
"როგორც მოგეხსენებათ გასულ უქმეებზე გაიმართა როგორც ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრები ისე ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური ეტაპი, სწორედ ამ ეტაპზე ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედმა", რომელიც მანჩესტერულ დერბიში დამარცხდა "უემბლიზე" ანგარიშით 0:1 და შესაბამისად იმის იმედი, რომ 1999 წლის შედეგი განმეორებული იქნებოდა სამუდამოდ მოკვდა ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, იმ წაგებაზე დღეს მანჩესტერში ცოტას ფიქრობენ, რამეთუ მთავარი პრივილეგიები გუნდისთვის უცვლელია - გამარჯვება ინგლისის პრემიერლიგაში და უეფას ჩემპიონთა თასის დასაკუთრება, მარტივად რომ ვთქვათ დუბლი და თუ ეს "ეშმაკებმა" მოახერხეს რასაკვირველია ისეთი თასები როგორებიც ინგლისის ასოაციაციის და ლიგის თასია აღარავის ემახსოვრება, იმასაც შეგახსენებთ რომ გუნდს ერთი ტიტული მოგებული აქვს სეზონის დასაწყისში - ინგლისის სუპერთასი, თუმცა დავანებოთ ამას თავი და ავღნიშნოთ ისიც, რომ დღეს "იუნაიტედს" პრემიერლიგის მორიგი ტური უწევს, ამჯერად მისი მოწინააღმდეგე "ნიუკასლ იუნაიტედი" იქნება, თანაც შეხვედრა "სენტ ჯეიმს პარკზე" გაიმართება რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერულ კლუბს ურთულესი გასვლითი შეხვედრა ექნება.საინტერესოა ის თუ რომელ ფეხბურთელებს შეარჩევს სერ ალექს ფერგიუსონი ამ შეხვედრისთვის, მითუმეტეს მანჩესტერულ დერბიში დამარცხების შემდეგ, ერთია დერბის წაგება და მეორე ის, რომ გუნდი ნახევარფინალში დამაცხდა ანუ იქ საიდანაც თასი უკვე ხელის ერთ გაწვდენაზე იყო, შეგახსენებთ რომ ფინალში "სიტის" "სტოკი" შეხვდება და რასაკვირველია უდავო ფავორიტი მანჩესტერელები იქნებიან, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ "ეშმაკებისთის" ამ სეზონში მთავარი სწორედ პრემიერლიგისა და ლიგის მოგებაა, ხოლო თუ გუნდს პრემიერლიგის მოგება სურს, მაშინ დარჩენილ ყველა შეხვედრაში გამარჯვებაზე უნდა იფიქროს, მათ შორის "ნიუკასლის" წინააღმდეგაც, არადა სტუმრად ამ გუნდთან თამაში ძალიან რთულია, ზოგადად ამ გუნდთან თამაში ადვილი არასდროსაა, თუმცა გრანდების წინააღმდეგ ნიუკასლელები ყოველთვის მოტივირებულები გამოდიან, ამის ნათელი დასტური იყო ამ სეზონის ალბათ წლის საუკეთესო მატჩი "ნიუკასლსა" და ლონდონის "არსენალს" შორის როდესაც შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა და იმ მატჩში "იუნაიტედმა" ფაქტობრივად სასწაული მოახდინა, ასე რომ ნაკლები შანსია მათ "ეშმაკებს" რაიმე ადვილად დაუთმონ, თავის მხრივ როგორც სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა მისი გუნდი საბრძოლველად მზადაა და ისინი აუცილებელი სამი ქულის აღებას გეგმავენ.
