"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს შეუძლია სერბი ნემანია ვიდიჩის გამოყვანა "ვესტ ჰემთან" მატჩში, თუმცა საკითხავია გარისკავს თუ არა შოტლანდიელი სპეციალისტი. შეგახსენებთ, რომ ნემანიამ ტრავმის გამო გამოტოვა მატჩები "მარსელთან" და "ბოლტონთან". ვიდიჩი ასევე გაემგზავრა ეურო-2012-ის მატჩზე ესტონეთის წინააღმდეგ. სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა განაცხადა, რომ ათამაშებდა ვიდიჩს თუ იგი 100%-ით მზად იქნებოდა. მართლაც, ნემანიამ მთელი 90 წუთი ითამაშა. ასე, რომ ფერგიუსონს სასიხარულო ინფორმაცია მიუვიდა ფერდინანდის ტრავმისა და ევანსის დისკვალიფიკაციის ფონზე.