მოგესალმებით ლუკა, რას გვეტყოდით ამ აზრთან დაკავშირებით, რომ ინტერვიუები ჩამოგვერთვა საიტის მომხარებლებისგანი მშვენიერი აზრია. ეს იდეა დაგვეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.
სანამ უშუალოდ საიტის და გუნდის კითხვებზე გადავიდოდით უკეთ, რომ გაგიცნოთ ხალხმა გვიამბეთ თქვენს შესახებ თუ რამდენი წლის ხართ, სად ცხოვრობთ, რას საქმიანობთ და ასე შემდეგ... დავიბადე 1993 წლის 1 მაისს, თბილისში, თუმცა აფხაზეთიდან ვარ. ვსწავლობ დემირელის კოლეჯში და მანჩესტერის თამაშს არასოდეს ვტოვებ.
თქვენ უკვე რამდენი ხანია რაც საიტის მომხმარებელი ბრძანდებითი დაახლოებით ორწელიწადნახევარია. ძველ საიტზეც ვიყავი.
მინდა გკითხოთ, შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება "ManUnited.Ge-მ" და რა შეგძინათ ამ საიტმა და თქვენთვის რას ნიშნავს იყო ამ საიტის წევრი. რა გრძნობა გეუფლებათ როცა ამ საიტზე შემოდიხართ ? ამ საიტზე შემოვდივარ ყოველთვის, სიახლე არ არსებობს რომლის შინაარსიც არ გამიგია. ამ საიტის საშუალებით უახლოეს ინფორმაციებს და გუნდის ისტორიის წვრილმანებს ვიგებ.
საიტიდან თუ შეიძინეთ მეგობრები და რომლებს გამოჰყოფდით ვისთანაც ახლო ურთერთობა ჩამოგიყალიბდათი ერთხელ ვიყავი შეკრებაზე ანუ მეტი ურთიერთობა არ მჰქონია. ერთხელ კიდევ შენ გნახე სტადიონზე თუ არ ვცდები ბულგარეთის თამაში იყო. THE BRITISH კი ჩემი ძმაკაცია. ასევე გამოვყოფდი koka999-ს და იმ ბიჭებს ვისთანაც ერთად ბურსაში ვიყავი მანჩესტერის თამაშზე, მაგრამ ისინი აქ კომენტარებს არ ტოვებენ.
თქვენ როგორც საიტის ერთ–ერთი მომხმარებელი როგორ ფიქრობთ მოგწონთ თუ არა საიტის მუშაობა და რამეს ხომ არ შეცვლიდით საიტზეი მომწონს. სიახლეები დროულად იდება, მაგრამ მაღიზიანებს მანჩესტერის ფეხბურთელების შეურაწყოფა.
გავიგეთ თქვენი აზრი ჩვენი საიტის შესახებ და ეხლა გადავიდეთ თავად მანჩესტერ იუნაიტედზე. პირველად რამდენი წლის იყავით, რომ გახდით მანჩესტერის გულსემატკივარი და ისიც გვითხარით თუ რატომ დაიწყეთ მანჩესტერის გულშემატკივრობა რა მოგეწონათ ამ გუნდშიი ბევრს არ სჯერა, მაგრამ მანჩესტერს 1997 წლიდან ვგულშემატკივრობ. ხოლო 1996 წლის 9 ნოემბერს პირველად ვიყავი სტადიონზე, როდესაც ინგლისის ნაკრები ჩამოვიდა. იმ დღეს მამაჩემის მეგობარს ტედი შერინგემმა ინგლისის პატარა გერბი აჩუქა, რომელიც შემდეგ მე გადმომცეს და სათუთად ვინახავ. მიზეზს რაც შეეხება, მამაჩემი ინგლისური გუნდების დიდი გულშემატკივარია, გამორჩეულად ლივერპული უყვარს, თუმცა 90-იან წლებში მანჩესტერი ბატონობდა და ჩემპიონთა ლიგაზე იგი წითელ ეშმაკებს გულშემატკივრობდა და მაშინ ჩამრჩა ამ გუნდის სიყვარული გულში, წინააღმდეგ შემთხვევაში ლივერპულის ფანი ვიქნებოდი.
თქვენთვის რას ნიშნავს იყო მანჩესტერის გულშემატკივარიი ეს არის გრძნობა, რომელსაც ვერ ავხსნი. ყოველდღე როდესაც ვიღვიძებ, პირველი თავში მანჩესტერი მომდის. ხომ არ თამაშობს დღეს, ჩემი ყოველი ოცნებაც ამ გუნდს უკავშირდება.
