
"ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ ლივერპულის "ევერტონს" მიიღებს, შეხვედრა, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მატჩი არ უნდა გამოდგეს, შეხვედრა სადაც უდავო ფავორიტი შინ საშუალო დონის გუნდს იღებს და სადაც ფავორიტს გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ საქმე არც მასე მარტივადაა, ამაზე დღეს ინგლისურ პრესასთან ისაუბრა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმაც, მის განცხადებას სრულად სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ, პრინციპში ის რასაც ფერგიუსონი შეეხო და აღნიშნა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, უკანასკნელი შეხვედრებია "იუნაიტედს" აშკარა დაღლილობა დაეტყო და ეს მის შედეგებზეც აისახა - უკანასკნელ ორ შეხვედრაში ფერგის ბიჭებმა ვერც ერთი ვერ მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულეს, მეორე კი წააგეს, ეს კი იმის ფონზე რომ ამ შეხვედრებამდე მათ ლონდონის "ჩელსი" ორივე შეხვედრაში დაამარცხეს, როგორც ჩანს ამან გუნდის ფიზიკური კონდიციები წაიღო და საბოლოოდ ახლა სერის გუნდი საკმაოდ რთულ ვითარებაშია, ასე იყო წინა სეზონშიც როდესაც გუნდმა ბოლო პერიოდში დაღლის გამო თითქმის მთელი სეზონის ნაწვალები წყალში გადაყარა, ფერგიუსონი ახლა ყველაფერს იზამს რათა იგივე არ განმეორდეს.სწორედ ამიტომ ანიჭებს ესოდენ დიდ მნიშვნელობას "ოლდ ტრაფორდის" მატჩს სერი, ნათელია რომ ამ მატჩში ორი ქულის დაკარგვა ან მითუმეტეს წაგება გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდება, "იუნაიტედი" კი ლიდერობს პრემიერლიგას, მაგრამ ისე გამოდის, რომ ყოველი ტურის შემდეგ სხვაობა მასსა და იგივე ლონდონის "ჩელსის" ასევე "არსენალს" შორის მცირდება და დღეს ეს სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ ექვს ქულას შეადგენს, ეს რასაკვირველია არაფერია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ გუნდს დარჩა სწორედ ამ ორი გრანდის წინააღმდეგ თამაში, შესაბამისად შინ დასაკარგი ქულები ფერგის აღარ აქვს, "ევერტონთან" მათი ერთადერთი მიზანი მორიგი სამი ქულის აღება იქნება, არადა შუა კვირაში ამავე "იუნაიტედს" გერმანიაში უწევს ჩასვლა სადაც "შალკეს" ლიგის ნახევარფინალში ეთამაშებიან, გუნდი უკვე გამოეთიშა ინგლისის თასს და შესაბამისად ტრებლის იმედიც მოკვდა, გულშემატკივრები დუბლის და განსაკუთრებით პრემიერლიგის ტიტულის ხელიდან გაშვებას ნამდვილად აღარ შეეგუებიან, არადა ერთი შეხედვით თითქოს გუნდს დანაკლისიც არ გააჩნია, ახლა ტრამვირებულთა სიაში მხოლოდ ორი ფეხბურთელია: დარენ ფლეტჩერი და ოუენ ჰარგრივსი, დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს ძალიან მალე დაუბრუნდება პოლ სქოულზი, ტრამვა მოირჩინა ფლეტჩერმაც და ისიც ძალიან მალე ითამაშებს.
