დავიდ დე ხეას აგენტმა დაადასტურა რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიწყო მოლაპარაკებები და შესთავაზა 17,5 მილიონი ფუნტი თუმცა კლუბს ჯერ არ დაუდასტურებია ტრანსფერი.20 წლის "ატლეტიკოს" გოლკიპერი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და "წითელი ეშმაკუნები აპირებენ შეცვალონ ედვინ ვან დერ სარი დავიდ დე ხეათი.
დავიდ დე ხეას აგენტი გამოტყდა და თქვა რომ ის ეკონტაკტება "მანჩესტერ იუნაიტედს" ტრანსფერის შესახებ თუმცა ფასი ბოლომდე ვერ დაადასტურა "ატლეტიკომ".
აგენტი:"ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები "მანჩესტერთან",თუმცა ჯერ მათ უნდა მიაღწიონ დადებით პასუხს "ატლეტიკოსაგან".მე არ ვიცი სხვა არაფერი ვიცი რომ ის 20 მილიონი ევრო ღირს და დევიდით ბევრი ევროპული გრანდია დაინტერესებული.ამ მომენტისათვის კონტრაქტი "ატლეტიკოსა" და დე ხეას შორის მოქმედია და თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუნდება შეიძინოს დე ხეა მათ უნდა მოელაპარაკონ კლუბს ამის შესახებ."
თუ დავუჯერებთ The Times - ს თუ მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმდებიან "მანჩესტერი" მანუელ ნოიერის შეძენას შეეცდება რომელიც ამ წუთისთვის "შალკეს" საკუთრებაა