
"სანაკრებო მატჩები დასრულდა და ევროპას კვლავაც საკლუბო ფეხბურთი უბრუნდება, ბრუნდება ინგლისის პრემიერლიგაც, რასაკვირველია გაიმართება ამ ტურნირის მორიგი ტურის მატჩები, ამ შეხვედრებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მატჩი ლონდონში, სადაც ადგილობრივი "ვესტ ჰემი", რომელიც უდავო აუტსაიდერია შინ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს, შეხვედრა, რომელიც ინტერესს უფრო მეტად იძენს ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პრემიერლიგის პირველი წრის მატჩშიც შეხვდნენ და მაშინ "ალისფერმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" გუნდის სამი ლიდერის: ლუიშ ნანის, უეინ რუნისა და დიმიტარ ბერბატოვის გოლებით მეტოქე მშვიდად 3:0 დაამარცხეს, მაგრამ აი ამის შემდეგ ეს გუნდები უკვე "აპტონ პარკზე" გადაეყარნენ ერთმანეთს ინგლისის ლიგის თასზე და იმ შეხვედრაში "ეშმაკებმა" სეზონის პირველი მარცხიც იწვნიოეს თანაც მარცხი და როგორი - 0:4, იმ შეხვედრაში ფავორიტმა "ეშმაკებმა" მასპინძლებს აბსოლუტურად ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და სამარცხვინო მარცხიც განიცადეს, იმ შეხვედრის შემდეგ "იუნაიტედის" ქომაგებს და მთლიანად ამ გუნდს უდავოდ რევანშის აღების წყურვილი ექნებათ, რისი შანსიც მათ ახლა კვლავაც "აპტონ პარკზე" ეძლევათ, თუმცა მოტივაციის ნაკლებობას არც მეტოქე განიცდის...საერთოდ "ეშმაკების" იმ წაგებას, ინგლისის ლიგის თასზე გარკვეული ახსნა მოუძებნეს, მართლაც 0:4, ისეთი გუნდის წინააღმდეგ როგორიც "ვესტ ჰემი" იყო ცოტა არ იყოს ნამეტანია, საქმე იმაში გახლდათ, რომ ფერგი იმ შეხვედრაში აბსოლუტურად გადახალისებულ შემადგენლობას ენდო, გამოიყვანა ახალგაზრდა მოთამაშეები, ხოლო გუნდის გამოცდილი ფეხბურთელები და ძირითადი ბირთვი საერთოდაც განაცხადს მიღმა დატოვა, ამის პარალელურად ლონდონელები მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდნენ და სათადარიგოთა სკამზეც თავისი საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდათ, დაუმატეთ ამას საშინაო არენის ფაქტორი და ისიც, რომ "აპტონ პარკზე" თამაში ყოველთვის რთული იყო თუნდაც "იუნაიტედისთვის", დაუმატეთ ამას ის საშინელი ამინდი და თოვლი, რომელიც იმ დღეს იყო და ასეთ ამინდში თამაში უფრო ტექნიკური გუნდისთვის რომ უფრო რთულია ესეც ფაქტია და მიხვდებით თუ რატომ დამარცხდნენ მანჩესტერელები ასე უშანსოდ ლონდონელების წინააღმდეგ, საერთოდ ამ ორ გუნდს შორის კლასთა შორის სხვაობაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ლონდონელები როგორც ჩანს იმ 4:0 გაათამამა და იმ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ და "იუნაიტედს" შორის თუ ვინ იყო საბოლოოდ უძლიერესი ეს მეორე წრის შეხვედრაში გამოჩნდებოდა და ეს შეხვედრაც მოვიდა.
