აღსანიშნავია, რომ ჟოზეს ძალიან კარგად შეუძლია ახალი ტალანტების აღმოჩენა. სწორედ ასეთი თავკაცის ხილვა სურთ ”წითელ ეშმაკებს” თავიანთ რიგებში. მოურინიო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში და არც არის გასაკვირი ინგლისური კლუბის მისდამი ინტერესი.
ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს ჰყავს ისეთი ტალანტები აღმოჩენილი როგორებიც არიან: მარიო ბალოტელი და სანტონი. დღეს ორივე უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ასევე ჟოზე დიდ ყურადღებას აქცევს ალვარო მორატას, სარაბიას და კასადოს.
”მანჩესტერის” გარდა, ”რეალის” მწვრთნელის გადაბირება, ”სიტის” და ”ჩელსის” სურთ.