რაც შეეხება იმ სავარაუდო შემადგენლობას, რომელიც სერმა უნდა შეარჩიოს ამ შეხვედრისთის, პრინციპში რთული გამოცნობადი ნამდვილად არ უნდა იყოს, საქმე იმაშია რომ გუნდს დანაკლისი არცთუ სერიოზული აქვს, დიკსვალიფიკაციის შემდეგ რაც ყველაზე მთავარია გუნდს უდავო ლიდერი უეინ რუნი უბრუნდება, ტრამვის შემდეგ მოედანზე უნდა გამოვიდეს რაფაელ და სილვაც, რაც შეეხება დანაკლისს, კვლავაც ტრამვირებულნი არიან ცენტრალური მცველი ჯონათან ევანსი და ცენტრალური ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივსი, ამ შეხვედრის დანაკლისს კი მანჩესტერული დერბის შემდეგ ვეტერანი პოლ სქოულზიც შეუერთდა, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და ასევე დისკვალიფიკაციას გამოჰკრა ხელი. ამ სამი მანჩესტერელის გარდა "იუნაიტედი" სტუმრად სრულ საბრძოლო შემადგენლობით ჩადის, რაც შეეხება ფერგის არჩევანს, არის პოზიციები რომელზედაც მას ფიქრი მოუწევს, თუმცა ზოგადად "იუნაიტედის" შემადგენლობა ამ შეხვედრაში ნათელია. კარებში რასაკვირველია სერი არ გარისკავს და ვეტერან ედვინ ვან დერ სარს ათამაშებს, რომელიც ეს ბოლო ხანებია ფანტასტიკურ ფორმაშია და გუნდის წარმატებაში მისი მართლაც რომ უდიდესი წვრილია, რაც შეეხება დაცვის ხაზს, აქ როგორც ზემოთ ვთქვით გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი რაფაელ და სილვა, ასე რომ მარჯვენა მცველის ადგილს ჯონ ოშის მაგივრად სწორედ რაფაელი დაიკავებს.რაც შეეხება დაცვის ცენტრას აქ უკვე სრულად გამოჯანმრთელებული რიო ფერდინანდი და გუნდის კაპიტანი ნემანია ვიდიჩი იქნებიან, ალბათ ყველამ იცის ფერდინანდის საქციელების შესახებ დერბის შემდეგ, როდესაც იგი მწყობრიდან "სიტის" შემტევმა მარიო ბალოტელიმ გამოიყვანა, ამის მიუხედავად რიო ძირითადში იქნება, რომლის განცხადებით მას ის კონფლიქტი უკვე დავიწყებული აქვს, მარცხენა მცველის ადგილს როგორც ყოველთვის ამჯერადაც ფრანგი პატრის ევრა დაიკავებს. ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორი სახის ნახევარდაცვას აირჩევს ფერგი, ჰარრგივსისა და სქოულზის გარდა გუნდს ნახევარდაცვაში ყველა მოთამაშე მწყობრში ყავს, ასე რომ არჩევანი მართლაც დიდია, ალბათ ჩამშლელი ნახევარმცველის ადგილას მოედნის ცენტრში დარჩება ინგლისელი მაიკლ ქერიკი, რომლის შეცდომასაც მოჰყვა ის გოლი "იუნაიტედის" კარში, ამის მიუხედავად ნაკლები შანსია, ფერგიმ ის ძირითადიდან ამოაგდოს, რამეთუ ფერგის ასეთ მომენტებში ფეხბურთელების გვერდით დადგომა არ ეშლება ხოლმე, რაც შეეხება ქერიკის პარტნიორს ნახევარდაცვის ცენტრში, ცნობილია, რომ გამოჯანმრთელდა შოტლანდიელი დარენ ფლეტჩერი, ასე რომ საკმაოდ დიდი შანსია იმის, რომ იგი ძირითადში მოხვდეს და სავარაუდოთ ეს ასეც იქნება, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ განაპირა ნახევარმცველების გარკვევაც.იგივე მანჩესტერულ დერბიში ძირითადში იყო ლუიშ ანტონიო ვალენსია, რომელმაც იმ შეხვედრაში თავი ნაკლებად გამოიჩინა, ამ შემთხვევაში ფერგი ერთვარ როტაციის პრინციპს მიმართავს და სავარაუდოთ ეკვადორელს აღარ ათამაშებს, მის ადგილს შესაბამისად ვეტერანი რაიან გიგზი დაიკავებს, ის, რომ პორტუგალიელი ლუიშ ნანი, რომელიც დერბიშიც უდავოდ საუკეთესო იყო ძირითად შემადგენლობაში იქნება ეს ფაქტია. თანაც გიგზის გამოცდილება, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზეც" შეუგდო "ნიუკასლს" თანაც ძალიან ლამაზი გოლი, გუნდს ნამდვილად დაჭირდება. რაც შეეხება შემტევ დუეტს, რასაკვირველია ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება მანჩესტერის მთავარი იმედი - უეინ რუნი, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა და ამჯერად კვლავაც სასტარტოში იქნება, ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე საჭირო დროს შევიდა ფანტასტიკურ ფორმაში და შესაბამისად ფერგი მას თუ შანსი ექნება ყოველთვის ათამაშებს, რაც შეეხება მის პარტნიორს, ამ შეხვედრაში ის მექსიკელი ხავიერ ერნანდესი იქნება, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გუნდის ბომბარდირმა დიმიტარ ბერბატოვმა დერბი აშკარად ჩააგდო და ორი მშვენიერი მომენტი გაუშვა ხელიდან, თუ პირველ შემთხვევაში უფრო მეკარე ჰარტმა ითამაშა კარგად, აი მეორე შემთხვევაში როგორ ვერ მოახერხა ბულგარელმა ბურთისთვის ფეხის კარგად დახვედრა თითქმის ცარიელი კარების წინ ეს ალბათ მანაც არ იცის, ასე რომ ფერგი სავარაუდოთ მას სწორედ ახალგაზრდა მექსიკელით შეცვლის".
სავარაუდო შემადგენლობა: ვან დერ სარი - რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ფლეტჩერი, ქერიკი, ნანი, გიგზი - რუნი, ჩიჩარიტო.წყარო: "The Gurdian"