მანჩესტერი - შალკეს დაპირისპირების დასრულებისთანავე იუნაიტედის მწვრთელს DailyStar ის კორესპონდენტი მიადგა და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც მოისმინა :
სერ ალექს ფერგიუსონი :
"დღეს გადასარევად ვითამაშეთ. კმაყოფილი ვარ უკვლებლივ ყველა ფეხბურთელით. მართალია მე ამ მატჩისთვის საგანგებოდ დავაყენე თითქმის მეორე შემადგენლობა, მაგრამ როგორც ხედავთ არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. მინდა მიულოცო ანდერსონს დუბლის შესრულება. მას არც თუ ისე ხშირად უწევს გოლის გატანა ამიტომაც ორმაგად სასიხარულოა მისთვისაც და ჩვენთვისაც მისი წარმატება. ბარსელონასი გვეშინია თუ არაი პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ არავისი არ გვეშინია, იქნება ეს ბარსა თუ ნებისმიერი სხვა ევროპული გრანდი. ისეთი კოლექტივი არის ამჟამად მანჩესტერში, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შესაძლებელია თანაბრად თამაში ამადაც ფინალში შანსები 50-50ზეა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ პრემიერლიგაში ჩვენთვის და ასევე ჩელსისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. ჩემთვის პირადად ეს მატჩი ფინალის ტოლფასია. მე მაშინაც, როდესაც ჩელსის ჩავარდნა ჰქონდა ვიძახდი, რომ მთავარი კონკურენტი ჩელსი იქნებოდა და ასეც მოხდა. არაფრისდიდებით არ უნდა წავაგოთ ოლდ ტრაფორდზე გასამართი შეხვედრა. როგორც ჩემპიონთა ლიგაზე მქონდა სიურპრიზები ბატონი კარლოსთვის, ასევე მაქვს რაღაც მოფიქრებული მორიგი პაექრობისთვის. ვნახოთ რა და როგორ გამოვა!"