ავტორი: RedMan   27-04-2011, 09:04   ნანახია: 685 [ 22 ]
  
სტაბილური სიდიადე.


მაშ ასე,''მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ''ფელტინს არენაზე'' ''შალკე 04'' ანგარიშით 2-0 დაამარცხა რაიან გიგზისა და უეინ რუნის გოლებით,აქედან გამომდინარე მანჩესტერელები ცალი ფეხით ფინალში არიან.იმ შემთხვევაში თუ გუშინდელი მატჩი 1:1 ან 1:2 დასრულდებოდა,მაშინ ინტრიგაც იქნებოდა და შანსიც მასპინძელი გუნდის გასვლისა,მაგრამ როდესაც შენ საშინაო მატჩს,თან ნახევარფინალს 2:0-ს აგებ,მეორე მატჩის წინ ფინალში გასვლის შანსები ძალიან მცირეა.''მანჩესტერ იუნაიტედის'' თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი,რომ ლეგენდარული,გამოცდილი და ''ეშმაკი'' კაცია კარგად იცით,მას იდეალურად შეუძლია არაფრისგან დიდი რამ შექმნაც,რითაც ყველას გააოცებს,მაგალითად ავიღოთ წლევანდელი ''იუნაიტედი'',რომელიც არც ისე შედეგიან და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს,მაგრამ ისევ სერ ალექსის გენიალურობით ისინი ''უემბლის'' ფინალთან ძალიან ახლოს არიან და პრემიერლიგასაც სოლიდური უპირატესობით ლიდერობენ.მეეჭვება,სერ ალექსს თავისუფლად შეეძლოს ფრანგულ ენაზე საუბარი ანდაც თავისუფლად მოამზადოს სპაგეტიანი სოუზი,სამაგიეროდ არსენ ვენგერის ''არსენალი'' და ანჩელოტის ''ჩელსი'' ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გავარდნენ,ხოლო ''მანჩესტერ იუნაიტედი'' დარჩა.მოურინიოც ხშირად გადის ფინალში,რადგან კარგად გეგმავს მთელი სეზონის განრიგს,ისევე,როგორც სერ ალექსი,რომელიც ამ საქმის დიდოსტატია.ფერგიუსონი ყოველთვის ცდილობს,რომ გუნდის ძველი და ახალი თაობა ერთად ათამაშოს,რაც ფეხბურთელს გაზრდის საშუალებას მისცემს,მაგრამ ისეთებიც არიან,რომლებსაც არანაირი დრო და გამოცდილ თაობასთან თამაში არ სჭირდება.ალბათ მიხვდით,რომ საუბარი ხავიერ ერნანდესზე ანუ ''ჩიჩარიტოზეა'',რომლის შესახებაც ერთი წლის წინათ ცოტამ თუ იცოდა,ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდია.არ უნდა დაგვავიწყდეს ფაბიო,რომელიც ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს.რაც შეეხება ცოტათი მოზრდილ თაობას,ჯი-სუნ პარკი შესანიშნავი ფეხბურთელია,მას ულევი ენერგია აქვს,კორეელი ყოველთვის ცდილობს დიდებულად ითამაშოს.ანტონიო ვალენსია კი დაბრუნდა და საუცხოო ფორმა აკრიფა.ეს ყველაფერი არის სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაც,რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს.რა თქმა უნდა ''შალკესაც'' ჰყავს ვარსკვლავები,მაგალითად მანუელ ნოიერი,რაული,ფარფანი,კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელია,მაგრამ ისინი რა თქმა უნდა ''მანჩესტერ იუნაიტედის'' შემადგენლობას ვერ გაუტოლდებიან.მანუელ ნოიერმა ასეთ მაღალ დონეზე პირველად არ ითამაშა,მან თავისი ფანტასტიკური სეივით ბუნდესლიგაშიც არაერთხელ გადაარჩინა ''შალკე'' გოლს.მოკლედ გუშინ რაულს არ გაუტანია,ფარფანმა ვერ გაილაღა,ხოლო ხურადომ გრძელი პასები ვერ გადააწოდა თანაგუნდელებს.''მანჩესტერ იუნაიტედის'' ასეთი კარგი გასვლითი მატჩები ამ სეზონში თითზე ჩამოსათვლელი არის,გუშინ კი კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ''იუნაიტედის'' ლეგენდამ და გადაჭარბების გარეშე უნიკალურმა პიროვნებამ რაიან გიგზმა,რომელმაც მანუელ ნოიერს თავისი კლასი აჩვენა,უეინ რუნის კი თავისი გარჯა გოლით დაუფასდა.''შალკე'' გუშინ საღამოს ძალიან უსუსური იყო და ეს ისევ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' სიძლიერის ბრალია.საინტერესოა ინგლისური და ესპანური გრანდების კლასთა შედარება,მაგრამ მანამდე განმეორებითი მატჩია სადაც ფერგი ალბათ შესუსტებულ შემადგენლობას მაინც არ გამოიყვანს.არ უნდა დაგვავიწყდეს ის სამუშაო,რომელიც გუშინ მაიკლ კერიკმა შეასრულა,ინგლისელი ხომ შავ სამუშაოებს ძალიან კარგად ასრულებს,ინგლისელმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.''შალკეს'' ისღა დარჩენია გერმანიის თასის ფინალში წარმატებით იასპარეზოს და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვოს,მანამდე კი იდეალური ვარიანტი იქნება თუ მანჩესტერში ''ოლდ ტრაფორდზე'' არ წააგებენ და ამით მათ შესანიშნავ გულშემატკივარს დიდი მხარდაჭერისათვის მადლობას გადაუხდიან.სერ ალექს ფერგიუსონს კი ახლა მთავარი საფიქრალი 1 მაისის მატჩი აქვს ''არსენალთან'' ''ემირატებზე'',ლონდონელებს ჩემპიონობის მცირე იმედი ჯერ კიდევ აქვთ.ასეა თუ ისე ''მანჩესტერ იუნაიტედი'' კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და მისი ნაადრევად ჩამოწერა არაფრით არ შეიძლება,არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ მას სათავეში გენიოსი სერ ალექს ფერგიუსონი უდგას,რომელიც რთულ სიტუაციაშიც კი იდეალურ გამოსავალს პოულობს.

