"მანჩესტერ იუნაიტედი" VS "მარსელი"

როგორც უკვე იცით "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური მატჩების ნახევარი უკვე გაიმართა და უკვე გამოვლინდა 4 გუნდი, რომლებიც განაგრძობენ ბრძოლას პირველობისთვის და ელიან კენჭის ყრას სადაც გამოვლინდება მათი მეტოქე, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ 4 გუნდი არის გასარკვევი თუ ვინ გავა შემდეგ ეტაპზე და ვინ განაგრძობს 1/4 ფინალში ასპარეზობას. დღეს კი მინდა მთელი ყურადღება მხოლოდ ერთ მატჩზე გავამახვილო. მატჩი, რომელიც დიდ ინტერეს იწვევს თითოეულ მაყურებში და ყველა სრულმოუთმენლად ელის ამ შეხვედრას. ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედის" და "მარსელის" დაპირისპირება რომელიც დღეს თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის უკვე ჩატარდა საფრანგეთში სადაც დაპირისპირება უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა რაც შედეგზეც აისახა, ნულოვანი ფრე. რაღა თქმაუნდა ამის მთავარი მიზეზი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, რომელიც ნახევარი ძალებით უტევდა მეტოქეს. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა თავისი დაკისრებული მოვალეობის 60% თავი გაართვა. რა არის ეს 60%? რაღა თქმაუნდა კარის მშრალად შენახვა. ხოლო დარჩენილი 40% ეს სტუმრად 1 გატანილი გოლი იყო, რომელიც ამ გუნდის გუშემატკივართა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ამ თამაშის ბედი კვლავაც ბურუსითაა მოცული. მიმოხილველთა უმრავლესობა ერთხმად აღიარებს, რომ "მანჩესტერს" არ გაუჭირდება ფრანგული ბარიერის გადალახვა და უპრობლემოდ გავლენ შემდეგ ეტაპზე, ხოლო არიან ისეთებიც ვინც პატარა სასწაულის მოლოდინშია და "მარსელის" ძალებში დარწმუნებულები არიან. ძნელია არ დავეთანხმოთ რომელიმე მხარეს. მითუმეტეს მათ ვინც დარწმუნებულია ინგლისელების წარმატებაში, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრებში ყველა მეტოქე ძლიერია და ყველა მეტოქეს შეუძლია უცბად აფეთქება და დამტკიცება, რომ ეს გუნდი შემთხვევით არ არის ამ ეტაპამდე მოსული. სწორედ ამისი მედი აქვთ იმათ ვინც ფრანგების გამარჯვების იმედი აქვთ რადგანაც 1 გოლი და შეიძლება ყველაფერი დავდაყირა დადგეს. ასე და ამგვარად მთელი ყურადღება ოლდ.ტრაფორდისკენ არის მიპყრობილი და მსაჯის მიერ სასვტენის ხმას ელიან, რომელიც საფეხბურთო ზეიმის დაწყებას აუწყებს.

