეს პირველი ციკლი იყო ბულგარეთის ეროვნული გუნდისთვის რომელიც მათ დიმიტარის გარეშე დაიწყეს, მართალია ამ გუნდს სხვა ვარსკვლავებიც ყავს - თუნდაც ძმები პეტროვები, მაგრამ ის რომ ბერბატოვი უდავო ლიდერი იყო ამ გუნდის ეს ახლაც გამოჩნდა - დიახ ინგლისის ნაკრებთან! იმ შეხვედრაში სადაც ბულგარელ ფეხბურთელს საერთოდ არ უთამაშია, ბოლოს და ბოლოს ბერბატოვი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია და ბევრი აღნიშნავს რომ ხრისტო სტოიჩკოვის შემდეგ ასეთი ფეხბურთელი ბულგარელ ერს აღარც ახსოვს.აი ასეთი ფეხბურთელის გარეშე გავიდა ბულგარეთის ნაკრები მრისხანე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ "უემბლის" არენაზე და სრულიად მოსალოდნელად 0:4 განადგურდა, თანაც ისე რომ წარმატების მინიმალური შანსიც კი არ ჰქონიათ, მატჩის შემდეგ ბულგარელთა მთავარი მწვრთნელი იმედგაცრუებას ვერ ფარავდა, სტანისლავ სტოილოვმა, უნდა ითქვას რომ პირველად მოსინჯა ის საფუძველი რასაც დიმიტარ ბერბატოვის ბულგარეთის ნაკრებში დაბრუნება ჰქვია, არაერთხელ მომხდარა რომ ნაკრებიდან წასული ფეხბურთელი დაბრუნებულიყო და როგორც ჩანს ამის იმედი სტოილოვსაც აქვს, ყოველ შემთხვევაში თავისი განცხადებით მან ბერბატოვს ანიშნა რომ იგი მას თვალდახუჭული ენდობა და თუ დაბრუნება ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება, აქ უკვე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად დაიცავს თავის სიტყვას ბერბატოვი, რომელმაც მტკიცედ განაცხადა რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა და სურს მხოლოდ კლუბს მიუძღვნას თავი, არადა ბერბატოვი 29 წლისაა და ამ ასაკის ფეხბურთელს მითუმეტეს ნაკრებში წარმატებული თამაში ხელთ ეწიფება, სტოილოვმა წაგების მტავარ მიზეზად სწორედ ბერბატოვის არყოფნა დაასახელა, თუმცა იქვე დაუმატა რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ერმა პატივი უნდა სცეს, და განსაკუთრებულად სწორედ იმაზე გაამახვილა ყურადრება რომ ბულგარელი ერი ბერბატოვის მადლიერია, ამ ყველაფრის მერე გაუღვიძებს თუ არა სტოილოვი დიმიტარს პატრიორტულ გრძნობებს ამას მალე გავიგებთ.
ახლა კი დღის მტავარ თემასაც მივადექით - უეინ რუნი იღუპება! დიახ, სწორედ ამ სატაურის მქონე სტატიებს წაიკითხავდით დღეს ინგლისურ პრესაში, საქმე იმაშია რომ ინგლისელები, რომლებიც ხშირად გადამეტებულად აფასებენ ყველაფერს ახლაც სერიოზულად უდგებიან რუნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, თუმცა შესაძლოა საქმე მართლაც სერიოზულად იყოს, საქმე იმაშია რომ ინგლისელი ჟურნალისტების აზრით ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი უეინ რუნი უბრალოდ აღარ იცნობა! ბევრის აზრით კი მას ის ვარსკვლავური სენი შეეყარა, რომელიც დღევანდელი ფეხბურთელების ნაწილ ვარსკვლავებს ნამდვილად ჭირთ, ჯერ იყო და რუნის თავაწყევტილი გართობები არდადაგებზე, ისიც მსოფლიოს ჩემპიონატის ცაგდების შემდეგ, მანამდე როგორც იცით რუნიზე ერთი სკანდალური ინფორმაციაც გავრცელდა, კერძოდ ის რომ თურმე რუნის შინისაკენ ბილეთები ჯერ კიდევ გერმანიასთან მატჩის დასრულებამდე აეღო, ისმის კითხვა - საიდან იცოდა რუნიმ რომ მისი გუნდი გერმანისტან დამარცხდებოდაი უკეთეს შემთხვევაში პასუხი ასეთია - რუნის საკუთარი გუნდის და საკუთარი ძალების აღარ ჯეროდა, უარესს ვარიანტებს კი ნუ განვიხილავთ, ასე თუ ისე რუნის დამწუხრება სულაც არ ეტყობოდა, მანამდე მან გულშემატკივრების აუგად მოხსენიებაც მოასწრო, ჯერ კიდევ მუნდიალზე, შემდეგ კი მისი გართობების შესახებ ყველას მშვენივრად მოეხსენება, ამ ფოტოებმა მთელი მსოფლიო შემოიარეს.