ამის პირობაზე ჰარგრივსის დანაკლისი, ერთი ფეხბურთელის არყოფნა სერიოზული არ უნდა იყოს, საერთოდაც როგორც იცით ოუენისთვის ეს სეზონი დასრულებულია, ასე რომ მოთამაშეთა უმრავლესობა სერს ჯანმრთელად ყავს და შესაბამისად შეუძლია როტაციის პრინციპს მიმართოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამას ფერგი ხშირად ნამდვილად არ აკეთებს, პრინციპში იგი დაცვასა და შეტევაში ერთმანეთს რამდენიმე ფეხბურთელს უნაცვლებს თუნდაც ერნანდესსა და ბერბატოვს, დაცვაში სმოლინგსა და ვიდიჩს, მაგრამ გლობალურ ცვლილებებს იგი მაინც არ მიმართავს თამაშიდან თამაშამდე, იგივე ნემანია ვიდიჩსა და პატრის ევრას გადაბმულად უწევთ უმძიმესი სეხვედრების ჩატარება და ამიტომაც იყო ალბათ, რომ "ნიუკასლთან" უკანასკნელ შეხვედრაში განსაკუთრებით ევრა ძალიან დაღლილი ჩანდა, რასაკვირველია დაღლილობა მეტ შეცდომებს გამოიწვევს ვიდიჩის მხრიდანაც არადა ამ ფეხბურთელის საიმედოობაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, ამხელა სეზონის შემდეგ დაღლილები არიან გუნდის ვეტერანებიც, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ რაიან გიგზი, ესეც გამოჩნდა "ნიუკასლის" წინააღმდეგ როდესაც მან ას პროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, იგივე ხავიერ ერნანდესი, ჩანდა, რომ მასაც საკმაოდ უჭირს ფიზიკურად და არც ესაა გასაკვირი, სეზონი უკვე სრულდება, ახალი ძალების მოძებნა კი საკმაოდ რთულია.ამის მიუხედავად ფერგის ბიჭებს მოუწევთ განსაკუთრებით "ევერტონის" წინააღმდეგ ამ ძალების გამონახვა, თუ "შალკეს" წინააღმდეგ გუნდს ფრეზეც შეუძლია ითამაშოს, აი "ევერტონთან" მანჩესტერელებს თამაში მოსაგები აქვთ, ამის საპირისპიროდ კი "ევერტონი" არც ისე დაღლილია, ეს გუნდი მხოლოდ პრემიერლიგაზე თამაშობს და არცთუ გადატვირთული კალენდარი აქვს, როგორც ჩანს თავის მხრივ "ალისფერ ეშმაკუნებს" მაინც აქვთ ფიზიკური პრობლემები, სეზონის ბოლოს ეს გუნდი აშკარად იღლება, უბრალოდ როდესაც ისინი ახერხებენ საკუთარ თავს მოერიონ შესაბამისად ძალაც ყოფნით ტიტულების მოსაგებად, როგორ იქნება ეს ამ სეზონში არავინ იცის, ის კი ფაქტია, რომ განსაკუთრებით პრემიერლიგაში "იუნაიტედი" აშკარად მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზეა, ისევე როგორც ალბათ სერ ალექსი, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამოჩნდა რომ ფერგი ფრეზეც თანახმა იყო და მიიღო კიდეც ეს ფრე, არადა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ მცირე მონდომება და ალბათ "იუნაიტედი" "ნიუკასლს" მაინც გაუტანდა გოლს, ამის მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ იგივე კონცენტრაციის დაკარგვის გამო მათ ვერ გაიტანეს, ამ ყველაფერს კი სწორედ დაღლილობა იწვევს და მეტი არაფერი, როგორც ხედავთ სერს სეზონის ბოლოს საფიქრალი ნამდვილად მოეძალა, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება კონკრეტულ მატჩებში ფეხბურთელთა იდვიდუალურ თამაშს, სეზონის ბოლოს ამაზე უკვე უნდა ვისაუბროთ, რამეთ გუნდური წარმატების მიღწევა რთული ხდება.სტატიის ბოლოს კი დაპირემისამებრ სერ ალექს ფერგიუსონის წინასამატჩო განცხადება, სადაც მან მოახლოვებული სეხვედრის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა: "ეს ჩვენი გუნდისთის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრაა, პირველ რიგში ძალიან დიდია ფსიქოლოგიური დატვირთა, ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, უნდა მოვიგოთ ეს მატჩი, მეტოქე კი ძალიან სერიოზულია, "ევერტონი" ის გუნდია, რომელიც ადვილად არავის არაფერს უთმობს იშვიათი გამონაკლისების გარდა, დევიდ მოიესმა ამ გუნდში უდიდესი სამუშაო გასწია და დღეს ეს გუნდი ევროპის მაშტაბებით საშუალო დონის წარმატებული კლუბია, მათ წინააღმდეგ თუნდაც "ოლდ ტრაფორდზე" თამაში ძალიან ძნელი იქნება, იგივე თუნდაც ფიზიკური თვალსაზრისით, ეს ამ სეზონის პირველი წრის მატჩმაც დაადასტურა როდესაც მეტოქე არ დაგვნებდა და ორი ქულა დაგვაკარგვინა, რასაკვირველია ჩემი გულშემატკივრების იმედი მაქვს, მჯერა რომ "ოლდ ტრაფორდზე" ტამაში ერთგული ფანების გამო უფრო გაგვიადვილდება, თუმცა მინდა ბიჭები გავაფრთხილო, რომ ეს სეზონის შეიძლება გადამწყვეტი მატჩის გამოდგეს, მოგების შემთხვევაში უკვე მხოლოდ ოთხი მატჩი დარჩება სხვაობა კი ამის პირობაზე სოლიდური - ექვსი ქულა, ხოლო ქულების დაკარგვის შემტხვევაში საჩემპიონო რბოლა უკიდურესად დაიძაბება, რაც იგივე ფსიქილოგიური თვალსაზრისით ჩვენთის კარგი ნამდვილად არაა, ჩვენ ხომ ერთბაშად ორ ფრონტზე ვიბრძვით".
წყარო: "Football365.com"