მანჩესტერის დაარსებიდან დღემდე რომელ ფეხბურთელს გამოჰყოფდით ვინ არის თქვენი კერპი, რომლესაც მანჩესტერისთვის ბევრი აქვს გაკეთებულიი ასეთი რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. პირადად მე რასაც მოვესწარი დევიდ ბექჰემის თამაშია, მისმა ფეხბურთმა მომხიბლა. ისე დანკან ედვარდსზე მოსმენილი მაქვს სერ ბობი ჩარლტონის ინტერვიუ. ის თურმე შესანიშნავი ყოფილა. სერ ბობი ამბობდა: "წარმოიდგინეთ როი კინის ბრძოლა, პოლ სქოულზის დარტყმა, დევიდ ბექჰემის ჩაწოდება და ოლე გუნარი სოლსკიაერის საგოლე ალღო, ეს ყველაფერი დანკანში იყო".
გაიხსენეთ ყველაზე ცუდი და კარგი მოემნტი ამ კლუბთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ყველა დამარცხება, თუმცა გამორჩეულია ფინალი ბარსელონასთან და მატჩები რეალთან. ასევე მილანთან და ბაიერნთან. მოკლედ ყველა დამარცხება. წელსაც ვესტ ჰემთან წაგება ძალიან განვიცადე. თუმცა ამ სეზონში მანჩესტერის დაუმარცხებლობა აღსანიშნავია. ყველაზე კარგი მომენტი ულაპარაკოდ ფინალი ბაიერნთან და ტერის პელანტი, ასევე დღე, როდესაც ვიხილე მანჩესტერი 2010 წლის 2 ნოემბერი არასოდეს დამავიწყდება.
რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით მანჩესტერთან დაკავშირებითი კურიოზი არ მახსენდება. თუმცა სახალისო მომენტი უამრავი იყო.
თქვენი აზრით ფერგიუსონი, რომ არა დღეს მანჩესტერი ასეთი ტიტულოვანი გუნდი იქნებოდა და ასეთი ძლიერი გუნდიი და ვის მიიჩნევთ მის რეალურ შემცვლელადი რა თქმა უნდა არა. რაც შეეხება აქტუალურ საუბარს მის შემცვლელებზე, მე მხოლოდ ყოფილი მანჩესტერელი მინდა, ან კაცი რომელსაც სერ ალექსი დაადებს ხელს, თუნდაც მაიკ ფელაინი.
არის ასეთი რამ რაც კლუბში არ მოგწონთ და რამეს თუ შეცვლიდითი 100%-ით ვენდობი სერ ალექსს.
დღევანდელ მანჩესტერში რომელი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად და რომელი არაი ყველა ერთნაირად მიყვარს. ანტიპატია გამორიცხულია. ჩემთვის ევანსი იგივეა რაც გიგსი, სქოულზი, იმიტომ, რომ ჯონიც იბრძვის მანჩესტერისთვის და რაიანიც. ყველა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე უთამაშია მანჩესტერში ჩემს გულშია, მათ შორის კარლოს ტევესიც, რაც არ უნდა ცუდად იქცეოდეს.
დამისახელეთ გუნდი და ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე ძალიან არ მოგწონთი ბარსელონა, რეალი, მილანი და ბაიერნი. რაც შეეხება ფეხბურთელებს: ოზილი, ვილა და პუიოლი. მიზეზი ბევრია.
დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს საიტს. მოგეხსენებათ ჩვენს საიტს ჰყავს საფეხბურთო გუნდი უკვე 3 წელიწადია და საკმაოდ წარმატებულიც, აგერ წინა წლის მიწურულს გვასახელეს და ჩემპიონებიც გახდნენ საიტებს შორის ჩემპიონატში. რას იტყოდით საიტის გუნდზე რა აზრის ხართ და მოხარული ხართ თუ არა რომ საიტს ჰყავს ფანების საფეხბურთო გუნდი და თუ ივლით თამაშებზე საგულშემატკივროდ ჩვენი საიტის გუნდისი აზრი კაია, პერსპექტივაც, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ უფრო მაშტაბური და ორგანიზებული ტურნირებიც ჩატარდება.
და ბოლოს რას ეტყოდით ყველა მანჩესტერის გულშემატკივრებსი არასოდეს მიაყენოთ შეურაწყოფა მანჩესტერის ფეხბურთელს, მათ ხომ ამ გუნდის წარმატება უნდათ. თუ გიყვარს მანჩესტერი მისი მასაჟისტიც უნდა გიყვარდეთ და ყველა ფანიც.
კარგით ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამომწურავი პასუხებისთვის და წარმატებებს გისურვებთ როგორც საიტზე ისე პირად ცხოვრებაშიგმადლობ, შენც ასევე !