"მარსელი"
მარსელი ესაა გუნდი, რომელიც არასოდეს არაფერს უშინდება და ყოველთვის წარმატებისკენ მიისწრაფის რადგანაც ამ გუნდს ასეთ მომენტებში დასაკარგი არაფერი აქვს და ხშირ შემთხვევაში მათი ესეთი მიდგომა წარმატებითაც მთავრდება. მაგალითად ავიღოთ 2009/10 წლის სეზონი როდესაც გუნდი ნახევრაფინალამდე მივიდა ეს კი უკვე დასაფასებელია ვინაიდან იგივე ვერ გააკეთა დღევანდელმა "მარსელის" მეტოქემ "მანჩესტერ იუნაიტედმა," რომელიც 1/4 ფინალიდან ბაიერნთან დაძაბულ 2 რაუნდიანი ბრძოლა დასთმო და "ჩემპიონთა ლიგაც" დროზე ადრე დატოვა. თუ წელს ამ გუნდმა მოახერხა და "მანჩესტერის" ბარიერი გადალახა საინტერესო პატარა სტატისტიკასაც გადავაწყდებით. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება და პირველი გამარჯვება. ეს "მარსელის" ისტორიაში აუცილებლად დიდი ასოებით ჩაიწერება რადგანაც ამარცხებ მსოფლიოს ერთ_ერთ თუ არა საუკეთესო გუნდს და გადიხარ შემდეგ ეტაპზე რომელსაც "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალი ჰქვია ეს კი უკვე სერიოზული ნაბიჯია ისეთი გუნდისთვის როგორიც საფრანგეთის მარსელია მიუხედავათ იმისა, რომ შარშანდელ სეზონში მათ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგე, მაგრამ საერთო ჯამში ეს ორი სეზონი, რომ განვიხილიოთ საკმაოდი კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩება მარსელზე, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ადრეა რადგანაც თამაში ჯერ წინაა და ნაადრევად დასკვნების გამოტანაც ძნელია. ასე, რომ წინ უდიდესი გამოცდის წინაშე დგას ეს გუნდი და ამ თამაშით შეუძლიათ ბევრ კითხვას გასცენ პასუხი და დაუმტკიცონ ყველას, რომ საფრანგეთის გუნდები ხელწამოსაკრავი არაა და არაფრით ჩამოუვარდებიან მათ.ასე, რომ მთელი საფრანგეთი სულმოუთმენლად ელის ამ მატჩს, რომელიც მალე დაიწყება, ხოლო მარსელის ფეხბურთელები შეეცდებიან მათი იმედები გაამართლონ და გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ამ სეზონში პირველ მარცხს აგემებს "მანჩესტერ იუნაიტედს"

"მანჩესტერ იუნაიტედი"
ალბათ ყველა დამეთანხმება იამში თუ ვიტყვი, რომ დღეს "მანჩესტერს" ადვილი მატჩი არ ელის, ვინაიდან მეტოქე სუსტი ნამდვილად არაა და გარკვეულ პრობლემებსაც შეუქმნის. ამ გუნდმა მარტის თვე საკმაოდ ცუდად დაიწყო განიცადა 2 მარცხი ზედიზედ და თან როგორი მარცხიი 2 გრანდთან, ჯერ ჩესლთან ხოლო შემდეგ "ლივეპულთან." რასაკვირველია ყველასათვის დიდი დარტყმა იქნებოდა ესეთი მატჩების დათმობა თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "მანჩესტერი" ჩემპიონობისთვის იბრძვის და პირველ საფეხურს იკავებს. ამის შემდეგ კრიტიკოსებმა დრო იხელთეს და დაიწყეს ლაპარაკი და კრიტიკა ამ გუნდის მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა ვინაიდან 12 მარტს ჩატარებულმა მატჩმა "არსენალის" წინააღმდეგ ყველას ანახა, რომ ამ გუნდს არავითარი კრიზისი არ გააჩნია და პირიქით საბრძოლველად არიან განწყობილი ვინაიდან დარჩენილი სამივე ტიტულის მოპოვება სურთ. ასე, რომ დღევანდელი მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს "მანჩესტერმა" თუ მათ მართლა სურთ ამ ტიტულების მოგება წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ლაპარაკს არაფერი ფასი არ ექნება. ეს იციან ფეხბურთელებმა და ეს იცის ტრენერმა. დღეს კი ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაამარცხონ "მარსელი" და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. აქვე უნდა ავღნიშნოთ "მანჩესტერის" გულშემატკივრებისთვის ერთი ძალზედ სასიხარულო ამბავიც. ვალენსიას დაბრუნება. მან გუნდს სულზე მოუსწრო და სავარაუდოდ იგი დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება, ეს კი "მანჩესტერს" ერთი ორად გააძლიერებს რადგანაც ვალენსია ძალზედ კარგი კრაინი ნახევამრცველია, რომელიც გამოირჩევა კრაინი გარღვევებით და საგოლე გადაცემებით. დაძლევს თუ არა ეს გუნდი ფრანგულ ბარიერს ამისთქმა რთულია მაგრამ "მანჩესტერს" რომ ამის გაკეთება შეუძლია ეს სავსებით ნათელია, მითუმეტეს, რომ ჯერ ამ მოედანზე წაგების გემო არ განუცდია. აუღებელი ფრანგული ბარიერი თუ აუღებელი ოლდ.ტრაფორდის ციხე სიმაგრეი კითხვას პასუხი დღეს ღამე გაეცემა.

RED DEVILS_ს სტატია დიდი პატივისცემით Www.Manunited.Ge_ს