ავტორი: Red Devil 30-03-2011, 06:05 ნანახია: 985 [ 33 ]
გამოკითხვის შედეგად,რომელიც ჩაატარა Online Opinions_მა,გაირკვა რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდ ბრიტანეთში ყველაზე საძულველი ორგანიზაციაა.შედეგები მას შემდეგ იქნა მიღებული რაც 1000_ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. არცერთ სხვა საფეხბურთო გუნდს არ შეუძლია ასეთი კარგი შედეგით "დაიტრაბახოს".რესპოდენტთა 26% არ მოსწონს "იუნაიტედი" იმის გამო რომ იგი არის ყველაზე წარმატებული გუნდი მსოფლიოში,ყველაზე პოპულარული და მომგებიანი ფინანსური თვალსაზრისით. "მანჩესტერის" მფლობელი გლეიზერები არ იქნებიან დიდად მოხარულნი იმით,რომ ყველაზე საძულველ გუნდს ფლობენ.ეს რომ არა ამერიკელი ბიზნესმენები ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში არიან მას შემდეგ რაც ინგლისის მიწაზე ფეხი დადგეს.გულშემატკივართა გაუთავებელი კრიტიკა,ზიზღი და უამრავი ვალები.
აქ კი შემოგთავაზებთ გამოკითხვის შედეგად სამ "საპრიზო" პოზიციაზე გასულ კორპორაციებს: 1) "მანჩესტერ იუნაიტედი"–26%, 2) Ryanair – 23% 3) British Gas–22%