"დასრულდა სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზა და და ევროპას საკლუბო ფეხბურთი უბრუნდება, განსაკუთრებით მობილიზირებულნი კი ამ დაბრუნებისთვის გრანდები იქნებიან, მათ ხომ უკვე სეზონის გადამაწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ელით, სადაც გამოჩნდება თუ რეალურად რა შეუძლიათ მათ, ასეთივე მდგომარეობაა შექმნილი ინგლისის პრემიერლიგაში, სადაც თეორიულად ჯერ კიდევ სამი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის, პრაქტიკულად კი მათი რიცხვი ორამდეა შემცირებული, "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და ლონდონის "ჩელსი" - ეს ის გუნდები არიან, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ შანსი საჩემპიონო ტიტულის მოგებისა, უფრო სწორედ მანჩესტერული კლუბი ნომერ პირველი ფავორიტია, "მეთოფეები" მათი მთავარი კონკურენტი, "ჩელსი" კი გუნდი, რომელიც ჩასაფრებულია და მიუხედავად ამ სეზონში არაერთი დაკარგული ქულისა მაინც აქვს იმედი და პრინციპში რეალური შანსიც რომ საჩემპიონო რბოლაში ჩაერთოს, მათ ამისთის "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება ესაჭიროებათ, რა თქმა უნდა არიან სხვა გუნდები და არის სხვა მიზნებიც, თუნდაც ბრძოლა გადარჩენისთვის ან თუნდაც ბრძოლა ევროტურნირებისთვის, თუმცა საჩემპიონო რბოლა ყველაზე საინტერესო და ყველაზე დამაინტრიგებელია, ასე რომ ჩვენ ძირითადად სწორედ იმ გუნდებზე ვისაუბრებთ, რომლებიც პირველობისთის იბრძვიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
"მანჩესტერ იუნაიტედი" - ამ გუნდით ტყუილად არ ვიწყებთ, ეს ის გუნდია, რომელიც საჩემპიონო რბოლაში უდავოდ ნომერ პირველი ფავორიტია, საერთოდაც ბევრს მიაჩნია, რომ ამ გუნდის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა პრემიერლიგაში ძალიან რთული იქნება, არავინ ამბობს იმას, რომ წლევანდელი "იუნაიტედი" დაუძლეველი გუნდია, რომლის დამარცხებაც არ შეიძლება, მაგრამ საჩემპიონო რბოლაში ხშირად გადამწყვეტი ხასიათი ხდება, რაც უკანასკნელ შეხვედრაში ამ გუნდმა ნამდვილად გამოავლინა, "ბოლტონის" წინააღმდეგ ფერგის ბიჭებმა 88-ე წუთზე გაიტანეს გოლი, ეს გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა დიმიტარ ბერბატოვმა მოახერხა, ის რაც "არსენალმა" ვერ შეძლო "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ, საერთოდაც ბევრის აზრით ის პრობლემები რაც საერთოდ ექმნება მანჩესტერულ კლუბს წმინდა საფეხბურთო პროვლემებია, ანუ პრობლემები, რომლებიც ტრამვებს უკავშირდება, თუმცა რასაკვრიველია ამ ორკვირიანი პაუზით ფეხბურთელთა სრული უმრავლესობა გუნდს დაუბრუნდებოდა, ასე რომ ფერგის ბიჭების შეჩერება ახლა გაცილებით უფრო ძნელი იქნება, ამ გუნდს ორი ურთულესი მატჩი დარჩა - სტუმრად ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ, რომელიც ალბათ ფინალის ტოლფასი იქნება და შინ ლონდონის "ჩელსისთან", თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მანჩესტერელებს მოტივაციის უდიდესი მოზღვავება ექნებათ პირველ წრეში წაგებული თამაშის გამო, ასე რომ ყველაფერი მაინც "ეშმაკების" ხელთაა.
