მაიკლ კერიკს მიაჩნია, რომ გუშინდელ შეხვედრაში ნიუკასლის წინააღმდეგ მსაჯი შეცდა, როდესაც პენალტი არ დანიშნა, მაგრამ ამავდროულად აუცილებლად უნდა დაივიწყონ ეს ფრე და თავიანთი საქმე წყნარად გააგრძელონ. მაიკლი თვლიდა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელის მიერ (დენი სიმპსონის) წაქცეული ერნანდესის შემდეგ ნიუკასლის კარში აუცილებლად პენალტი დაინიშნებოდა, მაგრამ ყველაფერი საწინააღდეგოდ მოხდა, მატჩის არბირტმა მექსიკელს ყვითელი ბარათი უჩვენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"მე ვთვლი, რომ იმ მომენტში 100% იანი პენალტი იყო. მატჩის შემდგომ მე ამ მომენტის გამეორება რამდენჯერმე ვნახე და დავრწმუნდი, რომ კონტაქტი იყო. გამიხარდა მეგონა რომ მსაჯი პენალტს ნიშნავდა, მაგრამ როდესაც ყვითელი ბარათი დავინახე მის ხელში, რომლითაც ერნანდესს მიმართავდა ძალიან გავბრაზდი. ამის გარდა გიგზსაც ჰქონდა მომენტი, რომლის რეალიზაცია უნდა მოეხდინა, მაგრამ უკვე აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს."
"ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით, ასე რომ გასაგებია ჩვენი განწყრომა. ეს ფრე მეტოქეს აქტივში ჩაიწერება. ჩვენ კი 2 ქულა დავკარგეთ. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც კარგ მდგომარეობაში ვართ და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი კლავინდებურად იუნაიტედია."
წყარო : manutd.ru
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.