შალკეს და გერმანიის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე, მანუელ ნოიერი, როგორც გერმანული CMI იტყობინება, თითქმის უკვე მიუნხენის ბაიერნის საკუთრებაა. ამავე ინფორმატორის მტკიცებით, მანუელმა გადაწყვიტა ყველა ჭორისთვის ბოლო დაესვა მისი იუნაიტედში გადაბარგების თაობაზე და მოაწერა ხელი "რეკორდმაისტერის" შემოთავაზებაზე. სატრანსფერო ფასი 15-25 მლნ ამდე მერყეობს.
ამ ტრანსფერის მთავარი შემოქმედი, ული ჰიონესი არც ადასტურებს ამ ტრანსფერს და არც უარყობს. ნოიერის გადაწყვეტილება კი მისი კლუბის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო შეიძლება აიხსნას. მას 2 ვარიანტი ჰქონდა. იუნაიტედის და ბაიერნის, როგორც ჩანს მან გერმანიაში დარჩენა არჩია.