ინეტრის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დაადასტურა რომ მანჩესტერ იუნაიტედმა გამოხატა დაინტერესება უესლი სნეიდერის მიმართ.
ამ სეზონის განმავლობაში უკვე რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ინფორმაციამ ამ შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ზოგიერთი მიახლოვებულ ტრანსფერულ თანხად 40 მილიონ ფუნტს ასახელებდნენ.
ჭორების თანახმად სერ ალექსი კრეატიულ ჰოლანდიელს პოლ სქოულზის შემცვლელად მოისაზრებს , ვინაიდან ჯერ გაურკვეველია სკოულზის სიტუაცია , რაც კონტრაქტის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული.
ამასთან დაკავშირებით მორატიმ განაცხადა-" ინტერესი მანჩესტერის მხრიდან მართლა არსებობს მაგრამ მე არ გავცნობილვარ დეტალურად ამ სიახლეს.ჩემი ერთადერთი ინტერესი სნეიდერთან დაკავშირებით ის არის რომ მან ითამაშოს ჩვენს კლუბში რაც შეიძლება მეტი წლების განმავლობაში."
წყარო http://www.soccer.ru