www.Soccer.ru

ავტორი: RedMan   (27 აპრილი 2011 09:05)
#1

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 164

კომენტარები: 2521

რეგ.დრო: 16.10.2010

მგონი საინტერესო სტატიაა feel









ავტორი: MuFanat   (27 აპრილი 2011 09:10)
#2

ჯგუფი: User

სიახლეები: 7

კომენტარები: 789

რეგ.დრო: 24.12.2009

ძალიან კარგი სტატიაა.
ყოჩაღ




ავტორი: [C][R][7]   (27 აპრილი 2011 09:11)
#3

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 112

კომენტარები: 695

რეგ.დრო: 10.04.2011

არამგონია ფერგიმ სუსტი შემადგენლობა გამოიყვანოს... უბრალოდ რიო და რუნი შეიძლება დაასვენოს...









ავტორი: love united   (27 აპრილი 2011 09:18)
#4

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 52

კომენტარები: 6284

რეგ.დრო: 19.03.2010

ფინალში ვართ 99,9 პროცენტით...









ავტორი: ChuDiiiiK   (27 აპრილი 2011 09:20)
#5

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 374

რეგ.დრო: 27.02.2011

საღოლ, შესანიშნავი სტატიაა, ხოლო რაიან გიგზს რაც შეეხება მოდით ყველამ უკომენატაროდ დავტოვოთ







Chicharito
" style="padding-right:20px" align="right" border="0">

ავტორი: lika   (27 აპრილი 2011 09:20)
#6

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 155

კომენტარები: 3706

რეგ.დრო: 20.12.2009

ver vxvdebi vales da nanis ertad rato ar atamashebs, da finlashi imedia rafas gamoikvans ufro gamocdilia vidre fabio









ავტორი: RED DEVILS   (27 აპრილი 2011 09:21)
#7

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 94

კომენტარები: 6618

რეგ.დრო: 23.12.2009

საღოლ ძმა სერიოზული სტატიაა და მარგადაც მევასება შენი სტატიები!

ნუ ყველაფერი სიმართლე წერია ვერაფერს დავამატებ!









ავტორი: SaNi   (27 აპრილი 2011 09:31)
#8

ჯგუფი: User

სიახლეები: 51

კომენტარები: 2555

რეგ.დრო: 17.04.2010

საღოლ ...

