წელიწადში ორმოცდაათი მილიონი დოლარი. თვეში დაახლოებით 4 მილიონი დოლარი, დღეში – 140.000, საათში – 5.787, წუთში – 96, წამში –1.6
ასეთი ხელფასი ჰქონდა კალიფორნიაში დევიდ ჯოზეფ ბექჰემს. ეს მხოლოდ ხელფასი. ცალკე სარეკლამო კონტრაქტები, სხვადასხვა კომერციული შემოსავლები და უზარმაზარი თანხა, რომელიც სერ ელტონ ჯონმა ანდერძით დაუტოვა დევიდის უფროს ვაჟს, ბრუკლინს.
სხვათა შორის, ამ ამბავს დიდი კუდები მოება და ინგლისური ტაბლოიდები კარგა ხანს ხუმრობდნენ, ელტონი იმის არიფი არ არის, უბრალოდ ხელგაშლილობა გამოეჩინაო.
მაშინვე გაიხსენეს, რომ დევიდს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯანი ვერსაჩესთან და ისიც, რომ ერთხელ ალალად აღიარა, პირდაპირ ვგიჟდები, როცა ჩემი ვიქტორიას ქვედა საცვალი მაცვიაო.
უკვე დიდი ხანია ეჭვებით ცხოვრობენ ყვითელი პრესის წარმომადგენლები ნისლიან ალბიონზე და ამერიკაში. ვინ არის დევიდ ბექჰემი, ჰყავს თუ არა იდუმალებით მოსილი მეგობარი მამაკაცი და რატომ აცვია ხოლმე ასე უცნაურად, ანუ "ცისფერივით".
მოკლედ, ერთხელ, "მანჩესტერში" თამაშისას, ბექჰემი შეამჩნიეს ბარში ვიღაც მამაკაცთან ერთად, რომლისთვისაც ხელი ჰქონდა გადახვეული და რაღაცას უმტკიცებდა. ალბათ, არც არაფერი მომხდარა, ალბათ უბრალოდ, რაღაცას უხსნიდა და ა.შ. მაგრამ შეამჩნიეს და რაღაც ხომ უნდა ეთქვათ და აგორდა ჭორი – ბექჰემი ცისფერია და ვიქტორია ბექჰემის ცოლად მოყვანა ამ ნაკლის დასაფარად გადაწყვიტაო.
ალბათ გახსოვთ ჯგუფ ''ოაზისის'' სოლისტის,ლაიემ გალაჰერის სიტყვები,
რომელმაც ძალიან ''კაცური'' დაიჭირა და ბექჰემზე და მის მეგობრებზე თქვა, ნამდვილი ცისფერები არიანო.
ვითომ რამე იცოდა გალაჰერმა და იმიტომ თქვა ასეთი ფრაზაი ეს არავინ უწყის, მაგრამ მანჩესტერელები რომ ხშირად ხუმრობდნენ, ეს ყველამ კარგად იცის და არ არის გამორიცხული, რომ გალაჰერიც ერთხელაც ასეთ დაცინვაზე "ჩავარდა" და იმის შემდეგ არის ასეთი გამწარებული.
თავად დევიდი დამცინავად პასუხობდა ამ თემასთან დასმულ ყველა შეკითხვას: