ავტორი: Lasha Manchester   19-04-2011, 04:07   ნანახია: 550 [ 19 ]
  
რეალური შანსების ნაკლებობა


"გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ მის ლოგიკურ დასასრულამდე მიდის ინგლისის პრემიერლიგის მორიგი სეზონი, სულ ცოტაც და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, პრინციპში ბევრის აზრით ერთგვარად კითხვებზე პასუხები უკვე გაცემულია, რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საჩემპიონო რბოლაა, იქ სადაც თეორიულად სამი გუნდია ჩამბული პრაქტიკურად, კი ამ სამიდან ერთი დამაჯერებლად ლიდერობს და დანარჩენი ორი რამდენად რეალურ კონკურენციას უწევენ ცოტა არ იყოს რთული სათქმელია, მიხვდებოდით რომ ამ სამ გუნდში "მანჩესტერ იუნაიტედს" და ორ ლონოდონურ კლუბს ვგულისხმობდით - "არსენალსა" და "ჩელსის", აქედან "იუნაიტედი" პრინციპში დამაჯერებელი ექვს ქულიანი სხვაობით უსწრებს "არსენალს", ხოლო რვა ქულით "ჩელსის", შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი გუნდი უფრო ერთმანეთს უწევს კონკურენციას ვიდრე მანჩესტერულ გუნდს, რომელიც აგერ უკვე რამდენი ხანია პირველ ადგილზე იმყოფება და როგორც პრემიერლიგის ამ სეზონმა ცხადყო მთავარი ამ სეზონში არა ზოგადად ნაკლები შეცდომის დაშვება იყო საჭირო, არამედ იმაზე ცოტასი ვიდრე ამას კონკურენტი გუნდი დაუშვებდა, ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც ლიდერ "იუნაიტედს" შეცდომები არ დაუშვია და ქულები არ დაუკარგავს, უფრო პირიქით "ეშმაკებმაც" საკმაოდ გაფლანგეს ქულები, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე კონკურენტებმა და დღეს ფავორიტები არიან.

ამ უქმეებზე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი ვიხილეთ, კერძოდ ლონდონში სადაც "არსენალმა" "ლივერპული" მიიღო და ვერ დაამარცხა - 1:1, როგორც იცით ამ შეხვედრაში ორი გოლი გავიდა ერთსა და იმავე წუთზე თანაც ორი პენალტით, მოდით მარტივი შედარება მოვიყვანოთ მანჩესტერულ გუნდთან, შინ მანჩესტერელებმა მაინც მოახერხეს "ლივერპულის" დამარცხება - 3:2, ანუ ის რაც "არსენალს" აკლია, ანუ გადამწყვეტ მომენტებში მაინც საჩემპიონო სულის გამოაშკარავება და თამაშების მოგება, მანჩესტერულ გუნდს მაინც გააჩნია, გავიხსენოთ თუნდაც "მეთოფეების" მატჩი "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრად, როდესაც გუნდი აგებდა, გაათანაბრა და წინ კიდევ 15 წუთი ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა გოლის გატანა, "იუნაიტედი" ალბათ მაინც მოახერხებდა, რაღა შორს მივდივართ ძალიან გავდა ამ შეხვედრას "მანჩესტერის" თამაში "ბოლტონთან" სადაც "ეშმაკები" ვერ იგებდნენ, მაგრამ ისევ ამ საჩემპიონო სულით და ხასიათით მაინც გაუტანეს უკანასკნელ წუთზე გოლი და ალბათ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღეს, აი ის მთავარი რითაც "იუნაიტედი" კონკურენტებს ჯაბნის, სწორედ ეს ხასიათი, რაც ვენგერის გუნდმა ვერადავერ ჩამოიყალიბა, სამაგიეროდ იმავეს ვერ ვიტყვით ლონდონის "ჩელსიზე", ცივსისხიანობით ეს გუნდიც გამოირჩევა, თუმცა მათ პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს, უფრო სწორედ მდგომარეობდა.