ლონდონის "ჩელსი"
არც ეს გუნდი დაგვისახელებია ტყუილად მეორედ, საქმე იმაშია, რომ მიმომხილველთა აზრით სწორედ "არისტოკრატებს" შეუძლიათ ყველაზე მეტად "იუნაიტედისთვის" კონკურენციის გაწევა, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებმა ამ სეზონში არნახულად ბევრი შეხვედრა წააგეს, ისინი ახლა მაინც ყველაზე უკეთეს ფორმაში არიან, უფრო უკეთესში ვიდრე თუნდაც მანჩესტერული კლუბი, საერთოდ "ჩელსისა" და "იუნაიტედის" დაპირსიპირება წელს სხვა განზომილებაშიც გადავიდა, კერძოდ ამ გუნდებს ორი მატჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ელით, ასე რომ საბოლოოდ სწორედ წლევანდელი სეზონის ოთხი თამაში გამოაჩენს, თუ ვინ მოიგებს ომს ამ ორ გუნდს შორის, პირველი ბრძოლა "სტემფორდ ბრიჯზე" მასპინძლებმა მოიგეს 2:1, თუმცა ბრძოლა ტყუილად არ გვითქვია, მანჩესტერელებმა სწორედ ბრძოპლა წააგეს, ომი კი გრძელდება, ეს გუნდები ჯერ ლიგაზე ეთამაშებიან ორ თამაშს, შემდეგ კი პრემიერლიგის მაშტაბით "ოლდ ტრაფორდზე", ფაქტია, რომ ლემპარდი და მისი თანაგუნდელები ფანტასტიკურ ფორმაში შევიდნენ და თუ გავითვალისწინებთ რომ შემადგენლობა ფერდნანდო ტორესის დამატების შემდეგ ძალიან გაუძლიერდათ მივხდებით რომ "ჩელსის" ნამდვილად შეუძლია საჩემპიონოდ ბრძოლა, ის სხვა საქმეა თუ რამდენად მისცემს საამისო შანსს სერ ალექსის გუნდი მეტოქეს.
"ლონდონის "არსენალი"
გუნდი, რომელიც ალბათ უმთავრეს გამოცანად დარჩება, რთული მას გამოცანა ვუწოდოთ უბრალოდ ეს ვენგერის ჩვეული გუნდია - ახალგაზრდა, პერსპექტიული, გუნდი, რომელიც ინგლისში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა გუნდი, რომელიც ყველაზე უადგილო დროს იწყებს ნერვიულობას და ხშირად ეს მას ტიტულის დაკარგვად უჯდება, სავარაუდოთ ასეც უნდა მოხდეს ამ სეზონში, არადა ვენგერის გუნდი ყველა სხვა ტურნირს დაემშვიდობა და მხოლოდ და მხოლოდ პრემიერლიგის იმედზეა, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრამ გამოაჩინა, რომ გუნდს ჯერაც აკლია რაღაც, ალბათ მაინც გამოცდილება, ფაქტია, რომ მიუხედავად 0:2 ჩამორჩენისა მათ გაათანაბრეს 2:2, თუმცა მეტი ვერ შეძლეს და სხვათაშორის მატჩის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩის" წარმომადგენლებმა საინტერესო განცხადება გააკეთეს, მათ აზრით მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია" და თუნდაც იმიტომ, რომ "არსენალს" არ ეყოა ძალა ის შეხვედრა მოეგო, ანუ ის საჩემპიონო სული და ხასიათი რითაც მანჩესტერული კლუბი ლონდონურს ნამდვილად ჯობნის და სხვათაშორის ამ ხასიათის სიმტკიცით "ჩელსიც" წინ დგას ვიდრე "არსენალი", სწორედ ამ მიზეზის გამო არ სწამთ ვენგერის ბიჭების, თუმცა ადრე თ გვიან ყველა ტრადიცია ირღვევა და არაა გამორიცხული ამ სეზონში ვენგერის ბიჭები თავს მოერიონ და სეზონის მთავარი შეხვედრაც მოიგონ - შინ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.
ასე თუ ისე რთულია იმის წინასწარმეტყველება რა მხოდება დარჩენილ შეხვედრებში, ბევრი საუბრობს ორ დიდი მატჩზე - "იუნაიტედი" - "ჩელსი" და "არსენალი" - "იუნაიტედი", თუმცა რა თქმა უნდა არის არაერთ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ინგლსისი პრემიერლიგა ის ტურნირია სადაც ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება, ასე რომ პრემიერლიგის და ზოგადად ფეხბურთის მოყვარულებს წინ უდიდესი სანახაობა და რაც მთავარია შესანიშნავი დასასრული ელით, ამ სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი აქტიურად ბრუნდება, უკვე ამ უქმეებზე პრემიერლიგის მორიგი ტურია, ხოლო ამ ტურის შემდეგ უკვე ლიგაზე ვიხილავთ ინგლისელ გლადიატორთა ორთაბრძოლას, როგორც ამას "იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაპირისპირებას უწოდებენ, თუ საჩემპიონო რბოლაში "არისტოკრატები" უფრო სერ ალექსის ბიჭების უნიათობაზე არიან დამოკიდებულნი, ლიგაზე მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებულია და რა დასამალია რომ მათი მოტივაცია ლიგაზე გაცილებით დიდია ვიდრე "მანჩესტერისა", რომელიც მისთის ისტორიულ მე-19 ჩემპიონობას უმიზნებს, გულშემატკივრები სეზონის ფინიშის მოლოდინში არიან, ხოლო გუნდები უკვე ამ ტურიდან საბოლოო ათვლას იწყებენ, დარჩა შეხვედრები, რომლის შემდეგაც ყველა კითხვას ზუსტი პასუხი გაეცემა".
წყარო: "The Gurdian"
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.