პირველად, როცა მანუელმა მსგავსი დონის ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება ნახა, ჯერ კიდევ ბურთების მომტანი ბიჭი იყო. იგი აღტაცებით უყურებდა, თუ როგორ დაამარცხა “პორტუმ” 2004 წლის ლიგის ფინალში “მონაკო”.ახლა ნოიერი გერმანიის ნაკრების პირველი მეკარეა და სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მოუწევს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ თამაში. რამდენი რამ მოხდა მანუელ ნოიერის ცხოვრებაში ამ 7 წლის მანძილზე და მას კვლავ ახსოვს 2004 წლის ფინალი. როგორც ჩანს, ემოციები იმდენად ძლიერი იყო, რომ მის გონებაში მუდამ დარჩება. “მინდორზე ვიდექი, მაგრამ მაშინ მხოლოდ ოცნება შემეძლო, ასეთ მატჩში მონაწილეობაზე, ხოლო ახლა თვითონ მიწევს 1/2 ფინალში თამაში”. რა თათქმაუნდა, რომელ ფეხბურთელს არ ენდომებოდა, თავისი გუნდი ისტორიაში პირველად ასეთი პრესტიჟული ტურნირის ოთხეულში აღმოჩენილიყო. მითუმეტეს- ასე დამაჯერებლად. მიუხედავად გამოცდილების დიდი სხვაობისა, “შალკემ” მილანის “ინტერი” დაამარცხა. თავდაპირველად, მოქმედი ჩემპიონი სახლში დამარცხდა- 2:5, ხოლო განმეორებით შეხვედრაში- 2:1 დაფიქსირდა კვლავ გერმანელთა სასარგებლოდ.
“რათქმაუნდა, ჩვენი გამარჯვება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე თამაშის დაწყებიდან 20 წამში უკვე ვაგებდით , შემდეგ მართალია გავათანაბრეთ, მაგრამ კვლავ წინ გავიდნენ მასპინძლები, ვერავინ იფიქრებდა, რომ “სან სიროზე” 5 გოლის გატანას შევძლებდით. ჩვენი გულშემატკივარი გვენდობა, თუმცა ვფიქრობ, არც ისინი მოელოდნენ მსგავს შედეგს”. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ამ ნახევარფინალურ მატჩში, ფავორიტად მაინც “მანჩესტერი” ითვლება. “ჩვენ აუტსაიდერები ვიყავით “ინტერთანაც”. -მხოლი ასეთი პასუხით შემოიფარგლა მანუელი, რომელსაც რუნისა და ჩიჩარიტოსათვის მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა. “ამ მოთამაშეებს პატივს ვცემ, თუმცა არ მეშინია მათი. რუნის წინააღმდეგ უკვე ვითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატზე და მაშინ ჩემი ნაკრებისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. ვიმედოვნებ, მანჩესტერთანაც იგივე მოხდება”.
თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგის გამოცდილი ბინადრები არიან. “იუნაიტედში” ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გამოდის, -აცხადებს ნოიერი. – რაიან გიგზი და ედვინ ვან დერ საარი გუნდს თავიანთი გამოცდილებითა და მაღალი კლასით ეხმარებიან. როცა მოზარდი ვიყავი, ვან დერ საარს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ახლა რომელიმე მათგანის განსაკუთრებით გამოყოფა არ შემიძლია. მთლიანობაში, მთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობა- ვარსკვლავურია. ავღნიშნავ, რომ მათი თამაშის სტილი მომწონს”. თუ მანჩესტერი აქცენტს გიგზისა და ვან დერ საარის გამოცდილებაზე გააკეთებს, “შალკეს” იგივეს გაკეთება სხვა ვეტერანზე შეუძლია. რაულ გონსალესმა ამ ბოლო დროს მეკარეებს კვლავ გაახსენა თავი. ნოიერის სიტყვებით, სწორედ რაული გახდა გუნდის წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი.“იგი გამოცდილია და სწორედ ასეთ შეხვედრებში გვჭირდება, -თქვა ნოიერმა ესპანელ თავდამსხმელზე. – რაული ძალიან წარმატებულია ჩემპიონთა ლიგაში. მას ყოველ ორ შეხვედრაში გააქვს გოლი, ასე, რომ რაული აუცილებლად დალაშქრავს ინგლისელთა კარს”.