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი მორიგი მსხვერპლი არსენალი იქნება და ვანხოთ აბა... winked









ავტორი: ...RooNeY...FaN...   (27 აპრილი 2011 09:44)
#9

ჯგუფი: Staff

სიახლეები: 289

კომენტარები: 4506

რეგ.დრო: 20.12.2009

კი კი საინტერესოა საღოლ









ავტორი: RedMan   (27 აპრილი 2011 09:55)
#10

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 164

კომენტარები: 2521

რეგ.დრო: 16.10.2010

მადლობა ყველას am









ავტორი: captain   (27 აპრილი 2011 10:11)
#11

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 2158

რეგ.დრო: 17.04.2010

კარგია,მომეწონა




ავტორი: [X]ashursky   (27 აპრილი 2011 10:17)
#12

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 103

კომენტარები: 6659

რეგ.დრო: 30.01.2010

რაღაც მგონია რო ყველას ძირითადს არ ათამაშებს შალკესთან, ასე მგონია მცველს დაასვენებს და ნახევარდაცვაში ვინმეს..

ეს რაფაელი კიდე რით ვეღარ დაბრუნდა რაა









ავტორი: ARTist   (27 აპრილი 2011 10:18)
#13

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 400

კომენტარები: 6346

რეგ.დრო: 8.04.2010


ავტორი: RedMan   (27 აპრილი 2011 10:22)
#14

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 164

კომენტარები: 2521

რეგ.დრო: 16.10.2010

ARTist,
captain,
სპ









ავტორი: Believe Utd   (27 აპრილი 2011 11:04)
#15

ჯგუფი: User

სიახლეები: 2

კომენტარები: 310

რეგ.დრო: 7.03.2011

kai statiaaaa :))




ავტორი: Ashley Young 18   (27 აპრილი 2011 11:29)
#16

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 82

კომენტარები: 1604

რეგ.დრო: 23.10.2010

momdevno matchi mgonia chicha-owen iqnenba da tu sachiro gaxda mere rooney gamova owenis nacvlad









ავტორი: ani_ani   (27 აპრილი 2011 11:49)
#17

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 376

რეგ.დრო: 21.05.2010

მაგარია რა ყოჩაღ ავტორ ასეთი კარგი სტატიიისთვის









ავტორი: RedMan   (27 აპრილი 2011 12:19)
#18

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 164

კომენტარები: 2521

რეგ.დრო: 16.10.2010

ani_ani,
BelieveUtd,
გაიხარეთ









ავტორი: ManiuDevil   (27 აპრილი 2011 13:22)
#19

ჯგუფი: User

სიახლეები: 1

კომენტარები: 689

რეგ.დრო: 13.04.2011

ამ სტატიაში მხოლოდ ის არ მომეწონა რომ მანჩესტერი არაა ძლიერ კლუბად მოხსენიებული მხოლოდ გამართლების ხარჯზეა ესეთ მარალ საფეხურებზეო . ძალიან ძლიერი მწვრთნელი დ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი გვყავს ! მეკარით რო დავიწყოთ და თავდასხმაამდე მივიდეთ ალბათ ყველა ვიტყვით რომ უდრეკი და ძლიერი გუნდი გვყავს კი სეზონშე გვქონდა ცუდი მომენტები როცა ტრავმები ჩვენს დამარცხებაში გამარჯვებაში მთავარ წვლილს თამაშობდა მაგრამ ეხლა ოფტიმალური შემადგენლობით ვართ მოედანზე და მე ბოლომდე მჯერაა ჩვენი გუნდის მე დავანახებ ბარსას ფანებს რო ისინი ნომერ მეორე პოზიციას უნდა ეგუებოდნენ და არა პირველს ხოლო თუ რეალს შევხვდით რაც ჩემი აზრით ამის ცოტა შანსია მაშინ მინდა რონალდოს ატირებულ სახეს შევხედო და ფული ქალები და მანქანები ყელაში ამოუვიდეს ! am am









ავტორი: RedMan   (27 აპრილი 2011 13:31)
#20

ჯგუფი: Publlisher

სიახლეები: 164

კომენტარები: 2521

რეგ.დრო: 16.10.2010

ManiuDevil,
იღბალი და გამართლება თუ არ გაქ ვერაფერს ვერ მიაღწევ ფეხბურთში









ავტორი: R U N I 1 0   (27 აპრილი 2011 14:39)
#21

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 1080

რეგ.დრო: 15.01.2010

უბრალოდ უზადოდ ვითამაშეთ გუშინ




ავტორი: SIR-MANCHESTERA   (28 აპრილი 2011 04:52)
#22

ჯგუფი: User

სიახლეები: 0

კომენტარები: 176

რეგ.დრო: 17.01.2011

da vin apirebs macnhesteris chamoweras? wink





ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.