The Mirror-ის ცნობით ''მანჩესტერ იუნაიტედს'' დაგეგმილი აქვს ზაფხულის სატრანსფერო ციებცხელების დროს გადაიბიროს მილანის ''ინტერის'' ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი.სერ ალექს ფერგიუსონს ჯიუტად სურს 26 წლის ფეხბურთელის შეძენა იმის მიუხედავად,რომ მან მილანურ გრანდთან ახალი კონტრაქტი ახლახანს გააფორმა.სნეიდერმა საყოველთაოდ განაცხადა,რომ იგი იტალიაში ბედნიერია და ''ინტერშიც'' მშვენივრად გრძნობს თავს,მაგრამ იქვე დასძენს,რომ არ იქნება ''ოლდ ტრაფორდზე'' გადასვლის წინააღმდეგი.ასე,რომ არაა გამორიცხული ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' წლეულს დიდი ტრანსფერი განახორციელოს.მანჩესტერელთა მხრიდან სნეიდერისადმი ინტერესი ''ინტერის'' პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დაადასტურა.''მანჩესტერ იუნაიტედი'' ძალიანაა დაინტერესებული სნეიდერის შეძენით,მაგრამ მათ ჯერჯერობით ოფიციალური წერილი სადაც ამ საქმესთან დეტალურად წერია არ გამოუგზავნიათ.ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა,რომ სნეიდერი ჩვენთან დარჩეს და კიდევ მრავალი წელიწადი ითამაშოს ''ინტერის'' მაისურით''.
www.ManUtd.ru