"ჩელსის" ერთი ძალიან ცუდი ჩავარდა მოუვიდა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ეს სეზონის შუა ნაწეილში მოხდა და ჩავარდა, შეიძლება ითქვას კრიზისი იმდენად სერიოზული იყო, რომ ახლა ამის გამოსწორებას ლონდონელები ვეღარ ახერხებენ, "იუნაიტედი" მართალია აქა-იქ შეცდომებს უშვებს, მაგრამ არც იმდენს რომ ასე მიახლოვების საშუალება მისცეს "არისტოკრატებს", გააჩნია, როგორ ითამაშებს დღეს მანჩესტერული კლუბი სტუმრად "ნიუკასლის" წინააღმდეგ, ის, რომ ადვილი მატჩი "ეშმაკუნებს" არ ექნებათ ეს ფაქტია, თანაც გავითვალისწინოთ ისიც, რომ "იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდის" გარდა სხვა სტადიონზე თამაში ამ სეზონში საკმაოდ უჭირს, მითუმეტეს "სენტ ჯეიმს პარკი" ღვთის საჩუქარი ნამდვილად არაა სტუმარი გუნდებისთვის, ამ შეხვედრაზე ამდენს იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ბევრის აზრით ერთგვარი სენსაციის მოხდენა და საჩემპიონო რბოლის დაძაბვა საკმაოდ რეალურია, თუმცა არიან მიმომხილველები რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამ რბოლის დაძაბვა უკვე ხელოვნურად ხდება და რეალურად "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე ჩემპიონია, ალბათ სხვა ლიგაში ექვს ქულიანი ფორის შემთხვევაში გუნდს მართლაც ჩემპიონად გამოაცხადებდნენ, მითუმეტეს, რომ სეზონის დასრულებამდე სულ ცოტა დარჩა, თუმცა მთავარი მიზეზი ეს მაინც არაა.

მიზეზი ისაა, რომ თუნდაც მანჩესტერულმა კლუბმა ქულები დაკარგოს ამით ვერც ერთი ლონდონური გუნდი სარგებლობას ვერ მოახერხებს - აი ესაა რეალური მიზეზი, ზემოთ "ჩელსის" სტაბილურობა ვახსენეთ "არსენალთან" შედარებით, მაგრამ მოდი გავიხსენოთ მატჩი "სტოკ სიტის" წინააღმდეგ, სადაც "ჩელსი" სასწაულის საშუალებით გადაურჩა წაგებას და იმ შეხვედრაში ვინ იყო გრანდი და ვინ აუტსაიდერი ცოტა არ იყოს რთლი გასარჩევი გახლდათ, ასე რომ არც "ჩელსია" ამ მხრივ მთლად სტაბილური, პრინციპში გრანდების ასეთი არასტაბილურობა უეფას ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზეც აისახა და სრულიად სამართლიანია და ლოგიკურია ის, რომ ევროტურნირებს მხოლოდ ერთ ინგლისური კლუბი შემორჩა - სწორედ ის, რომელიც სხვებთან შედარებით შიდაჩემპიონატში ყველაზე ნაკლებ შეცდომებს უშვებს და პირველ ადგილზეც ამიტომაა - "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვით ისიც უშვებს შეცდომებს, ამიტომ თუ როგორ ითამაშებს ეს ერთადერთი დარჩენილი პრემიერლიგის წარმომადგენელი ნახევარფინალში ცოტა არ იყოს რთული საწინასწარმეტყველოა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლიგაზე ისინი მაინც გაცილებით დიდი ყურადღებით თამაშობენ და სავარაუდოთ ფინალში გასვლა მაინც არ უნდა გაუჭირდეთ, თანაც სერს აქვს უკვე თავის დროზე "ლევერკუზენის" წინააღმდეგ მსგავსი გამოცდილება მიღებული და ნაკლები შანსია ეს გამოცდილება არ გამოიყენოს.

