"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი უკმაყოფილოა იმით, რომ ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩი ლონდონში ტარდება ! საქმე იმაშია, რომ ზუსტად იმ დღეებში ლონდონში მარათონი გაიმართება. "უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. ვითარება ასეთია: იქ იქნება 60 000 კაცი, რომელიც მანჩესტერიდან ჩავა - წარმოგიდგენათ რამდენი ბენზინი დაიხარჯებაი ასევე ქალაქში იქნებიან სხვა გუნდების გულშემატკივრებიც, რომლებიც გასვლითი თამაშების საყურებლად ჩამოვლენ. ამავე დღეს ტარდება მატჩი "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის, რაც ასევე გამოიწვევს "ლივერპულის" ფანების სიუხვეს. ასევე თქვენ იხილავთ ხალხს, რომელიც ლონდონის მარათონის სანახავად ჩამოვა და თქვენ მიიღებთ უდიდესს ქაოსს." - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.