
"მაშასადამე, 28 მაისს ლონდონში, "უემბლის" ულამაზეს არენაზე ალბათ დღესდღეობით ორი მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ძლიერი საფეხბურთო კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს - კატალონიური "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. სწორედ ასე ისურვა საფეხბურთო ფორტუნამ ამ სეზონში, თუმცა ცოტა რთულია ვისაუბროთ ფორტუნაზე, როდესაც საქმე "ბარსელონასა" და "იუნაიტედს" ეხება, იმ ორ გუნდს, რომლებმაც ფინალში თამაში ყველაზე მეტად დაიმსახურეს და გამოჩნდა ისიც, რომ დღეს ეს ორი კლუბი სხვა გუნდებზე რამდენიმე თავით მაღლა დგანან, ეს გამოაჩინა თუნდაც ნახევარფინალებმა სადაც როგორც "ბარსელონამ" ისე "იუნაიტედმა" მეტოიქეები ძალიან მარტივად დაჩაგრეს, საბოლოო ჯამში კი ფინალში გავიდნენ, სადაც მართლაც რომ უძლიერესი გაიმარჯვებს - უძლიერესი უძლიერესთა შორის, რასაკვირველია ფინალამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ორივე გუნდს დარჩა სხვა მნიშვნელოვანი თამაშები, პირველ რიგში კი ინგლისურ კლუბს ამ უქმეებზე "ჩელსის" წინააღმდეგ, თუმცა ფინალზე, დღეს როდესაც საბოლოოდ გაირკვა გუნდების ვინაობა უკვე ყველა ხმამაღლად საუბრობს და საკუთარ აზრს გამოთქვამს, ინგლისში მითუმეტეს, რადგან შეხვედრა სწორედ ინგლისში გაიმართება, იქ კი ინგლისური კლუბი ითამაშებს, რომლის წინააღმდეგ ესპანური გრანდი წარდგება და პირდაპირ ვთქვათ დღეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბიც, ასე რომ მთელი ინგლისის დღეს სწორედ მანჩესტერულ გუნდს შესცქერის ერთგვარად იმედის თვალით".არაფერია დასამალი იმაში, რომ "უემბლიზე" გასამართი ფინალის დროს გულშემატკივრების თვალსაზრისით აშკარა უპირატესობა მანჩესტერულ კლუბს ექნება, ფინალი ხომ იმ ქვეყანაში ტარდება საიდანაც მანჩესტერული კლუბია, ეს ერთგვარი პლიუსია, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ უკანასკნელი პლიუსიც, მიმომხილველთა უმრავლესობის მოსაზრებით კი კატალონიური გრანდი ძალიან ადვილად დაამარცხებს მეტოქეს და 2009 წლის მიღწევას გაიმეორებს, თუ გახსოვთ ზუსტად მასე მოხდა ყველაფერი რომში, როდესაც "ბარსელონა "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც მაშინაც უდიდესი იმედებით ხვდებოდა ფინალს ძალიან მშვიდად და აუღლევლებლად დაამარცხა ანგარიშით 2:0, მაშინ გოლები დღე სუკვე გუნდიდან წასულმა სამუელ ეტოომ და ლიონელ მესიმ გაიტანეს, მესი დღესაც კლუბშია და გუნდის უდავო ლიდერია, თუმცა განსხვავებით იმ დროიდან დღეს ისიც უნდა ითქვას, რომ კატალონიელები სხვა "მანჩესტერის" წინააღმდეგ ითამაშებენ, იმ "მანჩესტერის", რომელმაც უკანასკნელ შეხვედრაში "შალკესგან" აღარაფერი დატოვა და ორი მატჩის ჯამში 6:1 გაანადგურა, ამ შეხვედრას როგორც ინგლისურ, ისე ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოსალოდნელი იყო ინგლისური პრესა "იუნაიტედს" უჭერს მხარს და როგორც ისინი აცხადებენ არ შეიძლებოდა ამ შედეგს და იმ თამაშს რაც "იუნაიტედის" მეორე შემადგენლობამ აჩვენა კატალონიელებზე ერთვარი ზეგავლენა მაინც არ მოეხდინა.
