"ჩელსის" ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე. იგი თვლის, რომ მის გუნდსაც და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" 1/2 ფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ. "მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შანსები "მანჩესტერ იუნაიტედთან" 50-50-ზეა. ხოლო ფინალში თუ გავალ, მსურს ესპანურ გუნდს ვეთამაშო" - განაცხადა ფერნანდო ტორესმა.