სრული სახელი:ალექსანდერ სირილ სტეპნი დაბადების თარიღი:1942 წლის 12 სექტემბერი დაბადების ადგილი:მიტჩემი,სურეი,ინგლისი პოზიცია:გოლკიპერი ტიტულები:ასოციაციის თასი(1976-1977),ინგლისის ჩემპიონატი(1966-1967) და ჩემპიონთა თასი (1967-1968)
მანიუს გოლკიპერთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამდვილად იყო ალექს სტეპნი.მან მანიუს გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.მანჩესტერ იუნაიტედის სტაჟიან ფანებს კარგად ახსოვთ მისი შესანიშნავი თამაში ,განსაკუთრებით 1968 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში,როცა მანიუმ ლისაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა ანგარიშით 4:1.
ალექს სტეპნი ეროვნებით ინგლისელია და დაბადებულიუ 1942 წლის 18 სექტემბერს ქალაქ მიტჩემში ,სურეის ოლქში,ინგლისში.ლოგიკურია ,რომ მისი ფეხბურთელის კარიერა ადგილობრივ კლუბში დაიწყო და გამოდიოდა „მიტჩემ იუნაიტედის“ ახალგაზრდულ გუნდში.19 წლის ასაკში ალექს სტეპნი მთავარ გუნდში გადავიდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში (1961-1963) 50-მდე თამაში ჩაატარა.
მომდევნო ეტაპი მის კარიერაში იყო „მილუოლი“,სადაც მან უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ,ჩაატარა რა 150 -ზე მეტი თამაში ძირითად შემადგენლობაში.1966 წელს კი „ჩელსიში“ ნახევარწლიანი გავლის შემდეგ სტეპნი მოხვდა იქ ,სადაც დაიწყო მისი კარიერული და პიროვნული აღმასვლა.ალექს სტეპნი გახდა სერ მეტ ბასბის შეგირდი.მის სანაცვლოდ კი გუნდმა 55000 ფუნტი გადაიხადა ,რაც იმ დროისთვის სარეკორდო თანხა იყო,რომელიც მეკარეში გადაიხადეს.
ალექს სტეპნის დებიუტი განსაკუთრებულ დღეს დაემთხვა.პირველივე თამაშში მან „მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.მანჩესტერ იუნაიტედმა ის თამაში 1:0 მოიგო.სადებიუტო სეზონი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა სტეპნისთვის .ის ინგლისის ჩემპიონი გახდა გუნდთან ერთად და საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა.სერ მეტ ბასბიმ მას ჩემპიონობი მთავარი ფაქტორი უწოდა:“ჩვენს ჩემპიონობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ალექს სტეპნის გადაბირება.“
ალექს სტეპნის მეორე სეზონი კი დაუვიწყარი იყო მის კარიერაში.ფინალი „უემბლიზე“ და მატჩის ბოლო წუთებზე ეუსებიოსთვის აღებული გასაოცარი ბურთი,რომ არა სტეპნის სეივი მანიუ თამაშს დამატებით დროში ვეღარ გადაიყვანდა და გუნდი თასს დაკარგავდა.თუმცა სტეპნის წყალობით მანიუმ ისტორიაში პირველად შეძლო ევროთასებზე გამარჯვება.
ინგლისის ნაკრებში სტეპნის მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.მისთვის ძალიან რთული იყო გორდონ ბენქსისთვის კონკურენციის გაწევა ,რომელიც იმ პერიოდში სამართლიანად ითვლებოდა ინგლისის ნომერ პირველ მეკარედ.ალექსმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა შვედეთთან 3:1 მოგებულ მატჩში.
სტეპნი მანიუს ერთგული დარჩა მაშინაც კი ,როცა გუნდს უჭირდა და ტიტულებს ვეღად იგებდა და სულაც ქვედა ლიგაში დაქვეითდა.სტეპნიმ 1968 წლის შემდეგ გუნდთან ერთად პირველი ტიტული 1977 წელს მოიგო.მაშინ მანიუმ ასოციაციის თასზე შეძლო გამარჯვება.სტეპნი არის მანიუს ისტორიაში მეკარეებს შორის საუკეთესო ბომბარდირი.მას აქვს 2 გოლი გატანილი,ერთით მეტი ვიდრე პიტერ შმეიხელს.(სხვა მეკარეს მანიუს რიგებში გოლი არ გაუტანია)
საერთო ჯამში სტეპნიმ მანიუს რიგებში 546 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.მან 175 -ჯერ მშრალად შეინახა კარი და ითამაშა ზედიზედ 92 თამაში,რაც შემდგომში სტივ კოპელმა გააუმჯობესა.გუნდთან ერთად მოიგო ასოციაციის თასი(1976-1977),ინგლისის ჩემპიონატი(1966-1967) და ჩემპიონთა თასი (1967-1968)
მანიუსდან წასვლის შემდეგ მან კარიერა აშშ-ში გააგრძელა .საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მეკარეების მწვრთნელად რამდენიმე ინგლისურ კლუბში.