როგორც მიმომხილველთა ნაწილმა აღნიშნა "ბარსელონა" "იუნაიტედის" თამაშის შემხედვარე უნდა შეშინებულიყო - ეს საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა, თუმცა რაღაც ლოგიკა კი ნამდვილად არსებობს, თუნდაც ის ლოგიკა, რომ ამ მატჩში მანჩესტერელთა მეორე შემადგენლობამ ითამაშა, ამის მიუხედავად კი "ეშმაკუნებმა" მეტოქეს 4:1 მოუგეს, თავისთავად რუნი, ერნანდესით, გიგზით მოთამაშე "იუნაიტედი" ფინალში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს. როგორც მოგეხსენებათ ამ შეხვედრას ესწრებოდა კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი გვარდიოლა, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა, ბევრმა ეს ისევ ისე მონათლა, რომ გვარდიოლას და შესაბამისად მის გუნდს "იუნაიტედის" ეშინია, ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით ინგლისშია, თუმცა არა როგორც ჩანს თავად "მანჩესტერ იუნაიტედში", თუ გავიხსენებთ რომის ფინალს, იმ ფინალამდე გაცილებით უფრო ხმამაღალ განცხადებებს "იუნაიტედის" ფეხბურთელები და წარმომადგენლები აკეთებდნენ, ამჯერად სიტუაცია ცოტა განსხვავებულია, ფერგი და მისი ბიჭები ფინალის შესახებ არაფერს აცხადებენ, ინგლისური პრესის საპირისპიროდ ესპანურმა პრესამ ეს მოვლენა განსხვავებულად მონათლა, კერძოდ უკვე შიშის ფაქტორი მანჩესტერულ კლუბს მიაწერა.შეიძლება ბევრს გაუჩნდეს კითხვა თუ რატომ არის გამახვილებული ასეთუ ყურადღება ამ შიშის ფაქტორზე, ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია, საქმე იმაშია, რომ ბევრის აზრით სწორედ ამან გადაწყვიტა რომის ფინალის ბედი, კერძოდ იმან, რომ მანჩესტერულმა კლუბმა ვერ მოახერხა შიშის გადალახვა "ბარსელონას" წინააღმდეგ და ერთგვარად მიუწვდომელობის სინდრომი შექმნა, დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ მოტივირებული კატალონიელების დამარცხება შეუძლებელია, მითუმეტეს შეუძლებელია ეს შემხვედრ ფეხბურთში, ანუ შემტევი ფეხბურთით, კი, კატალონიელები წინა სეზონშიც დამარცხდნენ, თუმცა თუ როგორი ფეხბურთი ითამაშა "ინტერმა" გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ ეს ყველამ კარგად იცის, ანუ "ბარსელონას" წინააღმდეგ ყველა გუნდი ავტომატურად მეორე ნომრად თამაშს ირჩევს, ეს ამ გუნდის ძლევამოსილებაზე მეტყველებს, მართლაც რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ "იუნაიტედი" ღირსეულად გავიდა ფინალში, ყველაზე ლამაზ, ყველაზე სანახაობრივ, ყველაზე ძლიერ ფეხბურთს დღეს სწორედ "ბარსელონა" აჩვენებს და "იუნაიტედის" ამოცანა არამხოლოდ თასის მოგება, არამედ თამაშით მეტოქის დაჯაბვნა იქნება, რაც თუნდაც წინა წლის "ინტერმაც" ვერ შეძლო, რომელმაც მართალია მეტოქე გამოთიშა ასპარეზობას, თუმცა ამას როგორც სამართლიანად აღნიშნავენ ანტიფეხბურთით მიაღწია".არც ისაა დასამალი, რომ ფავორიტი ფინალში სწორედ "ბარსელონაა", სწორედ ამის შესახებ ისაუბრა პრესასთან "შალკესთან" მატჩის შემდეგ სერლ ალექს ფერგიუსონმა - "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც კი აღნიშნა, რომ ფინალამდე გუნდს სხვა თამაშები დარჩა, თუმცა ორიოდე სიტყვით ფინალსაც შეეხო და მისი სიტყვებიდან ყველაზე კარგად ის გამოჩნდა, რომ მოტივირების თვალსაზრისით ის გუნდს იმ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად უკვე აქედანვე ამზადებს, სტატიას სწორედ ფერგის სიტყვებით დავასრულებთ: "ფინალში გასვლა უდიდესი წარმატებაა, თუმცა არავის ეგონოს, რომ აქ შევჩერდებით, მეტოქე ძლიერიაი სუსტები არც ჩვენ ვართ, მაშინ ფინალში ვერ გავიდოდით, როდესაც საქმე ნომერ პირველ საფეხბურთო მოვლენას, ანუ ჩემპიონთა თასის ფინალს ეხება, აქ შანსები აბსოლუტურად თანაბარია, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდი ფავორიტია, ფინალამდე ჩვენ სხვა მნიშვნელოვანი თამაშებიც გვაქვს, თუმცა იმას კი ნამდვილად შეგპირდებით, რომ ჩვენ "ბარსელონასი" არ გვეშინია, სისუსტეები მათაც აქვთ და ამას ჩვენი გუნდის ფეხბურთელებიც ხედავენ, მთავარია ეს იდეალურად გამოვიყენოთ, თუნდაც შესაძლოა მოსაგებად ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი - იღბალი, ძალა, მონდომება, ეს ყველაფერი ერთადაა საჭირო რათა ჩვენ გავიმარჯვოთ და საოცნებო ფინალში წარმატებით მორიგი ისტორიული ფურცელი ჩავწეროთ "მანჩესტერ იუნაიტედის" უდიდეს ისტორიაში".
წყარო: "The Gurdian"