სხვა გრანდებზე კი რა ვთქვათ, "ჩელსისა" და "არსენალის" გასაჭირს უკვე შევეხეთ, რაც შეეხება "ლივერპულს", ამ გუნდმა ამ სეზონში თითქმის ყველა გრანდს ყველა შეხვედრაში დააკარგვინა ქულები, თუმცა სამაგიეროდ რეალურად ყველა სუსტ და საშუალო გუნდთან დაკარგა თავად უმნიშვნელოვანესი ქულები და ახლა რეალურად ის მხოლოდ ევროპის ლიგაზე თუ გავა, რაც შეეხებათ ლონდონის "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემი" ბევრს ეცადა, იგივე ლიგაზე, წარმატებას მიეღწია და მიაღწია კიდეც, მაგრამ "რეალის" წინააღმდეგ ინგლისური კლუბის ასეთი უსუსრი მარცხი მაინც რთული გადასატანი იქნებოდა ფეხბურთის სამშობლოში, რაც შეეხება "სიტის" პრინციპში ყველაზე ადვილად ევროტურნირებს ეს გუნდი დაემშვიდობა, სამაგიეროდ მანჩესტერულ დერბიში "იუნაიტედს" თავი შეაკლა და ახლა ამდენი წლის შემდეგ პირველი ჯილდოს მოგება სურს ინგლისის ასოციაციის სახით, ასე თუ ისე ეს სეზონი ინგლისური გუნდებისთვის უკვე არაა წარმატებული, განსხვავებით სამხრეთული კლუბებისა, ევროპის ლიგაზე სამი პორტუგალიური გუნდია, ხოლო ლიგაზე ორი ესპანური, ფინალი კი ლიგისა სწორედ ინგლისში გაიმართება - "უემბლიზე", როგორც ხშირად ხდება უკნააკსნელი წლების განმავლობაში ბრიტანელებს ისევ "მანჩესტერ იუნაიტედის" იმედი დარჩათ ალბათ დღეს მაინც ყველაზე სტაბილური ინგლისური კლუბის, გაამართლებს თუ არა ის ქომაგების იმედს ეს ძალიან მალე გამოჩნდება".


წყარო: "FoxSports.com.ua"

ავტორი: Lasha Manchester   (19 აპრილი 2011 04:11)
#1

ჯგუფი: Administrator

სიახლეები: 815

კომენტარები: 6622

რეგ.დრო: 19.12.2009

სწორს წერს ეს ჟურნალისტი პრინციპში ვერ ვიტყვით რომ ეს სეზონი ინგლისური გრანდების ზეობით წარიმართა, თუმცა მჯერა ფიონალში ინგლისური გუნდი გავა ჩვენი "ეშმაკების" სახით და უკვე იქაც ღირსეულად დავიცავთ ფეხბურთის სამშობლოს სახელს!!!









ავტორი: [C][R][7]   (19 აპრილი 2011 04:14)
#2

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 112

კომენტარები: 695

რეგ.დრო: 10.04.2011

მიზეზი ისაა, რომ თუნდაც მანჩესტერულმა კლუბმა ქულები დაკარგოს ამით ვერც ერთი ლონდონური გუნდი სარგებლობას ვერ მოახერხებს...


+1









ავტორი: love_mancunia   (19 აპრილი 2011 04:15)
#3

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 315

კომენტარები: 2824

რეგ.დრო: 6.01.2010

unda movigot









ავტორი: RedMan   (19 აპრილი 2011 04:21)
#4

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 164

კომენტარები: 2521

რეგ.დრო: 16.10.2010

თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩემპიონები ავრთ იმიტომ რომ არსენალი ჩმორი გუნდია და ჩელსის ოლდზე კიდევ ერთხელ მივართმევთ მაისში









ავტორი: chicha-rooney   (19 აპრილი 2011 04:47)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 105

რეგ.დრო: 26.03.2011

ხო რა ბოლო დროს ესპანური ნაბ..გუნდები გაიქაჩეს.მაგგრა არ მევასება რა ბარსა angry ნეტა გაბდგვნას ფინალში მანჩემ laughing









ავტორი: mandangus   (19 აპრილი 2011 04:52)
#6

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 386

რეგ.დრო: 14.12.2010

წელს ჩემი აზრით მნიშვნელოვანი პრემიერლიგა უნდა იყოს ჩვენთვის ვიდრე ჩემპიონთა ლიგა...









