
"დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპების პირველი მატჩები, სადაც ერთმა ინგლისურმა გუნდმაც ითამაშა და ფაქტობრივად უკვე გაინაღდა კიდეც "უემბლის" საგზური, როგორც მოგეხსენებათ ზუსტად ერთ თვეში, ლონდონში - ინგლისის საუკეთესო სტადიონ "უემბლიზე" გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი და როგორც ჩანს იქ ორი ალბათ დღევანდელობის საუკეთესო კლუბი ითამაშებს - კატალონიური "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი", უკანასკნელი წლებია როგორც შიდაასპარეზზე ისე ევროტურნირებზეც სწორედ ეს ორი გუნდი გამოირჩევა როგორც სტაბილურობით ისე თამაშის ხარისხითა და შედეგით, ასე რომ სრულიად ლოგიკურია, რომ სწორედ ეს ორი კლუბი დავასახელოთ დღეს საუკეთესოებად, ხოლო თუ რომელია უკვე მათ შორის ძლიერი ან მარტივად რომ ვთქვათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ამას ძალიან მალე გაეცემა პასუხი, თუმცა მანამდე როგორც ერთს, ისე მეორეს შიდაჩემპიონატში აქვთ სათამაშო, განსაკუთრებით საინტერესო და დამაინტრიგებელი მატჩები კი მანჩესტერულ გრანდს ელის და ეს უკვე ამ უქმეებიდან იწყება, როდესაც ერთპიროვნული ლიდერი სტუმრად "ემირატებზე" ჩადის სადაც ადგილობრივ "არსენალს" ეთამაშება, ხვდებით რომ ეს მასპინძლებისთვის უდავოდ უკანასკნელი შანსია, თუმცა შეგვიძლია იდენტური სიტყვები ვთქვათ სტუმრების მიმართაც".საერთოდაც ინგლისში ამ შეხვედრას, რომელიც კვირა შუადღეს გაიმართება უდიდეს ყურადღებას აქცევენ, პრინციპში გასაკვირი არცაა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მატჩი ან "არსენალისთის, ან "მანჩესტერისთვის" ძალიან ბევრი რამ გაირკვევა, ერთი რამ მაინც ნათელია - თუ "იუნაიტედი" ლონდონელებს სტუმრად დაამარცხებენ, მაშინ "მეთოფეებისთვის" სეზონი უკვე შეიძლება, რომ დასრულებულად გამოვაცხადოთ, რაც შეეხება პირიქით შედეგს, ანუ თუ მასპინძლებმა გაიმარჯვეს, მაშინ რამდენად წაადგება ეს შედეგი თავად "არსენალს" რთული სათქმელია, რადგან უკვე ქულათა სხვაობა 9 ქულას შეადგენს ამ ორ გუნდს შორის, მაგრამ ლონდონელები მეორე ლონდონურ კლუბს - "ჩელსის" კი ნამდვილად წაეხმარებიან და თუ თავის მხრივ "არისტოკრატებმა" იმარჯვეს მაშინ "იუნაიტედს" სხვაობას სამ ქულამდე შეუმცირებენ და უკვე 8 მაისს გასამართი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" ადგილობრივ "იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის რამის ახალი ფინალის მნიშვნელობას მიიღებს, რაც შეეხება ფრეს, ალბათ ეს შედეგი "იუნაიტედისთვის" ნამდვილად მისაღები იქნება და ნაკლები შანსიცაა, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა გუნდი სტუმრად მოგებაზე ათამაშოს, თუ "არსენალმა" არ მისცა ამის შანსი, რაც შეეხება "მეთოფეებს" როგორც ვთქვით ამ გუნდს მოგებაც ვერ დაეხმარება დიდად არამცთუ ფრე, ზოგადად "არსენალისთვის" საჩემპიონო რბოლა დასრულებულია.
