სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ფეხბურთელების თამაშს „ჩელსის“ წინააღმდეგ მაღალი შეფასება მისცა,მათ სარეკორდო მე–19 ტიტულისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს და ფაქტიურად გაინაღდეს იგი.
„მანჩესტერელებმა“ საკუთარ ოლდ ტრაფორდზე შეკრებილი გულშემატკივარი ორჯერ გაახარეს, მატჩის დაწყებიდან რამოდენიმე წამში ეს ხავიერ ერნანდესმა მოახერხა,შემდეგ კი ნემანია ვიდიჩმა.მეორე ტაიმში ამ ფინალად აღიარებულ მატჩს ინტრიგა ლამპარდის გოლმა დაუბრუნა თუმცა სულ ეს იყო.აღსანიშნავია,რომ „წითლებმა“ მესამე გოლის გატანის შანსი რამოდენიმეჯერ გაუშვეს ხელიდან.
„მთელი დროის მანძილზე ჩვენ ყველაფერს კარგად ვაკეთებდით,მეორე ტაიმში კი მინიმუმ ექვსი გოლის გატანა შეგვეძლო“–განაცხადა სერ ალექსმა.
„ჩვენ გვქქონდა უამრავი შანსი,როგორ ფეხბურთსაც ველოდით სწორედ ისეთი თამაში გამოვიდა.განსაკუთრებით კარგი იყო სტარტი.პიტერ ჩეხმა გააკეთა ორი შესანიშნავი სეივი თუმცა ამას ჩვენზე ცუდათ არ უმოქმედია,პირიქით.იგრძნობოდა ნერვიულობა თუმცა ფანებისგან დიდი დახმარება იგრძნობოდა.“
„ჩვენ ამ მატჩში უამრავი მომენტი გვქქონდა,უეინ რუნის ექვსი ბურთის გატანა თავისუფლად შეეძლო.ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ფეხბურთელებს,მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.ჩვენ ეხლა მხოლოდ ერთი ქულა გვესაჭიროება.“
ბოსის განცხადებით მომავალ ტურში ბიჭები აუცილებლად მოიპოვებენ საჭირო ქულას ან ქულებს და ტიტულს დაისაკუთრებენ.
„გულშემატკივრები იყვნენ გასაოცრად კარგები ბოლო 10–15 წუთის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ისინი ყველაზე მეტად გვჭირდებოდნენ.“–თქვა ფერგიმ Sky Sports–თან.
„თუ თქვენ გადახედავთ უკანასკნელ 18 წელს ნახავთ,რომ „ჩელსი“ და „არსენალი“ ყოველთვის გვეცილებოდნენ ტიტულისთვის.ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიური იყო ჩელსი, თუმცა წელს ცდა არც არსენალმა დააკლო.“
„ვფიქრობ რომ ბიჭები აუცილებლად მოიპოვებენ სასურველ ქულებს, ორი აზრი უბრალოდ არ არსებობს.“
„მე–19 ტიტულის მოგება უბრალოდ ფანტასტიური გრძნობაა.ჩვენ გავხდით ქვეყეყნის ჩემპიონატში ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი გუნდი,ეს შესანიშნავია.ეს წარმოუდგენელი მიღწევაა“
ეხლა სერ ალექსის შეგირდების ყურადღება მთლიანად ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გადადის სადაც ფერგი მიმდინარე წელს დუბლის გაკეთებას ისახავს მიზნად.
„მომავალი კვირეების განმავლობაში ჩვენ უკვე „ბარსელონასთან“ თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.ამისათვის კი საჭიროა ბლექბერნთან ქულა მაინც მოვიპოვოთ.“
„ბლექბერნი და „ბლექპული“ მებრძოლი კლუბებია და ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ.სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში მე ძალიან გახარებული ვიქნები.“–დაასრულა სერ ალექს ფერგიუსონმა.