მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა,ბრაზილიელმა მცველმა - რაფაელ დე სილვამ ჟურნალისტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა,იგი ყვება თავისი ცხოვრების ყველაფერ პირველზე.
პირველი ვარჯიში იუნაიტედში - მაშინ 15 წლის ვიყავი,მე და ჩემი ძმა აკადემიის მწვრთნელთან - პოლ მაქგუინესთან მოვედით.მან პელეს ვიდეობი გვანახა,ის ფანტასტიკური იყო.
პირველი იუნაიტედის თამაში,რომელსაც ესწრებოდი - ეს ადვილად დამამახსოვრდა,2007 წლის 10 აპრის იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მატჩში რომას მასპინძლობდა,თამაში 7-1 მოვიგეთ.
პირველი დღე სკოლაში - ეს ძალიან კარგი პერიოდი იყო.მახსოვს მე ძალიან ბევრს ვტიროდი,რადგან სკოლაში შესვლა არ მინდოდა,მინდოდა სახლში წავსულიყავი.
პირველი ფეხბურთის ბუცები - ჩემი პირველი ბუცი ”უმბრო”-ს ფირმის იყო,ისინი ძალიან კარგად მახსოვს,ის ძალიან უბრალო იყო,მაშინ მეგონა მასზე უკეთესს აღარ გააკეთებდნენ.
პირველი გმირი - რობერტო კარლოსი.მახსოვს,ვუყურებდი და მინდოდა მას შევჯიბრებოდი,მინდოდა ის გზა განმევნო რაც იმან განვლო.
პირველი შინაური ცხოველი - ის კატა იყო,მაგრამ იგი პატიოსნად არ მიშოვნია,იგი მეზობლისგან მივისაკუთრე.ის სულ მოდიოდა ხოლმე მაგრამ ყოველთვის უკან ბრუნდებოდა.
პირველი კონცერტი - ეს იყო ბრაზილიაში,როდესაც ვიყავი ახალგაზრდა.არც კი ვიცი,იყო თუ არა ვინმე,ვინც მოისმინა ჩვენი ნამღერი სიმღერა,სახელად - ივეტე სანგალო.
პირველი ვიზიტი საავადმყოფოში - მე და ფაბიო ერთად ვთამაშობდით,მაგრამ მე მალევე მომიწია თამაშის შეწყვეტა,მე დაბლა დავეცი და მხარი მოვიტეხე,თუმცა ფაბიო არაჩვეულებრივად იყო.
წყარო: www.Manutd.com
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.