ჩემპიონთა თასის მორიგმა გათამაშებამ განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე ჩაიარა:ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა,რის შედეგაც 6 ოთხგუნდიანი ჯგუფი დაკომფლექტდა.ამ გათამაშების ფინალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბაიერნმა" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს თამაში.ამავდროულად,ორივე კლუბი თავისი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონისრანგში ჩაერთო ტურნირში.ეს პირველად მოხდა,რომ ფინალში ერთამენთს ორი ისეთი კლუბი დაუპირისპირდა,რომელთაგან წინა სეზონში არცერთი ჩემპიონი არ გამხდარა.დ ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფად" მონათლეს:აქ ერთმანეთს ინგლისის" მანჩესტერ იუნაიტედი",ესპანეთის "ბარსელონა",მიუნხენის "ბაიერნი" და დანიის"ბრონდბიუ" ებრძოდნენ.ეს უკანასკნელი,ცხადია,სათვალეში არ მიიღებოდა.ძალიან ლამაზი გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ბარსელონა" ორივე პაექრობა:თამაშები ფრედ 3:3 დასრულდა.1998 წლის 25 ნოემბერს,ბარსელონაში,მასპინძელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა სონი ანდერსონმა 50-ე წამზე გახსნა ანგარიში.ეს ერთ-ერთ უსწრაფესი გოლია ჩემპიონთა ლიგაში.1998 წლის 21 ოქტომბერს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად 6:2 მოუგო "ბრონდბუის".ოლდტრაფორდელთა მიერ მეტოქის მოედანზე გატანილი ექვსი გოლი დღემდე სარეკორდოა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში-ამდენი ბურთები სხვა კლუბს სტუმრად არ გაუტანია.რაც შეეხება "ბრონდბიუსთან" ორი მატჩის ჯამში მოპოვებულ უპირატესობას-ალექს ფერგიუსონის გუნდმა 11:2 სძლია მეტოქეს-ეს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელია ლიგის ისტორიაში.ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 20 გოლი მიითვალა.ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მიღწევათა შორისაა.1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მილანის" ინტერს" აჯობა და პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური.ნახევარფინალში ინგლისელებმა იტალიის კიდევ ერთ წარმომადგენელი შეაჩერეს-ტურინის "იუვენტუსი".პირველ მატჩს ,რომელსაც "ოლდ ტრაფორდმა" უმასპინძლა ,მარჩელო ლიპის გუნდი ბოლო წამამდე იგებდა,თუმცა რაიან გიგზმა იმარჯვა და თანაგუნდელები მარცხს გადაარჩინა.იტალიაში ძალიან დაძაბული მატჩი გაიმართა:მე-10 წუთზე მასპინძლები ორი ბურთით იყვნენ წინ,34-ე წუთზე კი ანგარიში უკვე 2:2 იყო.საბოლოოდ,"ალისფერმა ეშმაკუნებმა" იმარჯვეს,ეს კი ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პირველი მოგება იყო იტალიაში.მეორე ფინალისტი კიევის "დინამოს" და მიუნხენის "ბაიერნის" პაექრობაში გამოვლინდა.კლასმა და ოსტატობამ თავისი გაიტანა:ოტმარ ჰაცფელდის გუნდმა უკრაინის დედაქალაქში ბოლომდე იბრძოლა და მარცხს თავი დააღწია,"ოლიმპიაშტადიონზე" კი მასფინძლებმა 1:0 მოიგეს.საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კახა კალაძემ ლიგის ნახევარფინალში პირველად სწორედ მაშინ ითამაშა.ფინალის მასპინძელი "კამპ ნოუ" გადაიჭედა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გადამწყვეტი მატჩიც შედგა: "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2:1 მოიგო,არადა,90-ე წუთის ჩათვლით 0:1-ს აგებდა.მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯერ ტედი შერინგემმა,მერე კი ოლდე გუნარ სოლცკიერმა ორი ბურთი გაიტანეს ოლივერ კანის კარში!1968 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეორედ აღმართა ჩემპიონთა თასი,მიუნხენის"ბაიერნს" კი 1982 და 1987 წლების შემდეგ მესამე ფინალში მოეცარა ხელი."ბაიერნის" თავკაცი ოტმარ ჰიცფელდი პირველი მწვრთნელი გახდა ,რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი სხვადასხვა კლუბი გაიყვანა."მანჩესტერ იუნაიტედი" შეიქმნა პირველი კლუბი ჩემპიონტა ლიგის დაარსების შემდეგ,რომელმაც ჩემპიონთა თასთან ერთად თავისი ქვეყნის ჩემპინატიც მოიგო და თასიც!
წყარო-ჟურნალი გრანდები.
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.