ალექს ფერგიუსონის ტიტულის პრეტედნდენტი - მანჩესტერ იუნაიტედი, პრემიერ ლიგის მომავალ ტურში ნიუკასლს ეწვევა სადაც შეეცდება კიდევ უფრო მეტად განიმტკიცოს და შესაძლებლობის შემთხვევაში 9 ქულამდე გაზარდოს სხვაობა მეორე ადგილზე მყოფ არსენალთან მიმართებაში.
იუნაიტედის ვეტერანი კარის დარაჯი ამბობს რომ სჯერა თანაგუნდელების და მიუხედავად წაგებული ლიგის თასის ნახევარფინალისა ისინი იმყოფებიან სათანადო მორალურ და ფიზიკურ მზადყოფნაში დარჩენილი მატჩების წინ.
"სეზონის პირველ ნახევარში გვქონდა რამოდენიმე ისეთი მატჩი რომელშიც ბოლო წუთებზე მივიღეთ გადამწყვეტი გოლი საკუთარ კარში. ხდება ისეც როდესაც თამაშობ მაგრამ არ შედის ბურთი მეტოქის კარში. ასეთი მომენტები არ გაყენებს კარგ ხასიათზე და შეიძლება გაგტეხოს, ზუსტად ამ დროს უნდა მოუხმო საკუთარი სულის სიმტკიცეს და საღად უნდა აზროვნებდე"
"ასეთი მომენტების დროს ისახება დაუმარცხებელი ჟინის და რწმენის ძალა , რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს გააჩნია. ჩვენ ვიბრუნებთ რწმენას , ვიბრუნებთ ჩვეულ სახეს და ვაღწევთ დასახულ მიზანს"
ჰოლანდიელი თვლის რომ რიოს, ვალენსიას და პარკის დროულმა დაბრუნებამ გაუადვილა მანჩესტერს ტურნირის სათავეში ყოფნა.
"მწვრთნელ თავისებური მეთოდები აქვს და ჰყავს ფეხბურთელები რომლებიც ერგებიან მის საფეხბურთო სქემებს."
როცა ისეთი ფეხბურთელები ბრუნდებიან ლაზარეთიდან როგორებიც რიო, ვალენსია და პარკი არიან, ეს მშვენიერი გრძნობაა და ვიქრობ რომ ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ. მათმა შემცვლელებმა კარგად ჩაატარეს მატჩები მაგრამ რიო და ვიდიჩი ერთიანი გამოცდილებით ძალიან დიდ როლს თამაშობენ გუნდში.ეს ბევრად განაპირობებს ჩვენს თამაშის ხარისხს"-განაცხადა ედვინმა
ძალიან მომწონს მათთან თამაში. მშვენიერია როდესაც ასეთი მცველები გყავს წინ , მეც ვაძლევ მათ დავალებებს და ეს მთლიანად ემატება გუნდის ტაქტიკას და მიადვილებს სამუშაოს."
"თუ რომელიმე ტოვებს თავის პოზიციას, სხვა თანაგუნდელი აზღვევს მას , მაგალითად თუ ევრა წინ მიდის ოში იკავებს მის ადგილს. ქერიქიც ძირითადად უკან რჩება თუ რომელიმე მცველი ერთვება შეტევაში. ეს საოცარი ურთიერთგაგებაა."
წყარო manutd.com
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.