გუშინდელი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი - ანტონიო ვალენსია დასახელდა.მან არაჩვეულებრივად ითამაშა და ეს სტასტიკაზეც აისახა.მან 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც მისცა გიბსონს.აღსანიშნავია ის საინტერესო ფაქტიც,რომ ვალენსიამ ერთადერთხელ დაარტყა კარში და მაშინაც გოლი გავიდა.ასევე მან მხოლოდ ერთხელ დაარღვია თამაშის წესი.
ლუის ანტონიო ვალენსიამ უეფას ექსპერტებისგან 8.0 ქულა მიიღო,ხოლო გულშემატკივრებისგან 7.8 ქულა.მანჩესტერის ნახევარმცველმა ექსპერტებისა და გულშემატკივრების კვირის ტოპ ათეულში ორივეგან მეორე ადგილი დაიკავა და ორივეგან ბარსელონას ფეხბურთელი ლიონელ მესი უსწრებს,რომელსაც ექსპერტებმაც და გულშემატკივრებმაც 8.2 ქულა მიანიჭეს.
ექსპერტების კვირის ტოპ ათეულში შევიდნენ მანჩესტერის სხვა ფეხბურთელებიც - ოლივეირა ანდერსონი (მე-6),დარენ გიბსონი (მე-7) და ლუის ნანი (მე-10).გულშემატკივრების ტოპ ათეულში კი მანჩესტერელთაგან ვალენსიასთან ერთად მხოლოდ ანდერსონი მოხვდა,რომელიც ბოლო ადგილს დასჯერდა.