ამის პირობაზე შეიძლება ბევრს გაუჩნდეს მარტივი კითხვა - და რა იქნება მასპინძლების მოტივაცია ამ შეხვედრაშიი პასუხი მარტივია, ის რომ თუნდაც ისინი შინ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებენ, გუნდს რომელიც ბოლო წლებია ყველა ფრონტსა და ყველა თამაშში რბილად რომ ვთქვათ ჩაგრავს ლონდონელ კონკურენტს, ამან ბოლოს და ბოლოს "არსენალის" ფეხბურთელების თავმოყვარეობაზე უნდა მოახდინოს ზეგავლენა, ასე რომ ალბათ მაინც მოტივაციის მხრივ სწორედ "მეთოფეები" იქნებიან გაცილებით "მოტივირებულნი" ვიდრე სტუმრები, თანაც გავითვალისწინოთ ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ "იუნაიტედმა" ლიგაზე ითამაშა, გასაგებია, რომ მათ გერმანული "შალკე" ძალიან ადვილად დაამარცხეს სტუმრად 2:0, თუმცა თავისთავად ამ შეხვედრამ უდიდესი ენერგია წაიღო, თუმცა სერ ალექსის გუნდის სიძლიერეც იმაშია, რომ მას საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი ყავს, მაგალითად სავარაუდოთ "არსენალთან" ფერგი რამდენიმე ლიდერს დაასვენებს და მათ მაგივრად სხვა გამორჩეულ ფეხბურთელებს ათამაშებს, ალბათ პირველივე წუთებიდან მეოდანზე იქნებიან იგივე პორტუგალიელი ლუიშ ნანი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტარ ბერბატოვი, ასე რომ "არსენალს" ამით საქმე სულაც არ გაუადვილდება.რაც შეეხება "არსენალს" ამ გუნდმა შუა კვირაში კი დაისვენა, მაგრამ ზოგადად ის, რომ მასპინძლებს ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებათ ეს ადვილი მისახვედრია, შეხვედრას, რომელსაც საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, ისე მოხდა რომ "არსენალის" გამო თავისი მნიშვნელობა რაღაც მხრივ დაეკარგა და ახლა ასეთ მატჩად პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ჩელსის" დაპირისპირებას განიხილავენ, "არსენალს" კი როგორც ჩვევია ბოლო წლების მიხედვით წმინდა საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ "თამაშგარეში დარჩა", სწორედ ამიტომ დიდი შანსია "იუნაიტედმა" ამით ისარგებლოს და სტუმრად მოიგოს კიდეც, ეს გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, ლოგიკურად თუ შევხედავთ სტუმრებს გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი ყავთ წელს ვიდრე "არსენალს", თანაც ლონდონელები აშკარა არასტაბილურობით გამოირჩევიან და არაერთ შეხვედრაში გაანიავეს ქულები, მათ შორის ისეთ მატჩებში სადაც უდავოდ იგებდნენ, "იუნაიტედი" კი ამას არავის პატიობს და დიდი შანსია, რომ თუ ამის გამო "არსენალი" სხვა კლუბებმა დასაჯეს გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა მითუმეტეს დაჩაგროს, რასაკვირველია ფავორიტები სტუმრები არიან, რთულია "არსენალის" წინააღმდეგ სტუმრადი გუნდი ფავორიტად მივიჩნიოთ, მაგრამ დღევანდელი რეალიზმი სწორედ ასეთია.ერთი შეხედვით "იუნაიტედს" საქმე ამ სეზონში შესანიშნავად მისდის, ორ მთავარ ტურნბირში - პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ თუ მანჩესტერელებმა "არსენალს" ვერ მოუგეს აშკარად ირთულებენ საქმეს, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ ისინი ფინალში კი გავლენ, თუმცა სავარაუდო მეტოქე კატალონიური "ბარსელონა" იქნება და ცოტა არ იყოს რთულია იქ "იუნაიტედის" შანსებზე საუბარი, ყოველ შემთხვევაში რეალურ შანსებზე, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი, რომ გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს ეს "შალკესთან" მატჩმა ნამდვილად დაადასტურა ასე რომ წესით და რიგით გუნდს არც "არსენალთან" უნდა გაუჭირდეთ, ასე თუ ისე ეს ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრაა, ორი ყველაზე ტრადიციული ინგლისური კლუბი ერთმანეთს ეთამაშება და ამით ყველაფერია ნათქვამი, ასე რომ ინგლისელ ქომაგებს ნამდვილად შესანიშნავი სანახაობა ელით, სავარაუდოთ დაცვაზე არც ერთი კლუბი არ იზრუნებს, რადგან დასაკარგი არც ერთს არ აქვს, სწორედ ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ ეს შეხვედრა ამ სეზონში სანახაობის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დამაინტრიგებელი უნდა გამოდგეს, ის, რომ ქომაგები უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს იხილავენ ამაში უკვე ყველა დარწმუნებულია, მთავარს, ანუ გამარჯვებულს, კი თამაში გამოაჩენს".
წყარო: "The BBCSport"