ჩემპიონთა ლიგის გასულ მატჩში - სტუმრად შალკეს წინააღმდეგ თამაშის ერთერთი გმირი მასპინძელთა მეკარე - მანუელ ნოიერი იყო,თუმცა იგი პირველი არაა,ვინც მანჩესტერის წინააღმდეგ ასე კარგად იმეკარევა.გთავაზობთ მანჩესტერის წინააღმდეგ მოთამაშე საუკეთესო მეკარეებს.
სტეფან კლოსი (ბორუსია დორტმუნდი - 1997) თამაში მანჩესტერ იუნაიტედმა ლარს რიკენის სწრაფი გოლით 1-0 მოიგო.კლოსმა თამაშში საუკეთესო შედეგი აჩვენა,მან 21-ჯერ იხსნა თავისი კარი.
პოლ ჯონსი (სოუზჰემპტონი - 1998) მაშინ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს ზედიზედ 3 თამაში ქონდათ სახლში მოგებული,მაგრამ იგივე შედეგი ვერ გაიმეორეს გასვლებზე და წმინდანებთან 0-1 წააგეს.
იურგენ მაჩო (სანდერლენდი - 2003) თამაში ახალი წლის პირველ დღეს დაემთხვა,ავსტრიელი მეკარის კარისკენ ბურთი 32-ჯერ წავიდა,მაგრამ ბექემი და პოლ სქოულზიც კი ვერაფერს გახდნენ მის წინააღმდეგ.
ტომას კუშჩაკი (ვესთ ბრომვიჩი - 2005) კლუბის პირველი ნომერი - რუსელ ჰოურტს ტრანვა ქონდა,ამიტომ ბრაიან რობსონი იძულებული გახდა იუნაიტედის წინააღმდეგ თამაშში კარში სათადარიგო მეკარე - ტომას კუშჩაკი დაეყენებინა.მისი კარის აღებას რუნი,კრიშტიანო რონალდო და კლებერსონი ცდილობდნენ,მაგრამ თამაში ფრედ,1-1 დასრულდა.მომდევნო წელს ტომასი იჯარის წესით გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში.
მანუელ ალმუნია (არსენალი - 2009) ეს არ გახლავთ ის მანუელი,რომელმაც ძალები არ დაინანა მანჩესტერის წინააღმდეგ თამაშში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.ეს არის ლონდონელი მეთოფეების მეკარე.ემირეითს სტედიუმზე ესპანელი მეკარის კარის აღებას რუნი,რონალდო და კარლოს ტევეზი ცდილობდნენ.
წყარო: www.Manutd.com
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.