ავტორი: ARTist   (19 აპრილი 2011 05:05)
#7

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 400

კომენტარები: 6346

რეგ.დრო: 8.04.2010

ძალიან დაძაბული თამაშები გველის უნდა გავუძლოთ იმედია ორივე ტიტულს მოვიგებთ









ავტორი: badri_giggsi   (19 აპრილი 2011 05:34)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 580

რეგ.დრო: 9.04.2011

martalia




ავტორი: (red devils)   (19 აპრილი 2011 06:09)
#9

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 24

რეგ.დრო: 10.04.2011

მე მჯერა რო ”წითელი ეშმაკუნები” მოახერხებენ კატალონიური ”ბარსას” დამრცხებას, თუმცა 90 წუთის განმავლობაში ძალიან დიდი ბრძოლა იქნება და ვინც უფრო კარგად იქნება მომზადებული ფიზიკურად ის მოახერხებს ევროპაში ყველაზე სასურველი თასის მოპოვებას აქ რათქმა უნდა ჭკვიანური ტაქტიკის არჩევაცაა აუცილებელი :)) თუმცა შალკეს გამოწერაც არ შეიძლება ასე ადვილად ბოლოსდაბოლოს რაულის ფაქტორიც ბევრს ნიშნავს:)) დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. fellow




ავტორი: Berbatov9   (19 აპრილი 2011 06:18)
#10

ჯგუფი: User

სიახლეები: 36

კომენტარები: 1557

რეგ.დრო: 19.09.2010

ციტატა: (reddevils)
ბოლოსდაბოლოს რაულის ფაქტორიც ბევრს ნიშნავს

რაული დისკვალიფიცირებულია და არ იქნება სახლში. ოლდზე კი არ წაიღოს am




ავტორი: donski princ   (19 აპრილი 2011 06:18)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1398

რეგ.დრო: 26.06.2010

pirvel rigshi liga inda dzalian




ავტორი: Acho   (19 აპრილი 2011 06:20)
#12

ჯგუფი: User

სიახლეები: 9

კომენტარები: 1119

რეგ.დრო: 23.05.2010

მჯერა რო ეპლს მოვიგებთ. ლიგის ფინალს კი გპირდებით და ოქ რა მოხდება მართლა არ ვიცი









ავტორი: dinamo   (19 აპრილი 2011 06:28)
#13

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 33

კომენტარები: 330

რეგ.დრო: 28.08.2010

sagol avtor




ავტორი: Shako Jones   (19 აპრილი 2011 08:48)
#14

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 89

კომენტარები: 2839

რეგ.დრო: 9.01.2011

sagol sagol dzmaooooooo









ავტორი: ROONEY _FAN 1   (19 აპრილი 2011 09:25)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 135

რეგ.დრო: 16.04.2011

ჩვენ მაინც მოვიგებთ და დავანგრევთ ბარსას









ავტორი: captain   (19 აპრილი 2011 11:01)
#16

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 2158

რეგ.დრო: 17.04.2010

ინგლისი ჩვენია და ლიგას დანაკლისების გარეშე თუ შევხვდით შანსი გვაქვს




ავტორი: love united   (19 აპრილი 2011 11:49)
#17

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 52

კომენტარები: 6284

რეგ.დრო: 19.03.2010

EPL ჩვენია...









ავტორი: real-manchester   (19 აპრილი 2011 12:16)
#18

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 172

რეგ.დრო: 11.03.2011

mandangus,
არ გეთანხმები იმიტომ რომ პრემიერლიგა თითქმის ჩვენიაა და ახლა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ




ავტორი: oto1   (19 აპრილი 2011 12:46)
#19

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1226

რეგ.დრო: 14.01.2011

sagol bully










ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.