"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მის გუნდს აღარ აქვს ქულების დაკარგვის უფლება. "ყველაფერი ისე მიდის, თითქოს პრემიერლიგისთვის მარტო ჩვენ და "არსენალი" ვიბრძვით, მაგრამ ბოლომდე ყველაფერში დარწმუნებულები არ უნდა ვიყოთ. დიახ, "ჩელსი", "სიტი" და "ტოტენჰემი" ჩამორჩნენ, მაგრამ მათი ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება. ისინი კიდევ ეცდებიან ჩემპიონობას. ამიტომაც, ჩვენ აღარ გვაქვს ქულების დაკარგვის უფლება. ახლა დადგა დრო, როდესაც გუნდები ჩაატარებენ უმნიშვნელოვანეს მატჩებს. მე ერთი გზა მაქვს, განვეწყო მოგებისთვის ყველა მატჩში, რადგანაც ყოველი 3 ქულა გვაახლოებს ჩემპიონობამდე" - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.
წყარო:WWW.MANCHESTER-UNITED.RU
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.