მანჩესტერ ,,იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელი ,,ნიუკასლთან'' შეხვედრის შემდეგ, რომელიც 0:0 დასრულდა საგრძნობლად უკმაყოფილო გახლდათ. იგი კონკრეტულად არბიტრის ლი პრობერტის მიმართულებით გამოხატავდა პრეტენზიებ, რომელმაც გაფრთხილებით დასაჯა ხავიერ ერნანდესი, იმის მაგივრად რომ პენალტი დაენიშნა.
თუმცა იყო საკამათო ეპიზოდებიც, ,,ეშმაკების'' საჯარიმოშიც, როცა ანდერსონმა წააქცია პიტერ ლოვენკრანდსი, მაგრამ ამ მომენტზე ფერგიუსონს კომენტარი არ გაუკეთებია. მან ჩათვალა, რომ ეპიზოდს კიდევ სჭირდება გადახედვა.
ასევე ,,წითლების'' მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა მომდევნო სერიოზულ შეხვედრებზე. ,,ვფიქრობ ჩვენ ეხლა იდეალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაისის დასაწყისში გველოდება ორი პრემიერ - ლიგის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ,,არსენალთან'' და ,,ჩელსისთან'', სადაც მაქსიმალური ქულების აღებას ვგეგმავთ, რათა უპრებლემოდ დავეუფლოთ ტიტულს''.