როგორც ესპანური მედია იტყობინება, შეთანხმება კვირას შედგა, რომლის ფარგლებშიც დაზუსტდა ყველა დეტალი და პირობა. დე ხეა კი დღეს უკვე “წითელი ეშმაკების” საკუთრებას წარმოადგენს.
“ოლდ ტრაფორდზე” გამოსვლამდე ახალ მეკარეს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს, რის შემდეგადაააც უფლება მიეცემა სრულყოფილად ივარჯიშოს გუნდთან ერთად. სავარაუდოდ ეს სეზონის დასასრულს მოხდება.
რაც შეეხება “ატლეტიკოს“, 20 მილიონი ევრო მისთვის სრულიად მისაღები თანხა აღმოჩნდა. მოგეხსენებათ გუნდი ცდილობს ფინანსების მოძიებას იმისთვის, რომ სიახლე შეიტანოს მის შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს საკუთარ მრავალწლიან კარიერას დაასრულებს ჰოლანდიელი ვან დერ საარი, რომელსაც ღირსეული შემცვლელი სჭირდებოდა და მწვრთნელთა შტაბმაც არ დააყოვნა და ესპანეთს ერთერთი წარმატებული მეკარე წაართვა.