ზემოთ ავღნიშნეთ, რომ იმ შეხვედრაში, სადაც "იუნაიტედი" მეტოქესთან 0:4 დამარცხდა არ იყო ძირითადი შემადგენლობა, მთლად ძირითადი შემადგენლობით სავარაუდოთ არც უახლოეს შეხვედრაში იქნება მანჩესტერული კლუბი, ამ შემთხვევაში არსებობს ორი მიზეზი, პირველი - ტრამვიანობა და მეორე - უეფას ჩემპიონთა ლიგა, შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" მეთხედფინალში ასევე ინგლისური ბარიერი ლონდონის "ჩელსი" შეხვდა, შესაბამისად გუნდს ერთგვარად ძალების დაზოგვა მოუწევს, მაგრამ პრობვლემა იმაშია, რომ გუნდს პრემიერლიგაშიც არ აქვს ქულების დაკარგვის უფლება, ასე რომ სერ ალექსს მოუწევს ოპტიმალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული შემადგენლობა გამოიყვანოს და სავარაუდოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ჯანმრთელად იქნებიან აუცილებლად გამოვლენ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, ის რომ გრანდების წინააღმდეგ მოდუნება დაუშვებელია და ისინი მითუმეტეს საკუთარ არენაზე ძალიან ძლიერები არიან თუნდაც იქიდან ჩანს, როდესაც "ვულვზმა" შინ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა 2:1, სავარაუდოთ ფერგის ბიჭები იქიდან კარგ გაკვეთილს მიიღებდნენ და შეეცდებიან "ვესტ ჰემთან" იგივე აღარ განმეორდეს თუმცა ის, რომ ეს შეხვედრა არანორმალურად რთული იქნება "ეშმაკუნებისთის" ეს ფაქტია, მოტივაციის ნაკლებობას ხომ არც მეტოქე განიცდის.რადგან "ვესტ ჰემს" შევეხეთ აქვე ამ გუნდზეც ვისაუბროთ, ანუ "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალ მოწინააღმდეგეზე, გუნდის ერთადერთი მიზანი ამ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, წესით და რიგით გუნდს ასეთი პრობლემა საერთოდ არ უნდა ჰქონოდა საქმე იმაშია, რომ ლონდონელებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ პრობლემაც ისაა, რომ ეს შემადგენლობა ფაქტობრივად ამ სეზონის წინ შეიკრიბა, ანუ გუნდის ძირითად ბირთვს ახალწვეულები შეადგენენ, ამის მიუხედავად "ვესტ ჰემი" ბრძოლას აგრძელებს და ამ სეზონში რამდენიმე ძალიან კარგი შეხვედრაც ჩაატარა, თუნდაც იგივე "იუნაიტედთან" 4:0, თუნდაც უკანასკნელ ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ სტუმრად და სხვა შეხვედრების გახსენებაც შეიძლება, მაგრამ გუნდს ჯერ გარანტირებული არაფერი აქვს, ასე რომ მითუმეტეს შინ ლონდონელები აუცილებლად იბრძოლებენ, "მანჩესტერ იუნაიტედს" "აპტონ პარკზე" ყოველთვის უჭირდა თამაში და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა უნდა იყოს, რაც შეეხება "იუნაიტედის" დანაკლისს რიო ფერდინანდი, ოუენ ჰარრგრივსი, რაფაელ და სილვა, ჯონ ოში, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამ ტურს გამოტოვებენ, როგორც ხედავთ ოთხიდან სამი მცველია და თავად ჰარგრივსიც დაცვითი ტიპის ნახევარმცველია, ასე რომ ფერგის სწორედ დაცვაში თუ ექნება პრობლემები.სხვათაშორის მიზეზად იმ 0:4 წაგებული მატჩისა სწორედ დაცვა დასახელდა, როდესაც ევანსი-სმოლინგის დუეტმა აბსოლუტურად ვერაფერი მოუხერხა ლონდონელების მთავარ დმარტყმელ ძალა კარლტონ კოულის, მაგრამ ამჯერად სავარაუდოთ სმოლინგთან ერთად "იუნაიტედის" კაპიტანი სერბი ნემანია ვიდიჩიც ითამაშებს, რომელიც სწორედ კოულს დაუდგება, ამის მიუხედავად ლონდონელების განწყობა საკმაოდ ოპტიმისტური და რაც მთავარია საბრძოლოა, ამის შესახებ ისაუბრა დღეს ინგლისურ პრესასთან ამ გუნდის მეორე ფორვარდმა და სავარაუდოთ ამ შეხვედრაში კოულის მეწყვილე ფრედი პიკიონმა, სტატიას სწორედ გუნდის ახალწვეულის განცხადებით დავასრულებთ, შეგახსენებთ, რომ "ჩაქუჩებმა" პიკიონი ამ ზაფხულს "პორტსმუთიდან" გადმოიყვანეს, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდა: "ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ამ სეზონში, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება შეგვიძლია თანაც საკმაოდ დამაჯერებლად - 4:0, ეს ფანტასტიკური იყო, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მათ შემადგენლობას, ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და მაშინაც "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო - მსოფლიო დონის გარნდი, რომელიც ადვილად დავამარცხეთ, მჯერა რომ წარმატების შანსი ახლაც გვექნება, რაც მთავარია ჩვენ ვიცით როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ, ეს უმთავრესია, რასაკრვიველია გულშემატკივრების და საკუთარი სტადიონის იმედიც გვაქვს, "ეშმაკებს" იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეთ რომ ლონდონიდან სამ ქულას ადვილად წაიღებენ".
წყარო: "The DailyTelegraph"