სერ ალექს ფერგიუსონი აპირებს განაახლოს შემადგენლობა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალის განმეორებით შეხვედრაში, რომელიც ,,ოლდ ტრაფორდზე'' გაიმართება და ასევე პრემიერ ლიგის მატჩშიც, სადაც ,,წითლები'' სახლში ლონდონის ,,ჩელსის'' მიიღებენ.
,,ოთხშაბათს ჩვენ გველოდება საპასუხისმგებლო ნახევარფინალი ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო შემდეგ კი პრემიერ ლიგის სეზონის ერთ - ერთი ყველაზე დაძაბული მატჩის ,,ჩელსისთან''. ეს ორი მატჩი რათქმაუნდა ჩვენს ბედს წყვიტავს მომავალში. ოთხშაბათს აუცილებლად შევიტან ცვლილებებს გუნდის ამჟამინდელ შემდგენლობაში. ჩვენ დაგვბირუნდა პოლ სკულზი, დიმიტარ ბერბატოვი და მაიკლ ოუენი. აუცილებელია, რომ ამ ორ მატჩში გამოცდილი ფეხბურთელები გამოვიყვანო, ასე რომ ყველაფერი წესრიგში იქნება. ისეთ კარგ ფორმაში ვიმყოფებით, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენდით, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ მალე სეზონი მთავრდება'' - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა ინტევიუში MUTV - სთან.