როგორც მოგეხსენებათ მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსისთან ორმატჩიანი გამარჯვების შემდეგ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში,სადაც გერმანულ შალკე 04-ს დაუპირისპირდება.ალბათ ყველა თვლის,რომ ამ წყვილში მანჩესტერია ფავორიტი,მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონი გამარჯვებაში დარწმუნებული არაა,რადგამ "ალისფერ ეშმაკებს" გერმანულ გუნდებთან ცუდი შედეგები აქვთ.
ეს უიღბლობა დაიწყო 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში,როდესაც მანჩესტერელბეი ბორუსია დორტმუნდთან დამარცხდნენ.იუნაიტედი აგრძელებდა მუშაობას რათა ევროპის ყველაზე ელიტურ ჩემპიონატზე უკეთესი შედეგი ქონოდა გერმანული ბუნდესლიგის გუნდებთან.შემდეგი დაპირისპირება,სადაც მანჩესტერელები დამარცხდნენ იყო 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი.მანჩესტერს მომდევნო წელსაც მოუწიათ გერმანული კლუბის წინააღმდეგ თამაში,ამჯერად ლევერკუზენის ბაიერს შეხვდენ.ლევერკუზენთან ორმატჩიანი თამაში ფრედ დამთავრდა,თუმცა ლევერკუზენი სტუმრად გატანილი მეტი გოლების საშვალებით გავიდა შემდეგ ეტაპზე.მაგრამ ინგლისელებმა მაინც მოახერხეს გერმანელების დამარცხება 1999 წელს,ჩემპიონთა ლიგის ფინალში,სადაც მანჩესტერმა თასი მეორედ აიღო.
შალკემ წელს საკუთარი რეკორდი მოხსნა,ისინი პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში,აღსანიშნავია ისიც,რომ მათ შარშანდელი ჩემპიონი - მილანის ინტერი ორმატჩიან თამაშში 7-3 დაამარცხეს.გთავაზობთ მანჩესტერ იუნაიტედის მარცხებს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანულ კლუბებთან.