ამის გამო სერ ალექსმა რუნი დასაჯა და სუპერთასზე ათამაშა, აი ახლა კი კიდევ ერთი სკანდალი - რუნიმ თავის ორსულ მეუღლეს უღალატა და თუ ვისთან იმის ამსახველი ფოტოებიც მთელმა მსოფლიომ იხილა, ასე თუ ისე ჩანს რომ უეინის გარშემო ყველაფერი აირია და უკვე შეუძლებელია იმის თქმა თუ რომელ ახალ სკანდალში გაეხვევა იგი, ნათელია რომ რუნის დახმარება ჭირდება და თანაც სასწრაფოდ! ისიც ნათელია რომ ფაბიო კაპელო ვერ მოახერხებს რუნის გადარჩენას ამ სიტყვის სრული გაგებით, ის კი ფაქტია რომ რუნის გადარჩენა ჭირდება საფეხბურთო თვალსაზრისით, სხვა შემთხვევაში შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის კარიერა დაინგრეს, ასეთი არაერთი შემთხვევა ახსოვს ფეხბურთის ისტორიას, ახლა კაპელომ სხვა ტაქტიკას მიაგნო - იგი მთელი ეს კვირა რუნის აქებდა, ისევე როგორც თანაგუნდელები, ეს საკმაოდ უცნაურად ჩანდა, როგორც ჩანს ის რომ რუნის პრობლემები აქვს და პირველ რიგში ფსიქოლოგიური პრობლემები ამას უკვე როგორც ჩანს ნაკრებშიც ამჩნევენ, სწორედ ამით აიხსნება მათი ერთკვირიანი ქება რუნის მიმართ, თუნდაც დეფოს კომენტარი გავიხსენოთ, მან აღნიშნა რომ რუნის დამსახურებაა ყველაფერი და წარმატება გუნდმა სწორედ რუნით მიაღწია და მისი სამი გოლი ამასთან შედარებით არაფერია, რა თქმა უნდა თანაგუნდელების მხრიდან ასეთი საქციელი დასაფასებელია, თუმცა მაინც ერთადერთი ადამიანი ვისაც რუნის გადარჩენა შეუძლია ფერგიუსონია.შესაძლოა ბევრმა თქვას რომ რუნის გადასარჩენი არაფერი ჭირს, იგი მხოლოდ ერთობა და მეტი არაფერი, თუმცა ფაქტია რომ ძალიან ბევრი ცუდი დამთხვევა ხდება - 13 მატჩიანი მშრალი სერია, რომელიც ძლივს "ვესტ ჰემთან" პენალტის ნიშნულიდან შეწყვიტა რუნიმ, ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატი, არანაირი დარდი ამასთან დაკავშირებით, რაც მთავარია თამაშის სურვილი ნაკლებობა, სკანდალები ყოველ დღე და აშკარა გამამხნევებელი საუბრები თანაგუნდელებისა და მწვრთნელების მხრიდან - ეს ყველაფერი არ შეიძლება შემთხვევით ხდებოდეს რუნის გარშემო, ფაქტია რომ უეინს ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირს და პირველ რიგში საკუთარ თავთან უწევს ბრძოლა, რუნისგან ყველა ბევრს ითხოვს, რჩება შთაბეჭდილება რომ რუნი საკუთარი თავისგანაც ძალიან ბევრს ითხოვს და როდესაც ამას ვერ იღებს უკვე ძალიან სერიოზული ფსიქილოგიური პრობლემები ექმნება, შეიძლება ითქვას რომ რუნი საკუთარი თავისგან ზედმეტად ბევრს ითხოვს, ეს ყველაზე უკეთ სერ ალექს ფერგიუსონმა იცის, რომელმაც რუნის მანამდე უნდა უშველოს, სანამ საქმე უფრო არ გართულდება, მართალია თანაგუნდელების თანადგომა მნიშვნელოვანია როგორც კლუბში, ისე ნაკრებში და კაპელოს ქებაც, თუმცა უეინს ახლა სერ ალექს ფერგიუსონთან საუბარი ჭირდება, არც ზედმეტი ვარჯიში ან რაიმე ასეთი, უბრალოდ საუბარი, რათა სერ ალექს ფერგიუსონმა იგი გონს მანამ მოაგოს სადამდეც მსოფლიოს ალბათ საუკეთესო ფორვარდი კარიერა დაიღუპავდეს".
წყარო: The Daily Star